Author Archives: energy

მაისში ინფლაციის მატებაზე ყველაზე მეტად საწვავის და ზეთის გაძვირებამ იმოქმედა

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2021 წლის მაისში წლიურმა ინფლაციამ 7.7 პროცენტი შეადგინა, ხოლო აპრილთან შედარებით ფასები 0.7 პროცენტით გაიზარდა. მათივე სტატისტიკით, მაისში ინფლაციის მატებაზე ყველაზე მეტად საწვავის და ზეთის გაძვირებამ იმოქმედა. “მაისში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის მატებაზე ყველაზე მეტად საწვავის (ჯამში 0.2 პროცენტული პუნქტით) და მზესუმზირის ზეთის (0.1 პპ-ით) გაძვირებამ იმოქმედა. წლიურ ჭრილში, ინფლაციაზე ყველაზე დიდ გავლენას, 1.4 პპ-ით, კომუნალურ ...

Read More »

„საქნახშირში“ საკონსულტაციო საბჭო შეიქმნა​

„საქნახშირში“ საკონსულტაციო საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა. კომპანიის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, მიხაილ სოცკი საბჭოს წევრებს შეხვდა და მათთან ერთად საბჭოს სტრუქტურა და მუშაობის პრინციპები განიხილა. საკონსულტაციო საბჭო 46 წევრისგან შედგება (მათ შორის არიან პროფკავშირების წარმომადგენლებიც). საბჭო რამდენიმე კომიტეტს აერთიანებს, ესენია, საწარმოო, შრომის უსაფრთხოების, საბიუჯეტო და საკადრო, საინფორმაციო პოლიტიკისა და ინფრასტრუქტურის კომიტეტები. საბჭოს შექმნის მიზანი კომპანიაში მიმდინარე აქტუალური საკითხების გადაწყვეტაში  დასაქმებულების ჩართულობის გაზრდაა. საბჭოს ...

Read More »
ძლიერი დოლარი და ჩინეთის პრობლემები ნავთობს კიდევ უფრო აიაფებს

ნავთობის ფასი ზრდას განაგრძობს

“ნავთოპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, 2021 წლის 30 ივნისის   ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  75.13 (+  0,37) დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  73.47 (+ 0,49)  დოლარი/ბარელზე.

Read More »
თბილისის მოსახლეობას დენის ტარიფი გაეზარდა

ივლისში თბილისის აბონენტები ელექტროენერგიის ორ ქვითარს მიიღებენ

თბილისის მოსახლეობა ელექტროენერგიის ორ ქვითარს მიიღებს ივლისში, გამომდინარე იქიდან, რომ 1 ივლისიდან მოსახლეობას ელექტროენერგიას თელასის ნაცვლად „თელმიკო“ მიაწვდის. “თელმიკო” აცხადებს, რომ აბონენტები: 1 ივლისამდე დახარჯული ელექტროენერგიის საფასურის ქვითარს  მიიღებენ „თელასისგან“ 1 ივლისის შემდეგ დახარჯული ელექტროენერგიის საფასურის ქვითარს კი „თელმიკოსგან“. შესაბამისად, მომხმარებელმა ივნისის დავალიანება უნდა გადაუხადოს „თელასს“, ხოლო უკვე ივლისის თვის დავალიანება  დაფაროს „თელმიკოსთან“. შესაბამისად, მომხმარებელმა უნდა მიაქციოს ყურადღება შემდეგ გარემოებას:  ივნისის დავალიანება უნდა გადაუხადოს „თელასს“, ხოლო უკვე ივლისის თვის დავალიანება  დაფაროს „თელმიკოსთან“. მნიშვნელოვანია, რომ ორივე ქვითრის ჯამური თანხა არ გადააჭარბებს ელექტროენერგიის თვიური გადასახადის სტანდარტულ მოცულობას. აღნიშნული სქემა ...

Read More »

“თუ ეს პირობები არ შესრულდა, ისევ დაიწყება პროცესების ესკალაცია”

“ნამახვანჰესის” მოწინააღმდეგეთა აქციის ერთერთმა ლიდერმა, ვარლამ გოლეთიანმა facebook ჩართვის დროს განაცხადა: “არანაირი მუშა პროცესი არ მიმდინარეობს, თუმცა, ეს ყველაფერი გამოწვეულია იმით, რომ აქ დგას საკმაოდ ბევრი ადამიანი, ეს ყოველდღიური პროცესია. ამ რაოდენობით ადამიანები ყოველ საღამოს იკრიბებიან. ეს არის განმსაზღვრელი, რომ კომპანია ვერ ახერხებს შევიდეს და გააგრძელოს სამუშაო პროცესი, თუმცა, ოფიციალურად, რასაც ვითხოვდით მათგან, რომ მოხდეს თქმა, შეჩერდება ყველანაირი პროცესი ხეობაში, ...

Read More »
დენის ტარიფი 12 თეთრზე მეტი არ უნდა იყოს

რა იცვლება დღეიდან ელექტროენერგიის აბონენტებისთვის

დღეიდან, 1-ლი ივლისიდან ელექტროენერგიის მიმწოდებელი კომპანიები იცვლება. კერძოდ, თბილისში, „თელასს“ ჩაანაცვლებს „თელმიკო“, ხოლო რეგიონებში “ენერგო-პროს” ნაცვლად, ელექტროენერგიის მიმწოდებელი „ეპ ჯორჯია“ იქნება. მომხმარებლებისთვის ტარიფები არ შეიცვლება, თუმცა, გარდამავალ ეტაპზე, ანუ 30 ივნისიდან ივლისის პერიოდში, მრიცხველების ამონაწერის კომპანიისთვის მიწოდება თავადაც შეეძლებათ. “1-ლი ივლისიდან გარკვეული ცვლილებები ხდება ელექტროენერგეტიკის სექტორში, რომელიც არაერთხელ იყო დაანონსებული. კერძოდ, იყოფა კომპანიები, მარეგულირებელი კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე. თუ ...

Read More »
შესაძლებელია თუ არა ჰაერის ელექტროენერგიად გარდაქმნა

რამდენიმე ქუჩას დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

„თელასის“ ინფორმაციით, გეგმური სამუშაოების გამო, პირველ ივლისს დედაქალაქის რამდენიმე ქუჩას ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება: დიდუბის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კედიას ქუჩის მოსახლეობას. მთაწმინდის და კრწანისის რაიონები – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წავკისის, ორბელინის მოედნის, ერეკლე მეორის მოედნის, ალექსანდრე ჩიკვაიძის, ერეკლე მეორის, ანტონ კათალიკოსის, კოტე აფხაზის, ჩახრუხაძის, შავთელის, ყავლაშვილის, ნიშნიანიძის, ფხოვის, ხაზინის, ათონელის, ფურცელაძის და ვეკუას ქუჩების მოსახლეობას. 11:00 საათიდან ...

Read More »
საქართველოს ენერგოსისტემა ენგურჰესის ელექტროენერგიას თანდათანობით კარგავს

აფხაზებმა რეაბილიტირებული ენგურჰესის დენი თითქმის მთლიანად მიითვისეს

დღევანდელი მოხმარების პირობებში ენგურჰესს ელექტროენერგიაზე აფხაზეთის მოთხოვნის დაკმაყოფილება არ შეუძლია. მიუხედავად ამისა, სეპარატისტებს ელექტროენერგია შეუზღუდავად მიაქვთ. უკვე იმაზე კი არ არის საუბარი, რომ საქათველოს დანარჩენ რეგიონებს არაფერი რჩებათ, არამედ იმაზე, რომ ელექტროსადგური ასეთ პირობებში ვეღარ იმუშავებს, რადგან შემოსავლი არ გააჩნია. აფხაზებს მისი დენი სრულიად უფასოდ მიაქვთ. 2018 წლის მაისში აფხაზეთმა დახარჯა 100,3 მლნ კვტ_სთ ენერგია, 2019-ში – 100 მლნ, 2020-ში ...

Read More »

საწვავის ფასების მიმოხილვა ევროპის ქვეყნებში

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში ევროპაში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი გაიზარდა 0,02 ევროთი/ლიტრაზე, A-98  მარკის ბენზინი – 0,03 ევროთი/ლიტრაზე, დიზელის საწვავი – 0,02 ევროთი/ლიტრაზე. ევროპის ქვეყნებში ყველაზე ძვირი საწვავი გახლავთ ნიდერლანდებში, პორტუგალიასა და იტალიაში. ამ ქვეყნებში საწვავის ფასი დაახლოებით 25-30%-ით აღემატება ევროპის სხვა ქვეყნების საშუალო ფასებს. 28 ივნისის მდგომარეობით ნიდერლანდებში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს 1.93 ევროს, A-98 მარკის ბენზინი – 2.01  ევროს, დიზელის საწვავი – 1,57 ევროს; პორტუგალიაში  A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს  1,73 ევროს,  A-98 მარკის ...

Read More »

ხიდი, რომელიც ერთდროულად მზისა და ქარის ენერგიას გამოიმუშავებს

ეს საკონკურსო არქიტექტურული პროექტი წარმოადგინეს იტალიელმა ინჟინერებმა და დიზაინერებმა. მას ეწოდება “მზიანი ქარი”. ვინაიდან იტალიის სამხრეთი ნაწილი სავსეა სხვადასხვა ხიდებით, ეს პროექტები გათვლილია კონკრეტულად ამ რეგიონზე. მოცემულ ქარის ტურბინებს შეუძლია 36 მილიონი კილოვატი საათში წარმოქმნან ერთი წლის განმავლობაში. გარდა ამისა, საგზაო ზოლში ასევე განლაგდება გამჭვირვალე მზის პანელები, რომლებიც დამატებით 112 მილიონ კილოვატ საათ ელ. ენერგიას გამოიმუშავებენ. ხიდებზე იქნება ავტომობილის გასაჩერებელი ...

Read More »