Author Archives: energy

დღეს თბილისის ზოგიერთ რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების გამო 17 სექტემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. კერძოდ, საბურთალოს რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის III კვარტლის, ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის (ნაწილობრივ) და კონსტანტინე კაპანელის ქუჩის მოსახლეობას. გეგმური სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ბიძინა კვერნაძის, ანდრია აფაქიძის და მერაბ ალექსიძის ქუჩების მოსახლეობას. ...

Read More »

Goldman Sachs: ზამთარში ევროპას ელექტროენერგიის სრულად გათიშვა ემუქრება

ევროპაში ენერგომატარებლებზე ღირებულების ზრდა ზამთარში ელექტროენერგიის მასიურად გათიშვის საფრთხეს ქმნის, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ცივი ამინდი დროზე ადრე შეამცირებს ბუნებრივი აირის ისედაც მცირე მარაგს. აღნიშნულს Goldman Sachs–ის ანგარიში ვკითხულობთ, რომელსაც ProFinance აქვეყნებს. ბანკის ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ გაზის მაღალმა ფასმა შეიძლება დაარეგულიროს საბაზრო ბალანსი და აღმოფხვრას ევროპაში ბუნებრივი აირის დეფიციტი, თუმცა, ეს ნიშნავს იმას, რომ თუ ზამთარი ჩვეულებრივზე უფრო ცივი იქნება, ...

Read More »
სახელმწიფო კომპანიებისგან საწვავს 1.33–დან 1,47 ლარამდე ფასად შეიძენს

ნავთობიმპორტიორები დიზელის საწვავის იმპორტის შემცირებას კონტრაბანდას უკავშირებენ

ნავთობიმპორტიორთა კავშირი საქართველოში დიზელის საწვავის იმპორტის შემცირებას ქვეყანაში აღურიცხავი დიზელის შემოდინებით ხსნის. როგორც კავშირში განმარტავენ, აღურიცხავი დიზელის საწვავის შემოტანა ხდება აზერბაიჯანიდან სხვადასხვა სატვირთო სატრანსპორტო საშუალებების მიერ საწვავის ავზებით, რასაც განაპირობებს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში დიზელის საწვავზე არსებული დაბალი ფასები (საშუალოდ 1,40 ლარი). იქვე განმარტავენ, რომ საწვავის დიზელი შემცირებულია იმ პირობებში, როდესაც ფიქსირდება გასულ წელთან შედარებით ეკონომიკის მნიშვნელოვანი ზრდა და ყველა ის ინდიკატორი, რომელიც განსაზღვრავს ...

Read More »

გერმანელი გარემოსდამცველები კვლავაც აგრძელებენ Nord Stream 2-ის წინააღმდეგ ჩივილს

გერმანულმა გარემოსდაცვითმა ორგანიზაციამ Deutsche Umwelthilfe (DUH) კიდევ ერთი მოთხოვნა გაუგზავნა გადაზიდვისა და ჰიდროგრაფიის ფედერალურ ოფისს (BSH), რომელის მიხედვითაც ის ითხოვს შეაფასდეს Nord Stream 2 გაზსადენის გარემოზე შესაძლო ზეგავლენა და შეიცვალოს წინა გადაწყვეტილება. აღნიშნული განცხადება თავად აქტივისტებმა გაავრცელეს. ”DUH– მა გააპროტესტა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც მშენებლობისა და ექსპლუატაციის ნებართვების შეფასება არ არის საჭირო” – ციტირებს მათ TASS. შეგახსენებთ, რომ მანამდე მსგავსი მოთხოვნები ...

Read More »
თბილისი-თელეთის დასახლებაში გაზიფიცირების პროექტის განხორციელება დაიწყო

ევროპაში გაზის ფასმა მკვეთრი ვარდნა განიცადა – $970-დან $781,5-მდე

ლონდონის ICE საფონდო ბირჟის მონაცემებით, ევროპაში ბუნებრივი აირის ფასები ათას კუბურ მეტრზე 800 დოლარზე ქვემოთ ჩამოვიდა, მას შემდეგ რაც ღირებულებამ თითქმის 970 აშშ დოლარს მიაღწია. ოქტომბრის ფიუჩერსული კონტრაქტის ღირებულება ნიდერლანდებში TTF-ზე ასევე მკვეთრად შემცირდა – 796 აშშ დოლარი ათას კუბურ მეტრზე. შეგახსენებთ, რომ გუშინდელი ვაჭრობის შედეგად, ბუნებრივი აირის ფასმა 1000 კუბურ მეტრზე$ 964 მიაღწია, რაც ისტორიულ რეკორდად იქცა.

Read More »

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 6,42 მლნ ბარელით შემცირდა

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 6,42 მილიონი  ბარელით შემცირდა და შეადგინა 417,445 მლნ ბარელი. აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. ბენზინის მარაგები შემცირდა  1,86 მილიონი ბარელით  და შეადგინა  218,141 მლნ ბარელი. დისტილატების მარაგები შემცირდა 1,69 მილიონი  ბარელით  და შეადგინა  131,898 მლნ ბარელი. ნავთობის მოპოვება აშშ-ში კვირის განმავლობაში გაიზარდა 100 ათასი  ბარელით  და შეადგინა 10,1 ...

Read More »
დიდუბე-ჩუღურეთის აბონენეტების ნაწილს გაზმომარაგება შეეზღუდება

დიდ ბრიტანეთში გაზის მაღალი ფასების გამოორი ქარხანა დაიხურა

სასუქების მწარმოებელმა ამერიკულმა კომპანიამ CF Industries Holdings გამოაცხადა, რომ დიდ ბრიტანეთში ორ ქარხანას განუსაზღვრელი ვადით აჩერებს. ამის მიზეზი კი გაზზე მაღალი ფასები გახდა. ამის შესახებ კომპანიის ვებგვერდზეა ნათქვამი. ”ჩვენ ვაჩერებთ მუშაობას როგორც ბილინგემის, ასევე ინსის საწარმოო ობიექტებზე, გაზის მაღალი ფასების გამო. კომპანიას ჯერ არ შეუძლია, შეაფასოს დრო, როდის განაახლებს წარმოებას”, – ნათქვამია შეტყობინებაში. Bloomberg–ის ანალიტიკოსების აზრით, ამან შესაძლოა, გლობალურ ბაზარზე სასუქების ფასების ზრდა ...

Read More »

ენგურჰესის თაღოვანი კაშხლის ტერიტორიის მსოფლიო დონის ტურისტულ ატრაქციად ქცევის პროცესი დაიწყო!

მიმდინარე წლის 14 სექტემბერს, შპს ენგურის ტურისტული ცენტრის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, ნიკოლოზ ანთიძემ KOKO arhitektid-ის დამფუძნებელს ანდრუს კორესაარსა და ამავე კომპანიის წარმომადგენლებს უმასპინძლა. ვიზიტის ფარგლებში, პროექტის შესაბამისად, პირველად გამოიცადა ენგურჰესის კაშხლის ტურისტული მარშრუტი, რომელიც მოიცავს ენგურჰესის არქიტექტურული ღირსშესანიშაობების დათვალიერებასა და აღმოჩნას. მოგეხსენებათ, ენგურჰესის ტურისტულ ატრაქციად ქცევის საპროექტო დოკუმენტაცია 2017-2018 წლებში მომზადდა ესტონური არქიტექტურული კომპანიის KOKO arhitektid-ის მიერ. გვინდა აღვნიშნოთ, რომ ...

Read More »

ბუქარესტსა და რუმინეთში მაღალი დონის საინვესტიციო კონფერენცია Energy Week Black Sea გაიმართება

28-30 სექტემებრს, ბუქარესტსა და რუმინეთში, ჰიბრიდულ ფორმატში, მაღალი დონის საინვესტიციო კონფერენცია Energy Week Black Sea გაიმართება. Energy Week Black Sea- ზე საქართველოდან ერთ-ერთ სპიკერად წარმოდგენილია GREDA-ს აღმასრულებელი დირექტორი გიორგი აბრამიშვილი, რომელიც  საქართველოში ინვესტირების შესაძლებლობებსა და ჰიდრო პოტენციალზე  ისაუბრებს. საქართველოდან სპიკერად, ასევე, წარმოდგენილი იქნება საქართველოს  ენერგეტიკისა და წყარლმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) წევრი –  მაია მელიქიძე. #EWBS აერთიანებს სამთავრობო უწყებებს, რუმინეთის, ...

Read More »
ნამახვანჰესის კასკადის ინვესტორებმა პროექტის სამშენებლო ტერიტორია დაათვალიერეს და არსებულ კითხვებს უპასუხეს

სოციალური სამართლიანობის ცენტრი ნამახვანჰესის მშენებლობის ნებართვას საქალაქო სასამართლოში ასაჩივრებს

სოციალური სამართლიანობის ცენტრი ნამახვანი ჰესის მშენებლობის ნებართვას თბილისის საქალაქო სასამართლოში ასაჩივრებს. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ მშენებლობის ნებართვა ეკონომიკის სამინისტროს სსიპ ტექნიკური და ზედამხედველობის სააგენტომ 2020 წლის 22 აპრილს, საკანონმდებლო მოთხოვნების უხეში დარღვევებით, უსაფუძვლოდ გასცა. სოციალური სამართლიანობის ცენტრი მშენებლობის ნებართვის გაუქმებას და მშენებლობის პროცესის დაუყოვნებლივ შეჩერებას მოითხოვს.

Read More »