Author Archives: energy

BP-ის გეგმები ნავთობიდან განახლებადი ენერგიის წარმოებამდე

ბრიტანული ენერგოგიგანტის, BP-ის ერთ-ერთი ყველაზე მოგებიანი პროექტი, რომელიც ფოლადის მილების მასითა და გამაგრებული კოშკებით ბუნებრივი აირის მოპოვების ინოვაციურ ტექნოლოგიას წარმოგვიდგენს, ომანის უდაბნოს სიღრმეში მდებარეობს.  Reuters-ის მიერ განხილული ფინანსური დოკუმენტის თანახმად, დაწესებულებამ BP-ს 2019 წელს $650 მილიონზე მეტი მოცულობის მოგება მოუტანა, თუმცა ამის მიუხედავად კომპანიამ მისი აქციების მესამედის გაყიდვა წლის დასაწყისში მაინც გადაწყვიტა. გარიგება კი თავის მხრივ ასახავს კომპანიის უფრო დიდ ...

Read More »

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი ინერტული ნარჩენების მდგრადი მართვის თაობაზე თემატურ მოკვლევას იწყებს

პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციიდან გამომდინარე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი ინერტული ნარჩენების მდგრადი მართვის შესახებ თემატურ მოკვლევას იწყებს. ამის შესახებ გადაწყვეტილება კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე მიიღო. მოკვლევის მთავარ მიზანს წარმოადგენს გამოავლინოს ის პრაქტიკული, საკანონმდებლო და მარეგულირებელი ხარვეზები და ნაკლოვანებები, რომელიც ჩვენს კანონმდებლობაში არსებობს ინერტული ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით, რაც პირდაპირ კავშირშია, ერთი მხრივ, ჰაერის დაბინძურებასთან, ასევე ნიადაგის დაბინძურებასთან და სამშენებლო სექტორის საქმიანობისას ...

Read More »

OPEC-ის ქვეყნები შიშობენ, რომ ნავთობის ბაზარს არეულობა ელის

ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციაში (OPEC) ვარაუდობენ, რომ გაზთან დაკავშირებული გლობალური კრიზისის ფონზე, ნავთობის ბაზარზე არეულობაა მოსალოდნელი. ერაყი ელოდება ნავთობზე უფრო მაღალ მოთხოვნას, რადგან გაზის დეფიციტი აიძულებს მომხმარებლებს მოძებნონ ალტერნატიული საწვავი, – ამის შესახებ ერაყის ნავთობის მინისტრმა, იჰსან აბდულ ჯაბარმა განაცხადა. ნიგერიის სახელმწიფო ნავთობის ფირმის ხელმძღვანელმა, მელე კიარიმ იწინასწარმეტყველა, რომ ნავთობზე მოთხოვნა შეიძლება გაიზარდოს 1 მილიონი ბარელით დღეში, ხოლო მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში ...

Read More »
დავით მირცხულავა: საქართველო მუდმივად იღებდა რუსულ გაზს

“არ მოვინდომეთ ხუდონი, ნენსკრა, ნამახვანი – ამას ხედავენ საერთაშორისო ინვესტორები“

ენერგეტიკოსი  დავით მირცხულავა  „ბიზნესპარტნიორთან“ ნამახვანჰესის პროექტის ჩავარდნას აფასებს და აცხადებს, რომ აშკარაა ქართულ ჰიდროენერგეტიკაზე სისტემური შეტევა მიმდინარეობს. „ეს კი განსაკუთრებით იმ დროს ხდება, როდესაც მსოფლიო ენერგეტიკაში რადიკალური, რევოლუციური ცვლილებები მიმდინარეობს, რასაც „მე-4 ენერგეტიკული გადასვლა“ ჰქვია. რეალურად, ამ გადასვლით წიაღისეული საწვავის გამოყენება უახლოეს 10 წელიწადში მინიმუმამდე იქნება შემცირებული. აღარაფერს ვიტყვი 2050 წლის „ნახშირბადნეიტრალურ“ მიზნებზე მთელ მსოფლიოში. ასეთი პერსპექტივით ჩვენ კი გვაქვს ბუნებრივი სიკეთე ...

Read More »

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 3.5 მლნ ბარელით შემცირდა

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 3.48 მილიონი  ბარელით შემცირდა და შეადგინა 413.964 მლნ ბარელი. აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. ბენზინის მარაგები გაიზარდა 3,48 მილიონი ბარელით  და შეადგინა  221,616 მლნ ბარელი. დისტილატების მარაგები შემცირდა  2,56 მილიონი  ბარელით  და შეადგინა  129,343 მლნ ბარელი. ნავთობის მოპოვება აშშ-ში კვირის განმავლობაში გაიზარდა 100 ათასი  ბარელით  და შეადგინა 10,1 ...

Read More »

„ენკასთან” კონსულტაციების ფარგლებში როგორი იქნება მხარეების დამოკიდებულება, ამის მიხედვით გადაწყდება, რა ბედი ელის ხელშეკრულებას

„ენკასთან” კონსულტაციები უნდა გაიმართოს – კონსულტაციების ფარგლებში როგორი იქნება მხარეების დამოკიდებულება, ამის მიხედვით გადაწყდება, რა ბედი ელის ხელშეკრულებას, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, როგორი იქნება კონსულტაციების შედეგი, ამას ვერ ივარაუდებს, თუმცა, ჰიპოთეტურად შესაძლებელია, ხელშეკრულება შეიცვალოს, თუმცა, შესაძლებელია ისიც, რომ კვლავ ძალაში დარჩეს ხელშეკრულების გაწყვეტის გადაწყვეტილებაც. “რამდენადაც ინფორმაცია მაქვს, გაცხადდა სურვილის შესახებ, რომ ...

Read More »

აზერბაიჯანული ნავთობის ფასი გაიზარდა

“Azeri LT CIF”-ის ნედლ ნავთობზე, რომელსაც აზერბაიჯანი მსოფლიო ბაზარს აწვდის, ფასი 1,77 აშშ დოლარით (2,35%) გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ report იუწყება. Azeri Light-ის მარკის ერთი ბარელი ნავთობის ფასი ამ დროისათვის 76,93 აშშ დოლარს შეადგენს. ცნობისთვის, ყველაზე დაბალი ფასი, 2020 წლის 21 აპრილს დაფიქსირდა, იმ დროისთვის 1 ბარელი “Azeri LT CIF”-ის ნედლი ნავთობი 15,81 აშშ დოლარი ღირდა, ხოლო მაქსიმალური ფასი 2008 წლის ...

Read More »
რა დაუჯდება ბიუჯეტს დენის ტარიფის სუბსიდირება

“ჯიბიდან ამოგვაცალეს 800 მილიონი დოლარის მოცულობის ინვესტიცია, ამას დამატებული, ცუდ შემთხვევაში, ზიანის ასანაზღაურებლად კიდევ რამდენიმე ასეული მილიონის ჰაერში გასროლა მოგვიწევს”

“ფაქტობრივად, დღეს ჩვენ ჯიბიდან ამოგვაცალეს 800 მილიონი დოლარის მოცულობის ინვესტიცია”, – ასე ეხმაურება ეკონომისტი, ვახტანგ ჭარაია  „ნამახვანჰესის“ პროექტის შეჩერებას. როგორც ჭარაიამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, კომპანია „ენკა”-ს გადაწყვეტილება და მის მიერ საქართველოს სახელმწიფოთან დადებული ხელშეკრულების გაწყვეტა, რისი შედეგადაც $ 800-მილიონიანი ჰიდროელექტროსადგურის პროექტი აღარ განხორციელდება, საქართველოს ეკონომიკისთვის უკიდურესაც უარყოფითია. „ენკა”-ს მიერ პროექტიდან გასვლის შესახებ განცხადების გაკეთება ქართული ეკონომიკისთვის უკიდურესად უარყოფითი მოვლენაა, გნებავთ – ...

Read More »

ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრებმა EBRD-ის მმართველ დირექტორთან ენერგოსექტორის მოდერნიზაციის საკითხი განიხილეს

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიაში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მმართველ დირექტორს, მატეო პატრონეს და EBRD-ის რეგიონულ დირექტორს კავკასიაში, კატარინა ბიორლინ ჰანსენს შეხვდნენ. ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე, განიხილეს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ საქართველოში მხარდაჭერილი პროექტები ისეთი მიმართულებით, როგორიცაა: ენერგოსექტორის მოდერნიზაცია, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის,  კერძო სექტორის განვითარება,  ქვეყნის ...

Read More »

ფადი ასლი: უცხოელი ინვესტორების უმეტესობა საქართველოს ნებისმიერ ფასად არიდებს თავს

საერთაშორისო სავაჭრო პალატის პრეზიდენტი ფადი ასლი კომპანია ENKA-ს მიერ “ნამახვანჰესის” ხელშეკრულების გაწყვეტას საქართველოს მთავრობის მიერ ინვესტორების მიმართ ბოლო 9 წლის განმავლობაში მიზანმიმართული დისკრიმინაციული დამოკიდებულებით ხსნის. მისი თქმით, ხელისუფლების ამ დამოკიდებულების გამო, ინვესტორები ქვეყანას თავს არიდებენ. “ქვეყნის მთავარ ბიზნეს ორგანიზაციის 23-წლიანი ხელმძღვანელობის განმავლობაში, არასოდეს შევსწრებივარ იმ მასშტაბის, სიხშირის და სიმძლავრის თავდასხმებს უცხოელ ინვესტორებზე, რაც ბოლო 9 წლის განმავლობაში ხდება, შევარდნაძის პერიოდის ყველაზე ...

Read More »