Author Archives: energy

აფბა: გვაქვს გონივრული ეჭვი, რომ სსე-ს მიერ ინფორმაციის დამალვა კავშირშია კომპანიაში პროკურატურის შესვლასთან

არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ ეხმიანება „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში“ (სსე) პროკურატურის შესვლის საკითხს და აცხადებს, რომ ეს ამბავი პირდაპირ არის დაკავშირებული სსე-ს მიერ ორგანიზაციისთვის ინფორმაციის დამალვასთან. აფბას განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში“ პროკურატურაა შესული და იკვლევს საერთაშორისო პროექტების მიმდინარეობას. საგამოძიებო ქმედებების დაწყებაზე პროკურატურას თავად კომპანიის მენეჯმენტმა მიმართა. აღსანიშნავია, რომ პროკურატურის შესვლამდე რამდენიმე კვირით ადრე ...

Read More »

კიბერშეტევის შემდეგ, აშშ-ის უდიდესმა გაზსადენმა მუშაობა განაახლა

აშშ-ში უდიდესმა გაზსადენმა მუშაობა განაახლა. კომპანია Colonial Pipeline-მა, რომელიც ნიუ-იორკისა და ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილისთვის საწვავის მთავარი წყაროა, საწვავის გადაზიდვა უკვე დაიწყო, თუმცა უცნობია, ზუსტად რა დრო დასჭირდება მიწოდების ჩვეულ ტემპზე დასაბრუნებლად.  აშშ-ის ენერგეტიკის მდივანმა ჯენიფერ გრანჰოლმმა განაცხადა, რომ მუშაობის განახლების შემდეგ, მიწოდების სრულად აღდგენას რამდენიმე დღე დასჭირდება. “ნაკადების განახლება პირველი ნაბიჯია, მაგრამ მას მოჰყვება ბენზინგასამართი სადგურების შევსება. Colonial pipeline-ს მუშაობის განახლება კრიზისის ...

Read More »

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 0,43 მლნ ბარელით შემცირდა

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 0,43 მილიონი  ბარელით შემცირდა და შეადგინა 484,691 მლნ ბარელი – აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაცაზე დაყრდნობით, იუწყება “საქართველოს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა” კავშირი” ბენზინის მარაგები გაიზარდა 0,38 მილიონი ბარელით  და შეადგინა  236,189 მლნ ბარელი. დისტილატების მარაგები შემცირდა 1,73 მილიონი  ბარელით  და შეადგინა 134,419 მლნ ბარელი.ნავთობის იმპორტი აშშ-ში კვირის განმავლობაში შემცირდა 1 მლნ ბარელით/დღე-ღამეში 4,9 მლნ ბარელამდე/დღე-ღამეში.

Read More »

“როგორ უნდა მოხდეს საწვავის ფასის დაწევა?”

“საქართველოში საწვავი ეღირება საშუალოდ 70 თეთრით იაფი” – თუ როგორ უნდა მოხდეს საწვავის ფასის დაწევა, ამის შესახებ ეკონომისტი ოთარ აბესაძე საკუთარ “ფეისბუკ” გვერდზე წერს. მის პოსტს უცვლელად გთვაზობთ: როგორ უნდა მოხდეს საწვავის ფასის დაწევა! საერთაშორისო ბაზრებზე ნედლი ნავთობის ფასი გაიზარდა. გაიზარდა საერთაშორისო გადაზიდვების (ტექნიკა, ტანსაცმელი და ა.შ. მათ შორის ნედლი ნავთობის) ღირებულებაც. გაუფასურებული ლარი. ნედლ ნავთობზე ვაჭრობა ხდება დოლარზე. ამ ...

Read More »

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებმა კარავი ENKA-ს ბაზასთან, ტვიშშიც გაშალეს

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე აქტივისტებმა პროტესტის ნიშნად რიონის ხეობაში დღეს კიდევ ორი კარავი გაშალეს. მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ აქტივისტმა ვარლამ გოლეთიანმა „პუბლიკას“ უთხრა, რომ ერთი კარავი ისევ სოფელ გუმათში გაიშალა, ხოლო კიდევ ერთი კარავი სოფელ ტვიშში, ჰესის ინვესტორ კომპანია ENKA-ს ბაზასთან. გოლეთიანის განმარტებით, ტვიშში გაშლილი კარავი ENKA-ს მანქანებისთვის საპროექტო ტერიტორიიდან წამოსასვლელ გზას ჩაკეტავს, ხოლო გუმათში გაშლილი კარვებით კომპანიის ტრანსპორტის გადაადგილებას გუმათიდან რიონის ...

Read More »
ნამახვან ჰესების კასკადზე ინტერესთა გამოხატვის ვადა გახანგრძლივდა

ENKA: მითი vs რეალობა

“ნამახვანჰესის” პროექტის დეველოპერმა ENKA Renewables-მა 433-მეგავატიანი ჰიდროელექტროსადგურის შესახებ საზოგადოებაში არსებული მითების გაქარწყლებისთვის პრეზენტაცია გამართა. კომპანიის განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ რიონის ხეობის ფართობის ნახევარი მათ გადაეცათ. სინამდვილეში ჰიდროელექტროსადგური რიონის ხეობის ფართობის 2.9%-ზე შენდება. კომპანიის განცხადებითვე, ასევე სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ პროექტის მშენებლობისას დასაქმებულთა უმეტესობა თურქეთის მოქალაქე იქნება, მაშინ როდესაც პროექტის მშენებლობის ფაზაზე 1600 ადამიანი ...

Read More »

ენგურჰესის ენერგიის დე ფაქტო აფხაზეთთან გაყოფა 60/40-ზე პრინციპის მკაცრი დაცვით უნდა მოხდეს – აფბა

არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ფინანსისტა და ბიზნესმენთა ასოციაციამ“ საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მოუწოდა, ოფიციალურად დააფიქსიროს პოზიცია, თუ რა პრინციპით უნდა მოხდეს ენგურჰესისა და ვარდნილჰესების მიერ გამომუშავებული ენერგიის გაყოფა ოკუპირებულ აფხაზეთთან. ცნობილია, რომ 1 მაისს ენგურჰესის რამდენიმეთვიანი რეაბილიტაციის პროცესი დასრულდა და ჰიდროელექტროსადგური მუშაობას შეუდგა. როგორც აფბას ხელმძღვანელი გიორგი კაპანაძე აცხადებს, აუცილებელია ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან მოხდეს ოფიციალური პოზიციის დაფიქსირება, იქნება თუ არა მკაცრად დაცული ...

Read More »

“საზოგადოებას ნამახვანჰესზე ისე უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია, რომ მითების ადგილი აღარ დარჩეს”

კომპანია Enka Renewables ნამახვანი ჰესის პროექტთან დაკავშირებით ყველა დაინტერესებულ პირს დისკუსიაში ჩართვისკენ მოუწოდებს. პროექტის ქართველი დირექტორი, მერაბ ლომინაძე მიიჩნევს, რომ არსებული რთული ვითარებიდან ერთადერთი გამოსავალი მხოლოდ დიალოგია. „ჩვენი ვალდებულებაა, რომ საზოგადოებას სრულად და ჯეროვნად გავაცნოთ ეს პროექტი და ობიექტურად მივაწოდოთ ინფორმაცია. ეს იმისთვის, რომ აღარ დარჩეს ადგილი მითებისა და სპეკულირებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ამ საინფორმაციო კამპანიაში ჩაერთოს საზოგადოების ყველა ჯგუფი. ჩვენ ...

Read More »

STUCKY ნამახვანზე: კაშხალი უსაფრთხოა, მისი დიზაინი შემუშავებულია საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით

ნამახვანი ჰესის პროექტთან დაკავშირებული კვლევების ხელახლა შესწავლის პროცესში აქტიურადა ჩართული შვეიცარული საპროექტო კომპანია „შტუკი“. კომპანიის ექსპერტები საქართველოში არიან და ჰესის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს თვალს ადევნებენ. „შტუკის“ წარმომადგენელი, პაბლო რენესალ გარსია აცხადებს, რომ ნამახვანის ჰესის მთავარი კაშხალი უსაფრთხოა და ის სრულიად შეესაბამება მსოფლიოს დიდი კაშხლების აღიარებულ სტანდარტებს. „ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ კაშხალი უსაფრთხოა. მისი დიზაინი შემუშავებულია საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით, საერთაშორისო ...

Read More »
"ტესლას" ახალი ელექტრომობილი ერთჯერადად 320 კილომეტრს გაივლის

Tesla-მ ჩინეთში გაფართოების გეგმები შეაჩერა

Reuters-ის ცნობით, Tesla-მ შანხაიში მიწის ყიდვის გეგმა ჩინეთსა და აშშ-ს შორის სავაჭრო დაძაბულობის გამო შეაჩერა. ჩინეთიდან იმპორტირებულ ელექტრომობილებზე აშშ-ს 25%-იანი საბაჟო ტარიფი, რომელიც აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის დროს დაწესდა ნიშნავს, რომ Tesla-ს თავისი გლობალური წარმოების პროპორციის შემცირება მოუწევს, რომელიც აქამდე ჩინეთში წარმოებაზე იყო გათვლილი. ავტომობილების მწარმოებელი შანხაიში Model 3-ის წარმოებასა და სხვა ბაზრებზე ექსპორტირებას განიხილავდა, მათ შორის აშშ-ში. დაძაბულობის ...

Read More »