გერმანულმა გარემოსდაცვითმა ორგანიზაციამ Deutsche Umwelthilfe (DUH) კიდევ ერთი მოთხოვნა გაუგზავნა გადაზიდვისა და ჰიდროგრაფიის ფედერალურ ოფისს (BSH), რომელის მიხედვითაც ის ითხოვს შეაფასდეს Nord Stream 2 გაზსადენის გარემოზე შესაძლო ზეგავლენა და შეიცვალოს წინა გადაწყვეტილება. აღნიშნული განცხადება თავად აქტივისტებმა გაავრცელეს.
”DUH– მა გააპროტესტა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც მშენებლობისა და ექსპლუატაციის ნებართვების შეფასება არ არის საჭირო” – ციტირებს მათ TASS.
შეგახსენებთ, რომ მანამდე მსგავსი მოთხოვნები გარემოსდამცველებმა დეპარტამენტს წარუდგინეს ივნისში, თუმცა მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა.
ნინო სამადაშვილი