გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 0,43 მილიონი ბარელით შემცირდა და შეადგინა 484,691 მლნ ბარელი – აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაცაზე დაყრდნობით, იუწყება “საქართველოს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა” კავშირი”
ბენზინის მარაგები გაიზარდა 0,38 მილიონი ბარელით და შეადგინა 236,189 მლნ ბარელი.
დისტილატების მარაგები შემცირდა 1,73 მილიონი ბარელით და შეადგინა 134,419 მლნ ბარელი.
ნავთობის იმპორტი აშშ-ში კვირის განმავლობაში შემცირდა 1 მლნ ბარელით/დღე-ღამეში 4,9 მლნ ბარელამდე/დღე-ღამეში.