გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 6,42 მლნ ბარელით შემცირდა

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 6,42 მილიონი  ბარელით შემცირდა და შეადგინა 417,445 მლნ ბარელი. აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”.

ბენზინის მარაგები შემცირდა  1,86 მილიონი ბარელით  და შეადგინა  218,141 მლნ ბარელი.

დისტილატების მარაგები შემცირდა 1,69 მილიონი  ბარელით  და შეადგინა  131,898 მლნ ბარელი.

ნავთობის მოპოვება აშშ-ში კვირის განმავლობაში გაიზარდა 100 ათასი  ბარელით  და შეადგინა 10,1 მლნ ბარელი/დღე-ღამეში.

Leave a Reply