აზერბაიჯანული სახელმწიფო კომპანია SOCAR და საერთაშორისო ტრიდერი Vitol ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მილსადენით თურქმენული ნავთობის ტრანსპორტირებაზე შეთანხმდნენ.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
“SOCAR და Vitol შეთანხმდნენ წელიწადში დაახლოებით 1 მილიონი ტონა თურქმენული ნავთობის ტრანსპორტირება განახორციელონ BTC მილსადენით. მიწოდება დაიწყება ოქტომბერში” – აცხადებს საინფორმაციო სააგენტო.
SOCAR–მა ადრე განაცხადა, რომ ის ცდილობს გაზარდოს ნავთობის მიწოდება მთავარი საექსპორტო მილსადენით, რუსეთიდან და თურქმენეთიდან მომწოდებლების მოზიდვით.
Vitol-ის გადაწყვეტილება სავარაუდოდ განპირობებულია იმით, რომ BTC ეფექტურად უზრუნველყოფს მაღალ რენტაბელურობას. აზერბაიჯანის ნავთობსადენი კარგად ინარჩუნებს მსუბუქი თურქმენული ნავთობის ხარისხს.
ნინო სამადაშვილი