Author Archives: energy

როგორ დგება ელექტროენერგიის ფასი და რატომ ითხოვს "თელასი" ტარიფის ზრდას?!

ნეტო აღრიცხვის პროგრამას აქვს პოტენციალი განახლებადი ენერგიების წახალისება და ათვისება მოახდინოს

რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „პროფესიონალები“  სემეკის ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის დირექტორის პირველმა მოადგილემ ზვიად გაჩეჩილაძემ ლიბერალური ელექტრო ენერგეტიკული ბაზრის პირობებში აღრიცხვის პოლიტიკის განვითარებაზე ისაუბრა. მისი თქმით, ნეტო აღრიცხვა მასიურად ხელმისაწვდომი პროგრამაა, რომელსაც აქვს პოტენციალი, რომ როგორც მცირე კომერციულ და საშუალო ბიზნესისთვის, ასევე საყოფაცხოვრებო სუბიექტებისთვის განახლებადი ენერგიების წახალისება და ათვისება მოახდინოს. „საკანონმდებლო დონეზე ტერმინი ნეტო აღრიცხვა არ გამოიყენება, ის არის სხვადასხვა რეგულაციების და ტერმინოლოგიის ...

Read More »

ნავთობის ფასი შემცირდა

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, 2021 წლის  13 მაისის   ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  67,05 (-  2,27) დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  63,82 (- 2,27)  დოლარი/ბარელზე.

Read More »
თბილისში ბუნებრივი გაზის მკვეთრი სუნი გაზის ჭარბმა ოდორიზებამ გამოიწვია

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში გაზიფიცირებისთვის საჭირო სამუშაოები დაასრულა

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ, აჭარაში, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ალამბარსა და მუხაესტატეში გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოები დაასრულა. პროექტის ფარგლებში აშენდა 83 294 გრძივი მეტრი გაზსადენი, რომლის საშუალებითაც 947 ოჯახი შეძლებს ბუნებრივი გაზით სარგებლობას. სამუშაოების ღირებულებამ 3 083 678 ლარი შეადგინა. 2019-2021 წლების გაზიფიცირების მასშტაბური გეგმის ფარგლებში, აჭარის რეგიონში ბუნებრივი გაზის ინფრასტრუქტურის გაყვანის სამუშაოები 38 სოფელში განხორციელდა. აშენდა 638 408 გრძივი მეტრი ...

Read More »

უნგრეთი კრიპტო შემოსავლებზე გადასახადს 50%-ით ამცირებს

მომავალი წლიდან უნგრეთი კრიპტოვალუტის შემოსავალზე გადასახადის 50%-ით შემცირებას გეგმავს, რათა ხელი შეუწყოს ინვესტორებს ღიად დააფიქსირონ შემოსავალი ისეთი ციფრული სიმბოლოებით ვაჭრობისას, როგორიცაა ბიტკოინი. მთავრობამ განაცხადა, რომ ამგვარი მოგების განაკვეთს 2022 წლიდან 30.5% -დან 15%-მდე შეამცირებს. არსებობს ეჭვი, რომ ინვესტორები კრიპტო შემოსავლებს უფრო მაღალი გადასახადის გამო ოფიციალურად არ აფიქსირებენ, ახალი პოლიტიკა ამის წინააღმდეგაა მიმართული. მსოფლიოს მთავრობები მსჯელობენ, როგორ უნდა მოწესრიგდეს ციფრული აქტივების ...

Read More »

ჯო ბაიდენმა ამერიკულ ნავთობსადენზე თავდასხმაში რუსი ჰაკერები დაადანაშაულა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ამერიკულ ნავთობსადენზე თავდასხმაში რუსი ჰაკერები დაადანაშაულა. ამავე დროს, აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ჰაკერები არ არიან დაკავშირებული რუსეთის ხელისუფლებასთან. ბაიდენის განცხადებით, აშშ-ის აქვს მყარი მტკიცებულებები, რომ კიბერდამნაშავეები რუსეთში ცხოვრობენ. ნავთობსადენ „ქოლონიალ ფაიფლაინზე“ კიბერთავდასხმა 8 მაისს განხორციელდა, რის გამოც აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროზე საწვავის დეფიციტი შეიქმნა. ამერიკული სპეცსამსახურები ამტკიცებენ, რომ ნავთობსადენს თავს ჰაკერული დაჯგუფება „დარქსაიდის“ წევრები დაესხნენ თავს. ჰაკერებმა ...

Read More »

გუშინ გუმათჰესთან მცირე შეხლა-შემოხლას ჰქონდა ადგილი

facebook-ჩართვაში მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის” აქტივისტი მაკა სულაძე ამბობს, რომ მრევლს თამარობის დღესასწაულთან დაკავშირებით სოფელ ოფურჩხეთში თამარ მეფის სახელობის ეკლესიაში წირვაზე დასასწრებად გადასვლა უნდოდა, თუმცა პოლიციამ ამის შესაძლებლობა არ მისცა. „აქ არის მოძღვარი, რომელსაც ევალება ამ ტერიტორიაზე წირვა-ლოცვის ჩატარება, მიდის ოფურჩხეთში თამარ მეფის სახელობის ეკლესიაში წირვის ჩასატარებლად, მივყვებით მრევლი და აქ ჩვენი პოლიცია გვეუბნება, რომ მრევლსა და მოძღვარს არ გაგვიშვებს, ...

Read More »

კარაგანდაში შპს „ქაზ კარბონის“ კუთვნილი ახალი ნახშირის გამამდიდრებელი ფაბრიკა გაიხსნა

2021 წლის 12 მაისს ქალაქ კარაგანდაში წარმოებაში ოფიციალურად ჩაეშვა ახალი ნახშირგამამდიდრებელი ფაბრიკა რომელსაც დსთ-ს მასშტაბით ანალოგი არ აქვს. გახსნის საზეიმო ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ მინისტრის მოადგილემ რომან სკლიარმა. ინოვაციური საწარმო აშენდა „ყაზახეთის განვითარების ბანკის“ ფინანსური მხარდაჭერით. უნიკალური ტექნოლოგიების გამოყენებით, რომელიც საშუალებას იძლევა მაქსიმალურად გამოარჩიოს სასარგებლო მინერალები ნედლეულის მთლიანი ქანების მასისაგან. საწარმო საშუალებას იძლევა ნედლი ქვანახშირში ნაცრის შემცველობა 15%-დან გამდიდრების შედეგად დაიყვანოს 2-3%-მდე. მთელი პროცესი მიმდინარეობს დახურულ ...

Read More »

EBRD-ის რეგიონული დირექტორი: საქართველომ მზისა და ქარის სადგურებთან ერთად, ჰესებიც უნდა განავითაროს

საქართველო საკუთარი ჰიდროენერგეტიკული რესურსების მხოლოდ 20%-ს იყენებს, – აღნიშნავს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონული დირექტორი კავკასიაში კატარინა ბიორლინ ჰანსენი ვიდეოპოსტში, რომელიც სოციალურ ქსელ ფეისბუქზე არსებულ გვერდზე „ენერგომომავალი“ გამოქვეყნდა. აღნიშნული ელექტრონული პლატფორმა მოწოდებულია, დააკმაყოფილოს ფეისბუქის ქართულენოვან მომხმარებელთა ინტერესი ენერგეტიკის სექტორის შესახებ, მათ შორის, საქართველოს ენერგეტიკის ისტორიის, მიმდინარე ტენდენციებისა და ენერგეტიკული ობიექტების შესახებ, რომლებიც ქვეყანაში უკვე ფუნქციონირებს, ან სამომავლოდ იგეგმება ...

Read More »

“ენკას” ადმინისტრაციული დირექტორი: ჩნდება ეჭვი, რომ არსებობენ ჯგუფები, რომლებიც ჰესების განვითარების საწინააღმდეგო კამპანიას აწარმოებენ

“პროექტთან მიმართებით ძალიან ბევრი დეზინფორმაცია გავრცელდა, შესაბამისად, საჯაროდ დიდი პროტესტი გამოიწვია, ამიტომ, კომპანიის სურვილია და ეს საინფორმაციო კამპანიაც ამას ემსახურება, რომ ადამიანებამდე, ვისაც ნამდვილად აღელვებთ პროექტის განხორციელების კანონიერება და უსაფრთხოება, მივიდეს სწორი ინფორმაცია”, – ამის შესახებ კომპანია “ენკას” ადმინისტრაციულმა დირექტორმა, ელენე ღუბიანურმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ნამახვანჰესთან დაკავშირებით კომპანიის ყველა დოკუმენტი საჯაროა. ამის მიუხედავად, საზოგადოების ნაწილისთვის ფაქტებს მნიშვნელობა არ აქვს, ...

Read More »

“ნამახვანჰესის პროექტი არის საქართველოს ჰიდროენერგეტიკაში ერთ-ერთი ყველაზე კარგად შესწავლილი”

“კომპანიის მენეჯმენტს ძალიან კარგად აქვს გაცნობიერებული ის ვალდებულება, რომელიც ჩვენ გვაკისრია ჯეროვნად ინფორმაციის მიწოდებასთან დაკავშირებით, რათა არ დარჩეს არანაირი კითხვა და ამომწურავად იქნეს პასუხი გაცემებული საზოგადოების ყველა გულისტკივილზე. ვიწყებთ ამ საინფორმაციო კამპანიას და ვფიქრობ, მისი დასრულების შემდეგ საზოგადოებაში შედგება კონსენსუსი ამ პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით”, – ამის შესახებ ნამახვანჰესის პროექტის აღმასრულებელმა დირექტორმა, მერაბ ლომინაძემ განაცხადა. რაც შეეხება გავრცელებულ მოსაზრებას ჰესისგან გამოწვეული ...

Read More »