უნგრეთი კრიპტო შემოსავლებზე გადასახადს 50%-ით ამცირებს

მომავალი წლიდან უნგრეთი კრიპტოვალუტის შემოსავალზე გადასახადის 50%-ით შემცირებას გეგმავს, რათა ხელი შეუწყოს ინვესტორებს ღიად დააფიქსირონ შემოსავალი ისეთი ციფრული სიმბოლოებით ვაჭრობისას, როგორიცაა ბიტკოინი.

მთავრობამ განაცხადა, რომ ამგვარი მოგების განაკვეთს 2022 წლიდან 30.5% -დან 15%-მდე შეამცირებს. არსებობს ეჭვი, რომ ინვესტორები კრიპტო შემოსავლებს უფრო მაღალი გადასახადის გამო ოფიციალურად არ აფიქსირებენ, ახალი პოლიტიკა ამის წინააღმდეგაა მიმართული.

მსოფლიოს მთავრობები მსჯელობენ, როგორ უნდა მოწესრიგდეს ციფრული აქტივების ბაზარი, რასაც ბიტკოინისა და სხვა ციფრული მონეტების სწრაფი ზრდა აძლიერებს. მთავარი პრიორიტეტი არის იმის უზრუნველყოფა, რომ ხელისუფლებებმა გარიგებები თვალსაჩინო გახადოს და შემოსავალი სწორად დაიბეგროს.

მიუხედავად იმისა, რომ ისეთმა ქვეყნებმა, როგორიცაა კანადა, აგრესიული მიდგომა დანერგეს კრიპტოვალუტის ოპერაციების მიმართ, უნგრეთის ნაბიჯი შეესაბამება მის უფრო ფართო, პირადი და კორპორატიული შემოსავლის გადასახადის შემცირების პოლიტიკას, რისი მიზანიც საგადასახადო ბაზის გაფართოება და ფისკალური შემოსავლების გაზრდაა.

Leave a Reply