თბილისის მოსახლეობას დენის ტარიფი გაეზარდა

ივლისში თბილისის აბონენტები ელექტროენერგიის ორ ქვითარს მიიღებენ

თბილისის მოსახლეობა ელექტროენერგიის ორ ქვითარს მიიღებს ივლისში, გამომდინარე იქიდან, რომ 1 ივლისიდან მოსახლეობას ელექტროენერგიას თელასის ნაცვლად „თელმიკო“ მიაწვდის.

“თელმიკო” აცხადებს, რომ აბონენტები:

  • 1 ივლისამდე დახარჯული ელექტროენერგიის საფასურის ქვითარს  მიიღებენ „თელასისგან“
  • 1 ივლისის შემდეგ დახარჯული ელექტროენერგიის საფასურის ქვითარს კი „თელმიკოსგან“.

შესაბამისად, მომხმარებელმა ივნისის დავალიანება უნდა გადაუხადოს „თელასს“, ხოლო უკვე ივლისის თვის დავალიანება  დაფაროს „თელმიკოსთან“.

შესაბამისად, მომხმარებელმა უნდა მიაქციოს ყურადღება შემდეგ გარემოებას:  ივნისის დავალიანება უნდა გადაუხადოს „თელასს“, ხოლო უკვე ივლისის თვის დავალიანება  დაფაროს „თელმიკოსთან“.

მნიშვნელოვანია, რომ ორივე ქვითრის ჯამური თანხა არ გადააჭარბებს ელექტროენერგიის თვიური გადასახადის სტანდარტულ მოცულობას.

აღნიშნული სქემა მხოლოდ ივლისის თვეში, ანუ გარდამავალ პერიოდში მოქმედებს. შემდგომში,  მომხმარებელისთვის უცვლელად რჩება ქვითრის მიწოდების სისტემა და ელექტროენერგიის საფასურის გადახდის არხებიც.

თელასის მომხმარებელთა დეპოზიტები, ავტომატურად გადადის კომპანია „თელმიკოში“ და მომხარებლის სააბონენტო ბარათზე აისახება.

მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული პროცესი არ გამოიწვევს   ელექტროენერგიის ტარიფის ცვლილებას

Leave a Reply