ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტომ გაზის მომპოვებელი ამერიკული კომპანია „ფრონტერა“ დააჯარიმა. სააგენტოს ხელმძღვანელის გიორგი ტატიშვილის განცხადებით, გამოიწერა 1000 ლარის ოდენობის ჯარიმა, რომლის გადახდის ერთ თვიანი ვადა კომპანია „ფრონტერას“რამდენიმე დღეში ეწურება.
ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოსა და ამერიკულ კომპანია „ფრონტერას” შორის კონფლიქტი რამდენიმე თვეა გრძელდება. სახელმწიფო ფრონტერასაგან გაზის მარაგების შესახებ ანგარიშს ითხოვს, ფრონტერა კი ამ დოკუმენტაციის წარდგენაზე უარს აცხადებს, რის საფუძველზეც სახელმწიფომ კომპანია დააჯარიმა.
ტატიშვილი აცხადებს, რომ თუ „ფრონტერა“ არ გადაიხდის ჯარიმას, საქმე აღსრულების ეროვნულ ბიუროს გადაეცემა, რომელიც უკვე თავისი ბერკეტებით მოახდენს კომპანიისგან ბიუჯეტში ჯარიმის მობილიზებას.
ტატიშვილს არ აქვს ინფორმაცია აპირებს თუ არა ამერიკული კომპანია „ფრონტერა“ ჯარიმის გადახდას, თუმცა აცხადებს, რომ სააგენტოს მიზანი არა ჯარიმის ამოღება, არამედ ანგარიშის მიღებაა. „ჩვენ როგორც სახელმწიფომ, როგორც რესურსის მფლობელმა უნდა ვიცოდეთ რა მარაგია“–აცხადებს ტატიშვილი.
მისივე ინფორმაციით, თუ კომპანიის მიერ არ მოხდება ანგარიშის წარმოდგენა, შესაძლოა სახელმწიფომ „ფრონტერას“ წინააღმდეგ სასამართლოსაც მიმართოს.
აპირებს თუ არა ამერიკულიკომპანია „ფრონტერა“ 1000 ლარიანი ჯარიმის გადახდას ან აპირებს თუ არა ამ ჯარიმის სასამართლოში გასაჩივრებას, “კომერსანტი“ ამის გარკვევსაც შეეცადა, თუმცა „ფრონტერაში“ აღნიშნულ საკითხთან დაკავშრებით კომენტარს არ აკეთებენ.
ამერიკულ „ფრონტერას” მარაგების ანგარიში 1 ივნისამდე უნდა წარედგინა, რაც არგაუკეთებია.
ივნისში „ფრონტერამ” საგარეჯოს რაიონში 42 მილიარდი კუბური მეტრის ბუნებრივი გაზისგეოლოგიური მარაგის აღმოჩენის შესახებ რამდენიმე განცხადება გააკეთა. თუმცა, “ფრონტერას” მწარე ხევზე მოპოვებული გაზის ტრანსპორტირებისათვის ნავთობისა და გაზისსააგენტომ ტრანსპორტირების ლიცენზია ორი თვის წინ მისცა, ხოლო ლიცენზიისგაცემისთვის საჭირო დოკუმენტაციაში გაზის ამოსაღები მარაგის მოცულობად 23 მილიონიკუბური მეტრია მითითებული.
რამდენიმე თვის წინ კომპანია „ფრონტერაში“ აცხადებდნენ, რომ მისი ძირითადი წილობრივი განაწილების კონტრაქტი, რომელიც 1996 წელს გაფორმდა, არ განსაზღვრავს მის ვალდებულებას წარადგინოს მარაგების ანგარიში. ტატიშვილის განცხადებით, კი „ფრონტერასათვის“ მარაგების შესახებ ანგარიშის წარდგენა სავალდებულოა და ამისარგუმენტად ნორმატიულ აქტს ასახელებს.