Author Archives: energy

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2021-2024 წლების სამოქმედო გეგმის პროექტზე იმსჯელა

2021-2024 წლების სამოქმედო გეგმის პროექტი განიხილეს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე, სადაც ის მექანიზმები განიხილეს, რასაც კომიტეტი სამომავლოდ ასოცირების ხელშეკრულების ვალდებულებების შესრულების თვალსაზრისით გამოიყენებს. „2021-2024 წლების განმავლობაში, კომიტეტს აქვს გამოწვევებით სავსე საკანონმდებლო საქმიანობის გეგმა. ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მისაღებია შვიდამდე ახალი კანონი მათ შორის, წიაღისეულის მართვის, წყლის რესურსების მართვის, ემისიების კონტროლისა და მასშტაბური ავარიების პრევენციის კუთხით“, – განაცხადა კომიტეტის ...

Read More »

საუდის არაბეთი 2030 წლისთვის ენერგეტიკის 50%-ის გაზზე გადაყვანას აპირებს

საუდის არაბეთი გეგმავს 2030 წლისთვის თავისი ენერგეტიკის 50% გაზზე გადაიყვანოს, ხოლო დანარჩენი კი  – ენერგიის განახლებად წყაროებზე. ამის შესახებ განაცხადა ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრმა პრინცმა აბდულაზიზ ბენ სალმანმა “Future Investment Intiatives” ფორუმის მსვლელობისას. ”ჩვენ ვიქნებით მეორე გერმანია განახლებადი წყაროების მხრივ,” – თქვა მან. აღსანიშნავია ასევე სამეფოს მიერ ადრე გაკეთებული განცხადება მზის ენერგოგენერაციასთან დაკავშირებით ამბიციური გეგმების შესახებ. პრინცის განცხადებით, შედეგად ნავთობის გამოყენება შემცირდება და სამეფოს გაუჩნდება ...

Read More »

გიორგი ფანგანი: ჭკვიანი მრიცხველები დავებს აგვარიდებს

ჭკვიანი მრიცხველების დანერგვის პროცესს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლას უწოდებენ. სემეკში განმარტავენ, რომ ქვეყანა აღრიცხვიანობასთან დაკავშირებით თვისობრივად ახალ ეტაპზე გადადის. „ჭკვიანი მრიცხველი ეს ის ხელსაწყოა, რომელიც მონაცემებს გადასცემს დისტანციურად. მისი სიზუსტე და სტანდარტები ყველაზე მაღალია. საქართველოში მრიცხველის სიზუსტესთან დაკავშირებით არაერთი დავა ყოფილა. თუნდაც, ჩვენი კომისია ყოველ კვირა განიხილავს მრიცხველთან დაკავშირებით ასობით დავას. ან მომხმარებელი, ან ...

Read More »

ლინა ღვინიანიძე ნამახვანი ჰესების მშენებლობის თაობაზე: მთელი ეს პროცესი არის ბუნდოვანი, არადემოკრატიული და უკანონო

მთავარი პრობლემა, რომელიც ნამახვანი ჰესების მშენებლობის საკითხთან დაკავშირებით არსებობს, არის ის, რომ სახელმწიფომ მშენებლობის ნებართვა რისკების შეფასების გარეშე გასცა, – აღნიშნა რადიო თავისუფლების დილის საუბრებში „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ლინა ღვინიანიძემ. გადაცემაში მან თქვა, რომ მთელი ეს პროცესი იყო ბუნდოვანი, არადემოკრატიული და უკანონო, რაც იწვევს როგორც მოსახლეობის, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგობას. „უკანონო იმიტომ, რომ ფაქტობრივად შენდება ...

Read More »

დავით ნარმანიამ კორუფციასთან მებრძოლთა სასერტიფიკატო პროგრამის წარმომადგენლებისთვის საჯარო ლექცია გამართა

დავით ნარმანიამ კორუფციასთან მებრძოლთა სასერტიფიკატო პროგრამის წარმომადგენლებისთვის საჯარო ლექცია გამართა, – ამის შესახებ ინფორმაციას ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით. პროგრამას ახორციელებს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით. ლექციის მიმდინარეობისას სემეკის თავმჯდომარემ ენერგეტიკულ სექტორში კონკურენციის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა. დავით ნარმანიამ დეტალურად მიმოიხილა კონკურენციის კანონმდებლობის აღსრულების საკანონმდებლო ჩარჩო, ენერგეტიკული ბაზრის მონიტორინგისა და ანგარიშგების წესების პროექტი, ენერგეტიკული ...

Read More »

ოფიციალური პარიზი გერმანიის ხელისუფლებას მოუწოდებს, უარი თქვას „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის პროექტზე

ალექსეი ნავალნის დაპატიმრების ფონზე ოფიციალური პარიზი გერმანიის ხელისუფლებას მოუწოდებს, უარი თქვას „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის პროექტზე. ამის შესახებ ევროპის საკითხებში საფრანგეთის სახელმწიფო მდივანმა, კლემან ბონმა განაცხადა. „სანქციები უკვე მივიღეთ, შეიძლება სხვა სანქციების მიღებაც, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ეს საკმარისი არ არის. ვფიქრობ, რომ „ჩრდილოეთის ნაკადის“ ვარიანტი ის ვარიანტია, რომლის განხილვაც აუცილებელია. ეს დღეს გერმანიის გადაწყვეტილებაა, რადგან ეს გაზსადენია, რომელიც გერმანიაზე გადის. ჩვენ ყოველთვის ...

Read More »

დავით მირცხულავა: „ნამახვანი ჰესი“ განსაკუთრებული მნიშვნელობისაა საქართველოსთვის როგორც ენერგეტიკული, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით

როდესაც ადამიანები სვამენ კითხვებს „ნამახვანი ჰესის“ პროექტის უსაფრთხოებაზე, საიმედოობასა და მის ზეგავლენაზე კლიმატის ცვლილებასთან მიმართებაში, ეს ბუნებრივია, სამართლიანია, თუმცა, ჩატარებულია უამრავი, ძალიან მაღალკვალიფიციური კვლევა, რომლებიც ასაბუთებენ, რომ ეს გავლება იქნება მინიმალური. თუ, რა თქმა უნდა, ეს კვლევები მუდმივად გაგრძელდება, როგორც ჰესის მშენებლობის, ასევე ექსპლუატაციის ეტაპზე, ამიტომ საჭიროა მუდმივი, საზოგადოებრივი მონიტორინგი ამ მნიშვნელოვან სტრატეგიულ ჰიდროელექტროსადგურზე საქართველოს ენერგოსისტემისთვის, – ამის შესახებ დავით მირცხულავამ განაცხადა. მისი შეფასებით, „ნამახვანი ჰესის“ განსაკუთრებული მნიშვნელობა ...

Read More »

საქართველოს ბანკის ენერგოკრედიტი მზის ელექტროსადგურებისთვის

გარემოზე ზრუნვისა და ელექტროენერგიის ხარჯების შემცირების მიზნით, საქართველოს ბანკი მომხმარებელს მზის პანელების შესაძენად, ენერგოკრედიტს სთავაზობს. ბანკი ეკომეგობრულ პროდუქტს ელექტროენერგიასთან დაკავშირებული ტარიფების ზრდის საპასუხოდ  ნერგავს – ამის შესახებ ინფორმაციას ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.  ინიციატივის ფარგლებში, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს შეიძინოს და დაამონტაჟოს დანადგარები, შედეგად კი მიიღოს ელექტროენერგიის ალტერნატიული წყარო. აღნიშნული საბანკო პროდუქტი ბიზნეს სესხს წარმადგენს და შესაბამისად განკუთვნილია მხოლოდ იურდიული პირებისთვის. ...

Read More »

“ნენსკრაჰესის” დასრულების თარიღმა 2025 წლისთვის გადაიწია

“ნენსკრაჰესის” დასრულების თარიღმა 2025 წლისთვის გადაიწია. თავდაპირველად პროექტის დამთავრების თარიღად 2020 წელი განიხილებოდა, თუმცა სამშენებლო სამუშაოების დაწყების გაჭიანურების გამო, გადაიწია. პროექტის განხორციელების გადავადების შესახებ სს “ნენსკრა ჰიდროს” ფინანსური ანგარიშიდან ირკვევა. “თავდაპირველი ვადებით, მმართველობა ელოდებოდა, რომ პროექტის ამუშავება მოხდებოდა 2020 წელს, თუმცა, 2018 წელს EPC Contract-ის შეწყვეტის გამო, პროექტის გაშვება გადაიდო 2025 წელს,” – ნათქვამია დოკუმენტში. ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტის მთავარი ინვესტორი ...

Read More »

გიორგი აბრამიშვილი: ენერგოდამოუკიდებლობისთვის ნამახვანჰესის მსგავსი პროექტების ამოქმედება მნიშვნელოვანია

განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაცია: ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის ნამახვანჰესის მსგავსი პროექტების განხორციელება მნიშვნელოვანია. ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი აბრამიშვილი ამბობს, რომ საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობაზე დიდადაა დამოკიდებული ქვეყნის პოლიტიკური დამოუკიდებლობა და ეკონომიკური განვითარება. „ჩვენ 30 წელია, ვაშენებთ ეკონომიკურად და პოლიტიკურად ძლიერ სახელმწიფოს და ამ მიმართებით აუცილებელია, ჩვენი ბუნებრივი განახლებადი რესურსი – წყალი სწორად და ოპტიმალურად გამოვიყენოთ. ეს ფაქტორი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ელექტროენერგიის მზარდი მოხმარებისა და იმპორტის ...

Read More »