Author Archives: energy

“ნაფტოგაზის” დირექტორი: აშშ-ს სანქციებმა შესაძლოა შეაჩეროს Nord Stream 2-ის ფუნქციონირება

აშშ-ს ახალმა სანქციებმა შესაძლოა ხელი შეუშალოს Nord Stream 2 გაზსადენის ფუნქციონირებას, მიიჩნევს “ნაფტოგაზის” ხელმძღვანელი იური ვიტრენკო. “თუ აშშ-ს მთავრობა სანქციებს დააწესებს, ჩვენ გვჯერა, რომ ევროპული კომპანიები არ შეიძენენ ბუნებრივ აირს აღნიშნული მილსადენით და შესაბამისად, Nord Stream 2-ც არ იმუშავებს” – განაცხადა ვიტრენკომ YES Brainstorming ფორუმზე. მან ასევე აღნიშნა, რომ დიდი ხნის განმავლობაში აშშ-ს სანქციებმა შეძლო ხსენებული მილსადენის მშენებლობის შეფერხება. შეგახსენებთ, ...

Read More »

აზერბაიჯანული ნავთობის ფასმა 73 აშშ დოლარს გადააჭარბა

“Azeri LT CIF”-ის ნედლ ნავთობზე, რომელსაც აზერბაიჯანი მსოფლიო ბაზარს აწვდის, ფასი 0,08 აშშ დოლარით (0,11%) გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული report იუწყება. Azeri Light-ის მარკის ერთი ბარელი ნავთობის ფასი ამ დროისათვის 73,41 აშშ დოლარს შეადგენს. ცნობისთვის, ყველაზე დაბალი ფასი, 2020 წლის 21 აპრილს დაფიქსირდა, იმ დროისთვის 1 ბარელი “Azeri LT CIF”-ის ნედლი ნავთობი 15,81 აშშ დოლარი ღირდა, ხოლო მაქსიმალური ფასი 2008 ...

Read More »

ევროპაში გაზის ფასი უკვე 710 დოლარს აჭარბებს

ევროპის ფიუჩერსულ ბაზარზე გაზის ფასი ისტორიულ მაქსიმუმს აღწევს და ათას კუბურ მეტრზე მისი ღირებულება 710 აშშ დოლარს აღემატება. ამრიგად, სექტემბრის ფიუჩერსული კონტრაქტის ღირებულება ნიდერლანდებში TTF-ზე ათას კუბურ მეტრზე დაახლოებით 710,07 აშშ დოლარს შეადგენს. შეგახსენებთ, რომ ამჟამად ევროპულ მიწისქვეშა გაზსაცავებში (UGS) შენახულია 10-15 მილიარდ კუბური მეტრი ბუნებრივი აირი, იმაზე გაცილებით ნაკლები ვიდრე საჭიროა კომფორტული ზამთრის სეზონისთვის, განაცხადა Fitch-ის ბუნებრივი რესურსებისა და ...

Read More »

ნარმანია: “თელასსა” და “თელმიკოს” დარიცხვების დაკორექტირების ვადა 12 სექტემბერს ეწურებათ

„თელასმა“ და „თელმიკომ“ მომხმარებლებზე ზედმეტად დარიცხული თანხები 12 სექტემბრამდე უნდა დააკორექტირონ. როგორც სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ „ბიზნეს ფორმულას“ ეთერში განაცხადა, კომპანიებს საკმარისი დრო ჰქონდათ იმისთვის, რომ მომხმარებელთა ქვითრებში ელექტროენერგიის საფასური სწორად ყოფილიყო მითითებული და არსებული პრობლემა კომპანიების არასწორ მენეჯმენტს უკავშირდება. „ჩემი აზრით, მთავარი პრობლემა იყო კომპანიების არასწორი მენეჯმენტი და  ადმინისტრირება. მე ამას რუსულ მენეჯმენტს ვეძახი, რომელიც არანაირი მართვისა და სწორი ...

Read More »
საქართველოში ჰაერის დაბინძურების მაღალი დონე სატრანსპორტო სისტემის გაუმართაობითაა განპირობებული

ნიუ-იორკის შტატში 2035 წლიდან ბენზინის ავტომობილების გაყიდვა აიკრძალება

ნიუ-იორკის გუბერნატორმა ქეთი ჰოჩულმა ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომელიც  შიდა წვის ძრავიანი ახალი ავტომობილების გაყიდვას კრძალავს. ეს ეხება მსუბუქ მანქანებს, ჯიპებს და  მსუბუქ სატვირთო მანქანებს. აღნიშნული კანონი 2035 წლიდან ამოქმედდება. სახელმწიფო სენატორის პიტ ჰარჰემის მიერ შემოღებული კანონპროექტი ასევე მოითხოვს, რომ 2045 წლისთვის ნიუ იორკში გაყიდული ყველა ახალი საშუალო და მძიმე სატვირთო მანქანა იყოს ნულოვანი გამონაბოლქვის. ნიუ-იორკის გარემოს დაცვის დეპარტამენტის ვებგვერდის თანახმად, ნულოვანი გამონაბოლქვიანი მანქანები მოიცავს ბატარეის მანქანებს, დანამატ ჰიბრიდებს ...

Read More »

ნათია თურნავა: გურიაში აქტიურად ვაგრძელებთ როგორც გაზიფიცირების პროცესს, ასევე ეკო და აგროტურიზმის ხელშეწყობის პროგრამებს

მინისტრის ინფორმაციით, გურიაში აქტიურად მიმდინარეობს გაზიფიკაცია და ორმოცამდე დასახლებული პუნქტი, სადაც დაახლოებით 17 000 ოჯახი ცხოვრობს, მიმდინარე სამწლიან პერიოდში გაზიფიცირდა. „ამ ოჯახების უმეტესობა ან უკვე სარგებლობს ბუნებრივი აირით, ან ქსელზე დაერთდება ამ დღეებში. გაზიფიცირების პროცესს ვაგრძელებთ და მოსახლეობას მივეცით პირობა, რომ უახლოესი სამწლიანი გეგმის ფარგლებში, მაგალითად, ოზურგეთის, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში სოფლები ასი პროცენტით იქნება გაზიფიცირებული. ასევე ძალიან აქტიურად გავაგრძელებთ სამუშაოებს ჩოხატაურის ...

Read More »
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის გავლით ტრანსპორტირებული ნავთობის მოცულობა გაიზარდა

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით თურქმენული ნავთობის მიწოდება გაიზრდება

აზერბაიჯანული სახელმწიფო კომპანია SOCAR და საერთაშორისო ტრიდერი Vitol ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მილსადენით თურქმენული ნავთობის ტრანსპორტირებაზე შეთანხმდნენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს. “SOCAR და Vitol შეთანხმდნენ წელიწადში დაახლოებით 1 მილიონი ტონა თურქმენული ნავთობის ტრანსპორტირება განახორციელონ BTC მილსადენით. მიწოდება დაიწყება ოქტომბერში” – აცხადებს საინფორმაციო სააგენტო. SOCAR–მა ადრე განაცხადა, რომ ის ცდილობს გაზარდოს ნავთობის მიწოდება მთავარი საექსპორტო მილსადენით, რუსეთიდან და თურქმენეთიდან მომწოდებლების მოზიდვით. Vitol-ის ...

Read More »

საფრანგეთში წყალბადზე მომუშავე მატარებელი გამოჩნდა

საფრანგეთში პირველად დაიძრა წყალბადზე მომუშავე სამგზავრო მატარებელი, – ამის შესახებ France 24 წერს. ქვეყნის ტრანსპორტის მინისტრის შეფასებით, ეს მწვანე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომავალია. მატარებელი ფრაგულმა Alstom-მა ააგო. ამ კომპანიის მიერ წარმოებული მატარებელი უკვე მოძრაობს გერმანიაში. მისი აღჭურვილობა წყალბადისა და ჟანგბადის კომბინაციას ელექტროენერგიად გარდაქმნის. ამ პროცესის შედეგად მიღებული ერთადერთი გამონაბოლქვი წყლის ორთქლი და წყალია. საფრანგეთს კომპანიისთვის კიდევ 14 ასეთი მატარებელი აქვს დაკვეთილი.

Read More »

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 1.53 მლნ ბარელით შემცირდა

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 1.53 მილიონი  ბარელით შემცირდა და შეადგინა 423.867 მლნ ბარელი. აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციაზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. ბენზინის მარაგები შემცირდა  7.22 მილიონი ბარელით  და შეადგინა  219.999 მლნ ბარელი. დისტილატების მარაგები შემცირდა 3,14 მილიონი  ბარელით  და შეადგინა  133.586 მლნ ბარელი. ნავთობის მოპოვება აშშ-ში კვირის განმავლობაში გაიზარდა 100 ათასი  ბარელით  და შეადგინა 11,3 ...

Read More »

ავსტრიაში ელექტრო და ჰიბრიდულმა ავტომობილებმა საწვავზე მომუშავე მანქანების რაოდენობას გადააჭარბა

2021 წლის აგვისტოში ავსტრიაში ახლადრეგისტრირებული ელექტრო და ჰიბრიდული ავტომობილების რაოდენობამ ბენზინისა და დიზელის მანქანების წილს გადააჭარბა. ამის შესახებ ავსტრიის სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებშია ნათქვამი. რეგისტრირებულ მანქანებს შორის, ელექტრომობილებისა და ჰიბრიდების საერთო რაოდენობამ 42.2% შეადგინა. ავტომობილები, რომლებიც საწვავად ბენზინს იყენებენ, 35,1%-ია, ხოლო დიზელის მანქანების წილი – 22.7%. ქვეყანაში ალტერნატიული ენერგოწყაროს ავტომობილების წილი გასული წლის განმავლობაში გაორმაგდა. თუმცა, ახალი ავტომობილების მფლობელთა რიცხვმა იკლო. ...

Read More »