განახლებადი ენერგიებით დაინტერესების მიუხედავად, BP არ განიხილავს ნახშირწყალბადების ბიზნესიდან გასვლას

აღნიშნულის შესახებ, კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ბერნარდ ლონიმ განაცხადა Reuters-თან მიცემულ ინტერვიუში. მან ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ ნავთობის ფასების ზრდის პირობებში, BP მოგებას წარმოების შემცირების შემთხვევაშიც მიიღებს.

ლონის განცხადებით, ნავთობის ფასების ბოლოდროინდელი ზრდა, რომელმაც 22 ივნისს ბარელზე 75 დოლარს გადააჭარბა, სავარაუდოდ, გაგრძელდება.

”დიდი ალბათობაა იმის, რომ ფასების ამჟამინდელი დონე შენარჩუნდეს მომდევნო წლებშიც, და თუ ეს ასე მოხდება, ძალიან კარგი იქნება ჩვენთვის”, – აღნიშნა მან.

ლონი განმარტავს, რომ ნავთობზე მაღალი ფასების შენარჩუნება საშუალებას მისცემს BP-ს მეტი ფულადი სახსრები შეაგროვოს საკუთარი აქტივების გაყიდვიდან და გამოიყენოს იგი განახლებადი ენერგიებისა და დაბალი ემისიის მქონე წარმოების განვითარებისათვის.

ინვესტორებმა გამოთქვეს შეშფოთება იმის თაობაზე, რომ კომპანიას შეიძლება სურდეს ნავთობის ბიზნესიდან სრულად გასვლა, რადგან 2030 წლისთვის წარმოების 40%-ით შემცირებასა და განახლებადი ენერგიის გამომუშავების 20-ჯერ გაზრდას გეგმავს.

”როგორც კი კომპანიის აქციონერებმა გაიგეს, რომ ნახშირწყალბადების ბიზნესში კიდევ რამდენიმე ათწლეულის მანძილზე გეგმავთ საქმიანობას, მათი შეშფოთება მნიშვნელოვნად გაქარწყლდა,” – განაცხადა BP–ს ხელმძღვანელმა.

აღსანიშნავია, რომ ნავთობის ფასების ზრდის ფონზე, მიმდინარე წლის პირველი კვარტალში წარმატებული შედეგები აჩვენენს ისეთმა ნავთობის გიგანტებმა განაცხადეს, როგორებიცაა Total, Royal Dutch Shell, Equinor.

ნინო სამადაშვილი

Leave a Reply