Author Archives: energy

ვინ ააშენებს ანაკლიის პორტს?

ვინ ააშენებს ანაკლიის პორტს?

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობისა და განვითარებაზე გამოცხადებულ  ინტერესთა გამოხატვაში მონაწილე 12 კომპანიიდან შვიდი კომპანია შეირჩა, რომელთა შორის გამარჯვებულიც მიმდინარე წლის სექტემბრამდე უნდა  გამოვლინდეს, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირმა ქავთარაძემ განაცხადა. „სამთავრობო კომისიის გადაწყვეტილებით, „მოკლე სიაში“ შესულ კომპანიებს გაეგზავნათ მოწვევა, რომ 16 აპრილს წარმოადგინონ  დამატებითი წინადადებები. ამის შემდეგ მოხდება 2–3 უპირატესი, საუკეთესო წინადადებების მქონე  კანდიდატის შერჩევა ...

Read More »
2016 წლისთვის საქართველოს პირველად ექნება ენერგეტიკული განვითარების გრძელვადიანი სტრატეგია

2016 წლისთვის საქართველოს პირველად ექნება ენერგეტიკული განვითარების გრძელვადიანი სტრატეგია

ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე 2014 წელს აჯამებს და მიმდინარე წლის პრიორიტეტებზე საუბრობს. როგორ აფასებთ გასულ წელს სამინისტროს მიერ შესრულებულ სამუშაოებს და ზოგადად ენერგეტიკის სექტორის განვითარებას, რა მოცულობის ინვესტიციები განხორციელდა და რომელ მსხვილ პროექტებს გამოარჩევდით? 2014 წელს ექსპლუტაციაში შევიდა 4 ჰიდროელექტროსადგური, მათ შორის არის 87 მგვტ დადგმული სიმძლავრის “ფარავან ჰესი”. ის პირველი მძლავრი ჰიდროელექტროსადგურია, რომელიც საქართველოში ბოლო 35 წლის განმავლობაში შევიდა ...

Read More »
2014 წლის ელექტროენერგიის ბალანსი

2014 წლის ელექტროენერგიის ბალანსი

ელექტროენერგიის მოხმარება: ელექტროენერგიის ბალანსი მონაცემებით, 2014 წელს ელექტროენერგიის მოხმარებამ 10170.1 მლნ.კვტ.სთ შეადგინა, რაც 5%-ით აღემატება 2013 წლის იმავე პერიოდის მოხმარებას — 9690.21 მლნ.კვტ.სთ-ს. ელექტროენერგიის ძირითად მომხმარებლებს წარმოადგენენ სადისტრიბუციო კომპანიები. 2014 წელს მათმა მოხმარებამ 8601 მლნ.კვტ.სთ შეადგინა (მოხმარების 85%), ხოლო პირდაპირმა მომხმარებლებმა 1553.7 მლნ.კვტ.სთ ელექტროენერგია მოიხმარეს (მოხმარების 15%). საქართველოში ყველაზე დიდი სადისტრიბუციო კომპანია არის “ენერგო-პრო ჯორჯია”. ის ყველაზე მეტ ენერგიას მოიხმარს ...

Read More »
საქართველოში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ენერგეტიკული ბალანსი შემუშავდა

საქართველოში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ენერგეტიკული ბალანსი შემუშავდა

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი მერი დაუშვილი და ენერგეტიკული კომპანიების წარმომადგენლები საქართველოს ენერგეტიკული ბალანსის შესახებ პრეზენტაციას დაესწრნენ – ამის შესახებ ინფორმაციას ენერგეტიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. 2013 წელს ენერგეტიკის სამინისტროს, სტატისტიკის ეროვნულ სამსახურსა და ევროკავშირის პროგრამა INOGATE-ს შორის ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს, რომლის მიხედვითაც მიღებულ იქნა ენერგეტიკის სტატისტიკის სამოქმედო გეგმა.  შესაბამისად საქსტატმა ენერგეტიკის სტა­ტის­ტი­კის განვითარებისა ...

Read More »
ანაკლიის პორტის ამშენებელი კონსორციუმი ზაფხულში გამოვლინდება

ანაკლიის პორტის ამშენებელი კონსორციუმი ზაფხულში გამოვლინდება

კონსორციუმი, რომელიც ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურს ააშენებს, 2015 წლის ზაფხულში გამოვლინდება. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობისა და ოპერირების შესახებ ინტერესთა გამოხატვის სამთავრობო კომისიამ,  12 მონაწილე მსხვილი კონსორციუმიდან მეორე ეტაპზე 7 გადაიყვანა. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობისა და ოპერირების შესახებ ინტერესთა გამოხატვის სამთავრობო კომისიამ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, 12 მონაწილე მსხვილი კონსორციუმიდან მეორე ეტაპზე 7 გადაიყვანა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მეორე ეტაპზე გადასულმა კომპანიებმა პორტის ...

Read More »
სახელმწიფომ კომპანია ფრონტერა მარაგების დამალვისათვის დააჯარიმა

სახელმწიფომ კომპანია ფრონტერა მარაგების დამალვისათვის დააჯარიმა

ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტომ  გაზის მომპოვებელი ამერიკული კომპანია „ფრონტერა“ დააჯარიმა. სააგენტოს ხელმძღვანელის გიორგი ტატიშვილის განცხადებით, გამოიწერა 1000 ლარის ოდენობის ჯარიმა, რომლის გადახდის ერთ თვიანი ვადა კომპანია „ფრონტერას“რამდენიმე დღეში ეწურება. ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოსა და ამერიკულ კომპანია „ფრონტერას” შორის კონფლიქტი რამდენიმე თვეა გრძელდება.  სახელმწიფო ფრონტერასაგან გაზის მარაგების შესახებ ანგარიშს ითხოვს, ფრონტერა კი ამ დოკუმენტაციის წარდგენაზე უარს აცხადებს, რის საფუძველზეც სახელმწიფომ ...

Read More »
სულხან ზუმბურიძე: დანგრეული ინფრასტრუქტურა დღეს თითქმის სრულად არის რეაბილიტირებული

სულხან ზუმბურიძე: დანგრეული ინფრასტრუქტურა დღეს თითქმის სრულად არის რეაბილიტირებული

ბოლო წლები „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისთვის“ ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი იყო. კომპანია განვითარების სრულიად ახალ ეტაპზე გადავიდა. დანგრეული ინფრასტრუქტურა, 30-40 წლის წინ აშენებული ელექტროგადამცემი ხაზები და ქვესადგურები, რომლებსაც არავითარი რეაბილიტაცია არ ჩატარებია, დღეს უკვე თითქმის სრულად არის რეაბილიტირებული. 2015 წელს კი „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ახალი მოწყობილობებით აღჭურვილი ქვესადგურების მფლობელი იქნება. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო „შავი ზღვის ელექტროგადამცემი ქსელის“ პროექტი, რომლის ანალოგი კავკასიის რეგიონში ...

Read More »
რევაზ არველაძე: საქართველო ელექტროენერგიის ექსპორტიორი ვერ გახდება

რევაზ არველაძე: საქართველო ელექტროენერგიის ექსპორტიორი ვერ გახდება

საქართველო ელექტროენერგიის ექსპორტიორი ქვეყანა მანამდე იქნება, ვიდრე ქვეყნის ეკონიმიკა ზრდის არსებულ ტემპს შეინარჩუებს – ეს განცხადება ენერგეტიკის აკადემიის პრეზიდენტმა რევაზ არველაძემ “ექსპო ჯორჯიაში” მიმდინარე კონფერენციაზე გააკეთა. კონფერენცია “Elcomm Caucasus”-ი “ექსპო ჯორჯიაში” 12 ნომბერს გაიხსნა და 14 ნოემბერს დასრულდება. ენერგეტიკის აკადემიის პრეზიდენტი არ ეთანხმება მთავრობის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ საქართველო ელექტროენერგიის ექასპორტიორი ქვეყანა გახდება და 20 წელიწადში განვითარებული ქვეყნის სტატუსს მიიღებს: ...

Read More »
ზაჰესი თბილისს საფრთხეს უქმნის?!

ზაჰესი თბილისს საფრთხეს უქმნის?!

“18 მეტრ სიმაღლეზე დაგუბებული წყალი თუ გაგვექცა, ელიავას ბაზრობას ორი მეტრი სიმაღლის ტალღა გადაუვლის” ზაჰესის ყოფილი თანამშრომელი ვლადიმერ ნაირაშვილი რამდენიმე წელია, ხელისუფლებას სთხოვს, შეიქმნას სპეციალური კომისია, რომელიც ზაჰესის ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის მდგომარეობას შეისწავლის. ის ამბობს, რომ კაშხალი 1987 წლის წყალდიდობის შედეგად დაზიანდა. მართალია, შეაკეთეს, მაგრამ იმის გამო, რომ ბოლო 30 წლის განმავლობაში ჰესის სრულფასოვანი რეაბილიტაცია არ მომხდარა, ნაგებობა უმძიმეს მდგომარეობაშია. ვლადიმერ ...

Read More »
"ხუდონჰესის" ინვესტორი - გარწმუნებთ, პროექტი საერთაშორისო სტანდარტების დაცვით განხორციელდება

ხუდონჰესის ინვესტორი – გარწმუნებთ, პროექტი საერთაშორისო სტანდარტების დაცვით განხორციელდება

“ხუდონჰესის” პროექტის განმახორციელებელი კომპანიის “ტრანს ელექტრიკა ჯორჯიას” ინვესტორები მოჰინდერ ვერმა და ბუპენდრა კანსაგრა დღეს მასმედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე ინდოელმა ინვესტორებმა საკუთარ გამოცდილებასა და “ხუდონის” პროექტით დაინტერესების მიზეზებზე იმსჯელეს. მათი განცხადებით, ჰიდროენერგია, როგორც ყველაზე სუფთა, ეფექტური და ეკოლოგიურად უსაფრთხო ენერგიის წყარო, იდეალურ განახლებად საწვავად არის მიჩნეული. “მე 60-წლიანი გამოცდილების მქონე კომპანიის მფლობელი ვარ. ამ 60 წლის განმავლობაში, 30-მდე ნაგებობის მშენებლობა გვაქვს ...

Read More »