„ნარჩენი ზეთების მართვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 25 მაისის №327 დადგენილებაში განხორციელდა ცვლილების შეტანა, რომლის თანახმადაც დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის ამოქმედება გადავადდა 1 წლით. კერძოდ, 2022 წლის 1 ივლისისათვის “. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ზეთების დისტრიბუტორები ვალდებული არიან ბაზარზე არ განათავსონ ისეთი მწარმოებლის მიერ მოწოდებული პროდუქტები, რომლებიც არ არიან რეგისტრირებული მგვ (მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება) რეესტრში და არ არიან მგვ ორგანიზაციის წევრები (ან არ აქვთ შექმნილი ინდივიდუალური მგვ ორგანიზაცია). მთავრობის დადგენილებების თანახმად მოხდა ასევე ანალოგიურად ვალდებულებების აღების 1 წლით გადავადება საბურავების, ბატარეებისა და აკუმულატორების, ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით. “გასული და მიმდინარე წელი იყო და არის საკმაო დრთული ფინანსური ...
Read More »