Author Archives: energy

Chevron-ი ეკობიზნესში ინვესტიციებს 10 მილიარდ დოლარამდე გაზრდის

ამერიკული სანავთობო კომპანია Chevron Corp. აცხადებს, რომ გაასამმაგებს ინვესტიციებს ეკოლოგიურად სუფთა ბიზნესის მიმართულებით, არსებული 3 მილიარდიდან 10 მილიარდ დოლარამდე და ეს მოხდება 2028 წლამდე. გეგმა ითვალისწინებს 2 მილიარდი დოლარის ინვესტირებას კომპანიის საქმიანობაში, რომელმაც უნდა შეამციროს ნახშიროჟანგის გამოყოფა ატმოსფეროში. გარდა ამისა, დაგეგმილია განახლებადი ბუნებრივი აირის (ბიომეთანის) წარმოება 1,14 მილიონ კუბურ მეტრამდე დღე-ღამეში, წყალბადის 150 ათას ტონამდე დღე-ღამეში და სხვა ტიპის განახლებადი ...

Read More »
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზების იმპორტზე აქციზის მოხსნასთან დაკავშირებით ინიციატივით გამოდის

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი: საწვავის იმპორტი ზრდას განაგრძობს

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით: 2021 წლის იანვარ-აგვისტოს თვეების განმავლობაში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 743,7 ათასი ტონა, რაც 27,6 ათასი ტონით ანუ 3.9%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (716,1 ათასი ტონა) შედარებით და 66,9 ათასი ტონით ანუ 9,9%-ით პანდემიამდე არსებული 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (676,8 ათასი ტონა) შედარებით. მათ შორის,  2021 წლის პირველი 8 თვის განმავლობაში ბენზინის საწვავის ...

Read More »
კლიმატის ცვლილებაზე თბილისში ევროკავშირ-საქართველოს კონფერენცია ჩატარდება

ევროპაში ენერგეტიკული კრიზისი მწვავდება

ევროპის ენერგეტიკულმა კრიზისმა დიდ ბრიტანეთში ორ ქარხანას საქმიანობის შეჩერებისკენ უბიძგა. ეს პირველი ნიშანი იმისა, რომ გაზისა და ელექტროენერგიის ფასის რეკორდული ზრდა რეგიონის ეკონომიკურ აღდგენას  საფრთხეს უქმნის. CF Industries Holding-მა განაცხადა, რომ ბუნებრივი გაზის მაღალი ფასის გამო წყვეტს ოპერაციებს ბილინგემისა და ინსის ობიექტებში. უცნობია, როდის განახლდება წარმოება. ამ ფონზე, ევროპა ენერგიის დეფიციტის წინაშეა და გაზისა და ელექტროენერგიის ფასები ყოველდღიურად რეკორდულ მაჩვენებლებს ...

Read More »

ნავთობის ფასი კვლავაც იზრდება

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, 2021 წლის 15 სექტემბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  75.46 (+ 1.86)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  72.61 (+ 2.15)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

დღეს თბილისის ზოგიერთ რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების გამო თბილისის ზოგიერთ რაიონში 16 სექტემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. საბურთალოს რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: საბურთალოს, ცინცაძის, შმიდტის, ბურძგლას, ვაკელის, პოლიტკოვსკაიას და იოსელიანის ქუჩების მოსახლეობას. კრწანისის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მაჩაბელის, ასათიანის, ლორთქიფანიძის, ტაბიძის და დადიანის ქუჩების მოსახლეობას. 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის და ნიშნიანიძის ...

Read More »
ილჰამ ალიევი: TANAP უალტერნატივოა

ევროპაში ფასების ზრდის ფონზე, სამხრეთის გაზის დერეფანი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს

ბაქოში აშშ-ს ელჩის, ერლ ლიცენბერგერის განცხადებით, სამხრეთის გაზის დერეფნის მეგაპროექტით  “ლურჯი საწვავის” მიწოდება ხელს შეუწყობს ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას მრავალი ათწლეულის მანძილზე. აღნიშნული ლიცენბერგერმა ADA-ს უნივერსიტეტში გამართულ სიმპოზიუმზე, რომელიც რეგიონალურ ენერგეტიკულ უსაფრთხოებას ეძღვნებოდა, განაცხადა: ”მე კიდევ ერთხელ ვადასტურებ შეერთებული შტატების მხარდაჭერას სამხრეთის გაზის დერეფნისადმი და აზერბაიჯანის მცდელობებს გაზარდოს ბუნებრივი აირის მიწოდება ევროპის ბაზრებზე”. ელჩმა ასევე დააფიქსირა საკუთარი პოზიცია ევროპაში ბუნებრივი აირის ...

Read More »

რუსეთმა ნავთობის მოპოვება გაზარდა

სექტემბრის პირველ კვირებში რუსეთში ნედლი ნავთობისა და კონდენსატის წარმოება გაიზარდა. ქვეყნის უმსხვილესმა მწარმოებლებმა OPEC+-ის შეთანხმების შესაბამისად, წარმოება გაზარდეს. ზრდას ასევე ხელი შეუწყო Gazprom-ის მუშაობის აღდგენამ დასავლეთ ციმბირის ობიექტზე გაჩენილი ხანძრის შემდეგ. ენერგეტიკის სამინისტროს CDU-TEK-ის განყოფილების მონაცემებით, ქვეყანამ 1-დან 13 სექტემბრამდე დღეში საშუალოდ 1,456 ათასი ტონა ნავთობი გადატუმბა. ეს 10.679 მილიონ ბარელს უდრის დღეში, რაც აგვისტოს დონეს 2.4%-ით აღემატება. თუ ნავთობის წარმოების ეს მაჩვენებელი მთელი სექტემბრის განმავლობაში ...

Read More »
სომხეთი საქართველოს გავლით გაზის ტრანსპორტირების მარშრუტს ცვლის

ერევანი იმედოვნებს, რომ რუსეთი შეამცირებს ბუნებრივი აირის ფასს სომხეთისთვის

ერევანი იმედოვნებს, რომ მოსკოვი წელს მაინც არ გაზრდის ბუნებრივი აირის ფასს. აღნიშნულის შესახებ სომხეთის ვიცე-პრემიერმა მჰერ გრიგორიანმა განაცხადა ეროვნულ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას. “”გაზპრომთან” მოლაპარაკებები პერმანენტულ ხასიათს ატარებს. ჩვენ ვცდილობთ მივაღწიოთ, თუ ღირებულების შემცირებას არა, არსებული ფასის შენარჩუნებას მაინც” – ციტირებს მას “ინტერფაქსი”. პოლიტიკოსი დარწმუნებულია, რომ სიურპრიზები არ იქნება მოსალოდნელი და გამოთქვა იმედი, საზღვარზე გაზის ფასის შენარჩუნების. შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის ...

Read More »

აზერბაიჯანული ნავთობის ფასმა 74 აშშ ვდოლარს გადააჭარბა

“Azeri LT CIF”-ის ნედლ ნავთობზე, რომელსაც აზერბაიჯანი მსოფლიო ბაზარს აწვდის, ფასი 0,28 აშშ დოლარით (0,38%) გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული report წერს. Azeri Light-ის მარკის ერთი ბარელი ნავთობის ფასი ამ დროისათვის 74,26 აშშ დოლარს შეადგენს. ცნობისთვის, ყველაზე დაბალი ფასი, 2020 წლის 21 აპრილს დაფიქსირდა, იმ დროისთვის 1 ბარელი “Azeri LT CIF”-ის ნედლი ნავთობი 15,81 აშშ დოლარი ღირდა, ხოლო მაქსიმალური ფასი 2008 ...

Read More »

ირანი და ჩინეთი ნავთობთან დაკავშირებით თანამშრომლობის გაფართოებაზე აწარმოებენ მოლაპარაკებებს

ირანის ნავთობის მინისტრმა ალი ოვჯიმ და ლიბინ ჟანგმა, ჩინეთის ნავთობის ეროვნული კორპორაციის (CNPC) ახლო აღმოსავლეთის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, მოლაპარაკებები გამართეს თანამშრომლობის განვითარების მიზნით. შეხვედრისას მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები ორმხრივი ინტერესის საკითხებზე. CNPC უკვე საკმაოდ აქტიურადაა წარმოდგენილი ირანის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე “აზადგანის” ნავთობის საბადოზე. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჩინეთი მონაწილეობდა “ჩრდილოეთ აზადეგანის” საბადოების განვითარებაში, რომლის პირველი ეტაპი ხუთი წლის წინ იქნა ამოქმედებული. მთლიანობაში 1500 ...

Read More »