Author Archives: energy

თუ ახლა არ ვუშველეთ ენერგეტიკას ზამთარში შესაძლოა დიდი პრობლემები შეგვექმნას

გია არაბიძე: საქართველოს გაზის შიდა მოხმარების 99% დამოკიდებულია იმპორტზე, რაც იწვევს ტარიფის მატებას

ტარიფების მატება განპირობებულია აშშ დოლართან მიმართებაში ლარის კურსის მნიშვნელოვანი ცვლილებით. ბუნებრივი გაზის სექტორში საქართველოს შიდა მოხმარების 99% არის დამოკიდებული იმპორტზე. გაზის შესყიდვა ხორციელდება აშშ დოლარში. 2019 წელს, ტარიფების გაანგარიშებისას ბუნებრივი გაზის შესყიდვის კომპონენტი დათვლილი იყო 2.97 ლარზე აშშ დოლართან მიმართებაში. ვალუტის კურსის ცვლილების გამო გაიზარდა კომპანიის ხარჯები და შპს „თბილისი ენერჯის“ ზარალმა, რომელიც თბილისს ამარაგებს ბუნებრივი გაზით, 20 მლნ ლარი ...

Read More »

ჯაფარიძე: ადამიანებმა საკუთრება გაყიდეს და ახალმა მესაკუთრემ უნდა გადაწყვიტოს, ააშენოს თუ არა ჰესი

“იქ ადამიანები ცხოვრობენ, რომელთაც ჰქონდათ რაღაც საკუთრება, ამ ადამიანებმა საკუთრება გაყიდეს, დათმეს, შესაბამისად იმას ჰყავს ახლა ახალი მესაკუთრე და მესაკუთრემ უნდა გადაწყვიტოს ააშენოს თუ არა, ზოგადად ასე წყდება ყველაზე ლოგიკურად და სამართლიანად ნებისმიერი ეგეთი ტიპის პროექტები და საკითხები. არსებობენ მესაკუთრეები, ისინი თუ რაღაცას თმობენ და ჩნდება ახალი მესაკუთრე, ის წყვეტს რა გააკეთოს. ეს ყველაფერი, რასაც ჩვენ ვუყურებთ ხდება იმის გამო, ...

Read More »

სუბარი: საერთოდ არ გვექნება გაზი, თუ ფული არ დაიხარჯა რეაბლიტაციაზე

ძალიან ცუდი და მტკივნეულია ნებისმიერი მოქალაქისთვის, პირადად ჩემთვისაც, რომ გაზის ფასი გაიზარდა, თუმცა ისიც უნდა ვთქვათ, რომ რეგიონებში მისი ფასი გაცილებით მაღალი იყო, თბილისში იყო დაბალი და ამ წუთშიც, თბილისში, მიუხედავად გაძვირებისა, უფრო დაბალი იქნება, ვიდრე საქართველოს რეგიონებში. მეორეა, რომ საერთოდ არ გვექნება გაზი, თუ ფული არ დაიხარჯა რეაბლიტაციაზე. ჩვენ შეგვიძლია, სუბსიდირება გავაკეთოთ, მაგრამ სუბსიდირებაც იგივე ბიუჯეტი არ არის? ამით ...

Read More »

სანდრო რაქვიაშვილი: მოგვწონს თუ არ მოგვწონს, „ნამახვანჰესის“ კონტრაქტი გაფორმებულია და ის უნდა შევასრულოთ

მოგვწონს თუ არ მოგვწონს, „ნამახვანჰესის“ კონტრაქტი გაფორმებულია და ის უნდა შევასრულოთ, – განაცხადა „გირჩის“ წევრმა, სანდრო რაქვიაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას. „ამ კონტრაქტის დარღვევა ბევრად უარესი იქნება მომავალი ინვესტორებისთვის, რადგან ჩვენმა მთავრობამ კონტრაქტი გააფორმა და ასე გამოვა, რომ მერე, ასე ვთქვათ, ინვესტორი გადააგდო. ამაზე ცუდი რა უნდა გააკეთო, არ ვიცი“, – განაცხადა რაქვიაშვილმა. მისი თქმით, მთავრობას შეეძლო, ...

Read More »

შოთა გულბანი: საქმე გვაქვს კრიზისის შედეგად მოხმარების შემცირებასთან, რა დროსაც გაზის მიმწოდებელ კომპანიას შეუმცირდა შემოსავლები და პარალელურად გაეზარდა საოპერაციო ხარჯები

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ 27 მაისის საჯარო სხდომაზე შპს „თბილისის ენერჯისთვის“ დადგენილი სამომხმარებლო ტარიფის კორექტირებაზე იმსჯელა და მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება. შპს „თბილისი ენერჯის“ კორექტირებული სამომხმარებლო ტარიფმა შეადგინა 53.972 თეთრი/კუბ.მ დღგ-ს ჩათვლით. ტარიფი ძალაში შევა 2021 წლის 1 ივნისიდან. ტარიფის კორექტირება განპირობებულია თბილისის უსაფრთხო და საიმედო გაზმომარაგების უზრუნველყოფით. „მარტივი და გასაგები ენით რომ ავხსნათ, ამ ზრდას აქვს ორი ძირითადი ...

Read More »

ხატია წილოსანი: რიონის ხეობაში მცხოვრებლებმა 30 მილიონ ლარზე მეტი კომპენსაცია უკვე მიიღეს

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ხატია წილოსანის თქმით, რიონის ხეობაში საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების უმრავლესობა ინვესტორს მოსახლეობისგან უკვე გამოსყიდული აქვს. როგორც წილოსანმა რუსთავი 2-ის ეთერში აღნიშნა, კომპენსაციების ფარგლებში, ადგილობრივ მოსახლეობას კომპანიამ უკვე გადაუხადა 30 მილიონზე მეტი ლარი. “შეიძლება ბატონი ვარლამ გოლეთიანი არ ესწრებოდა ამ განხილვას, მაგრამ ხეობაში მცხოვრები მოსახლეობისთვის  გარემოზე ზემოქმედების შეფასების კოდექსით გათვალისწინებული პროცედურების დაცვა სრულად განხორციელდა. შეხვედრები ...

Read More »

მარიამ ჩახვაშვილი: სემეკს რომ არ მიეღო ეს გადაწყვეტილება, მომავალში გაზი უფრო მეტად გაძვირდებოდა

„გალთ ენდ თაგარტის“ უფროსი ანალიტიკოსი მარიამ ჩახვაშვილი მიიჩნევს, რომ თუ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკი) დღეს არ მიიღებდა ბუნებრივი გაზის ტარიფის ცვლილების გადაწყვეტილებას, მომავალში ბევრად უფრო მეტით მოუწევდა ტარიფის აწევა. „როდესაც არსებული ტარიფი დადგინდა, 1 აშშ დოლარი, დაახლოებით, 2,7 ლარი ღირდა. დღეს დოლარი უკვე 3,3 ლარი ღირს. ამ კურსის ცვლილების გამო კომპანია „თბილისი ენერჯის“ დაახლოებით 20 მლნ ...

Read More »

ვარლამ გოლეთიანი: ჰესი აბსოლუტურად მეასეხარისხოვანია იქ, სადაც ბარიკადია და არ გვეძლევა სახლში წასვლის საშუალება

ვცდილობდით მშვიდობიანად, ხელებაწეული ასვლას ბარიკადს იქით და პოლიციამ გაგვიწია წინააღმდეგობა, – ამის შესახებ „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციის ორგანიზატორმა ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა. როგორც ვარლამ გოლეთიანმა აღნიშნა, აქციაზე არიან დაკავებულებიც. „სახლების მიმართულებით წასვლას ვცდილობთ მეტი არაფერი. პირველ რიგში ჩვენი მოთხოვნა არის, რომ ეს სამარცხვინო ბარიკადი აიღონ. ეს არის რეპრესიების სიმბოლო დამოუკიდებელ საქართველოში. ეს სამარცხვინო ბარიკადი, რომელიც სახლში წასვლაში გვიშლის ხელს თითოეულ ჩვენგან. ამაზე მეტი არ შეიძლება რამე ...

Read More »

“თუ ლარის კურსი მნიშვნელოვნად გამყარდება, მარეგულირებელ კომპანიას აქვს უფლებამოსილება, „თბილისი ენერჯის” ბუნებრივი აირის ტარიფს გადახედოს”

„თბილისი ენერჯის“ არეალში ტარიფი იზრდება 8 თეთრამდე, ამით კომპანია წელში გასწორდება, რათა შეძლოს მომავალში არსებული სხვა ვალდებულებების შესრულება, რაც გულისხმობს ბუნებრივი აირის უსაფრთხო და უწყვეტ მიწოდებას ჩვენი მომხმარებლებისთვის, – ამის შესახებ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ განაცხადა. მისი თქმით, პანდემიიდან გამომდინარე, ვალუტის კურსი გაუარესდა, კომპანია ბუნებრივ აირს ძვირად ყიდულობდა და მომხმარებლებს იაფად აწვდიდა, რამაც კომპანიის ზარალი გამოწვია. „ეს ...

Read More »

ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციაზე ღამით სიტუაცია დაიძაბა, დაკავებულია 8 ადამიანი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სოფელ გუმათში, ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციაზე 8 ადამიანი დააკავეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული კანონდარღვევისთვის. დემონსტრანტები რკინის ჯებირებს ხელებს ურტყამდენ. სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ რიონის ხეობაში, ნამახვანჰესის აშენების საწინააღმდეგო აქციასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა და მომიტინგეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებდა. უწყების ინფორმაციით, პოლიცია იმოქმედებს მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში და რეაგირებას მოახდენს კანონდარღვევის ნებისმიერ ფაქტზე. 27 მაისს, შსს-მ სოფელ გუმათში სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე, გამოძიება საქართველოს ...

Read More »