Author Archives: energy

ბირთვულ შეთანხმებაში დასაბრუნებლად ირანი ამერიკისგან ქმედით ნაბიჯს ელოდება

ირანი ბირთვულ შეთანხმებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებში ჩაერთვება, როგორც კი შეერთებული შტატები შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას დაიწყებს, აცხადებს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მოჰამედ ჯავად ზარიფი. 2015 წლის ბირთვულ შეთანხმებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები რეგიონალურ საკითხებს არ შეეხება. საგარეო მინისტრის თქმით, საუბარია მხოლოდ გარანტიებზე, რომ შეერთებული შტატები გრძელვადიანად შეასრულებს შეთანხმების პირობებს.

Read More »

ელექტროენერგიის იმპორტი საქართველოს 64.5 მლნ. აშშ დოლარი დაუჯდა

საქართველოს ელექტროენერგეტული ბაზრის ოპერატორის, ესკოს, მონაცემებით, 2020 წლის განმავლობაში საქართველომ უცხოეთიდან 1.6 მილიარდი კილოვატ საათი ელექტროენერგია შეიძინა, რაც ქვეყანას 64.5 მლნ. აშშ დოლარი დაუჯდა. 2020 წელს იმპორტზე მთლიანი მოხმარების 13% მოდიოდა.  შარშან საქართველომ ელექტროენერგია სულ სამი ქვეყნიდან, რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან, შეიძინა.  ყველაზე მეტი დენის იმპორტი აზერბაიჯანიდან განხორციელდა. ამ ქვეყნიდან საქართველომ 726 მილიონი კილოვატ საათი ელექტროენერგია იყიდა, რაც მთლიანი იმპორტის 45%-ია. ...

Read More »

ლიეტუვა “ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის” მშენობლობის შეჩერებას გეგმავს

“”ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის” გაზსადენის მშენებლობა რუსეთის სახელმწიფო დუმის არჩევნებამდე უნდა შეჩერდეს”,- ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრელიუს ლანდსბერგისმა განაცხადა.  ამასთან, მან აღნიშნა, რომ ოფიციალური ვილნიუსი პროექტის გაუქმებას არ გეგმავს. DW-ის რუსული გამოცემის ცნობით, პროექტის შეჩერება ლიეტუვის მიერ მილსადენის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის კომპრომისის მიღწევას ემსახურება.  რუსეთის VIII მოწვევის სახელმწიფო დუმის არჩევნები 19 სექტემბერს არის დაგეგმილი.

Read More »

საბაზრო ურთიერთობების ჩამოყალიბებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვის მიზნით ენერგეტიკული კომპანიების სამუშაო შეხვედრები გაიმართა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეგიდით, 18-20 თებერვალს, ენერგეტიკული კომპანიების ერთობლივი სამუშაო შეხვედრები გაიმართა, რომელთა მთავარ მიზანს ელექტროენერგეტიკის დარგში ახალი საბაზრო ურთიერთობების ჩამოყალიბებასთან დაკავშირებული აქტუალური საკითხების განხილვა, ინფორმაციის მიმოცვლა და სტრატეგიული ნაბიჯების დაგეგმვა წარმოადგენდა. შეხვედრებში მონაწილეობდნენ: საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილი, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” მმართველთა ...

Read More »

ბიტკოინის ღირებულება ისევ იკლებს

ბიტკოინი კიდევ 17%-ით დაეცა და ნიუ-იორკში მცირე დროით $50,000 დოლარს ჩამოსცდა. ეს მას შემდეგ, რაც მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა, ელონ მასკმა, განაცხადა, რომ ბიტკოინის ფასი ზედმეტად მაღალია. ედ მოია Oanda Corp-ის ბაზრის უფროსი ანალიტიკოსი ამბობს, რომ რაც არ უნდა გააკეთოს მასკმა,  ის ” მედიის დღის წესრიგზე დომინირებას მოახდენს” ამ თვეში ბიტკოინის ღირებულება რეკორდულად გაიზარდა, რაც ასევე მასკის კომენტარებით და Tesla-ს მსხვილი ...

Read More »

აზერბაიჯანმა საქართველოს 112 მილიონ 615,82 ათასი კუბური მეტრი გაზი მიაწოდა

2021 წლის იანვარში აზერბაიჯანმა ექსპორტზე გაიტანა 1 მილიარდ 120 მილიონ 220.67 ათასი კუბური მეტრი ბუნებრივი გაზი. აზერბაიჯანის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის მონაცემებით, გასულ თვეში ექსპორტირებული აზერბაიჯანული ბუნებრივი გაზის მთლიანმა ღირებულებამ შეადგინა 100 მილიონი 026.39 ათასი აშშ დოლარი. ამ მოცულობებიდან 1 მილიარდი 007 მილიონი 604,85 ათასი კუბური მეტრი გავიდა ექსპორტზე თურქეთში, ხოლო 112 მილიონ 615,82 ათასი კუბური მეტრი – საქართველოში. ექსპორტირებული აზერბაიჯანული ბუნებრივი გაზის საერთო ღირებულებამ ...

Read More »

საქართველოში ირანული ბიტუმი აზერბაიჯანულმა ჩაანაცვლა

2020 წელს საქართველომ აზერბაიჯანიდან შემოიტანა 82,1 ათასი ტონა სანავთობო ბიტუმი, რაც მთლიანი იმპორრტის  63,8%-ს უტოლდება. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოსთვის ბიტუმის უმსხვილესო მომწოდებელი აზერბაიჯანია. იმპორტის მოცულობით აზერვაიჯანის შემდეგ მოდიან: ერაყი – 20,7% (26,6 ათასი ტონა), ირანის ისლამური რესპუბლიკა – 7,1% (9,1 ათასი ტონა), რუსეთი – 5,6% (7,2 ათასი ტონა), თურქეთი – 1,9% (2,4 ათასი ტონა), სომხეთი – 0,7% (0,9 ათასი ...

Read More »

Maersk-ი 2023 წლისთვის ნახშირბადისგან თავისუფალ ხომალდებზე გადასვლას გეგმავს

მსოფლიოში უმსხვილესი სატრანსპორტო გადაზიდვების კომპანია Maersk-ი აცხადებს, რომ 2023 წლისთვის ნახშირბადისგან თავისუფალ ხომალდებზე გადასვლას გეგმავს. აღნიშნულს კომპანია 2030 წლისთვის გეგმავდა, თუმცა გარემოზე ზემოქმედების შემცირების მიზნით, გეგმები შვიდი წლით გადმოსწიეს. დანიური კომპანიის განცხადებით, ახალი ხომალდები ბიო-მეთანოლზე იმუშავებს. ცნობისთვის, კარბონ-ნეიტრალური ნიშნავს, რომ ჰაერში ნახშირორჟანგი ნაკლებად გაიფრქვევა. ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ინფორმაციით, 2019 წელს საერთაშორისო გადაზიდვებზე გლობალურად CO2 გამონაბოლქვის დაახლოებით 2% მოდიოდა. „ჩვენ შევისწავლეთ ...

Read More »

ნარჩენების მართვის საკითხებზე მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ნარჩენების მართვის საკითხებზე მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა ნარჩენების მართვის ეროვნული გეგმის (2016-2020) განხორციელების შეფასების და ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგიის განხორციელების ხელშეწყობისათვის ახალი ეროვნული გეგმის (2020-2025) შემუშავების პროგრამა ონლაინ შეხვედრაზე განიხილა. შეხვედრას ევროკავშირის წარმომადგენლობის კავშირის, ენერგიის, გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების სექტორის კოორდინატორი ალექსანდრე დარასი ესწრებოდა. სოლომონ პავლიაშვილმა შეხვედრაზე პროექტის პრიორიტეტებსა და ...

Read More »

Financial times: ელის თუ არა მსოფლიოს ძვირი ნავთობის მორიგი „სუპერციკლი“?

უოლ-სტრიტის 2 უმსხვილესი ბანკი JPMorgan Chase და Goldman Sachs პანდემიის შესუსტების შემდეგ ნავთობის ახალი „სუპერციკლის“ დასაწყისს ერთხმად პროგნოზირებს. კერძოდ, გავლენიანი ფინანსური ინსტიტუტები მიიჩნევენ, რომ საერთაშორისო ფასები ნავთობზე 100 დოლარამდე გაიზრდება, და ამის მიზეზი იქნება მოთხოვნის ზრდა ზუსტად იმ დროს, როდესაც ინვესტიციები მოპოვებაში შემცირდება. სწორედ ასეთი მოთხოვნა და მიწოდება შესაძლოა „სუპერციკლის“ საფუძველი გახდეს. ეს რადიკალურად შეცვლის მდგომარეობას ნავთობინდუსტრიაში, რომელიც პანდემიის დროს ...

Read More »