რა დაუჯდება ბიუჯეტს დენის ტარიფის სუბსიდირება

“ჯიბიდან ამოგვაცალეს 800 მილიონი დოლარის მოცულობის ინვესტიცია, ამას დამატებული, ცუდ შემთხვევაში, ზიანის ასანაზღაურებლად კიდევ რამდენიმე ასეული მილიონის ჰაერში გასროლა მოგვიწევს”

“ფაქტობრივად, დღეს ჩვენ ჯიბიდან ამოგვაცალეს 800 მილიონი დოლარის მოცულობის ინვესტიცია”, – ასე ეხმაურება ეკონომისტი, ვახტანგ ჭარაია  „ნამახვანჰესის“ პროექტის შეჩერებას.

როგორც ჭარაიამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, კომპანია „ენკა”-ს გადაწყვეტილება და მის მიერ საქართველოს სახელმწიფოთან დადებული ხელშეკრულების გაწყვეტა, რისი შედეგადაც $ 800-მილიონიანი ჰიდროელექტროსადგურის პროექტი აღარ განხორციელდება, საქართველოს ეკონომიკისთვის უკიდურესაც უარყოფითია.

„ენკა”-ს მიერ პროექტიდან გასვლის შესახებ განცხადების გაკეთება ქართული ეკონომიკისთვის უკიდურესად უარყოფითი მოვლენაა, გნებავთ – საშინაო ფაქტორებისთვის, გნებავთ – საერთაშორისო განზომილებაში. ორივე მხრივ, ეს ჩვენ ძალიან გვაზარალებს. სახელმწიფო მაქსიმალურად უნდა ეცადოს, რომ მინიმუმადე დაიყვანოს ზიანი, თუნდაც ფინანსური, თუნდაც პოლიტიკური, თუნდაც მორალური, რაც შეიძლება მას მიადგეს.

მნიშვნელოვანია, ხაზი გაესვას იმას, რომ კონტრაქტში გათვალისწინებული იყო ის ფაქტორები, რომელსაც შეეძლო, პროექტისთვის გარკვეული დაბრკოლებები შექმნა, მათ შორის, ეს შეიძლება, ყოფილიყო ტექნიკური ხასიათის, შეიძლება – ყოფილიყო, საზოგადოებასთან ურთიერთობის კონტექსტში, შეიძლება, ყოფილიყო სხვა გარემო პირობებით უზრუნველყოფილი და გამოწვეული შეფერხებები. მშენებლობის პროცესში უამრავი ნიუანსი იკვეთება, რომლის მოგვარებაც გზადაგზა უწევთ. ასეთი რამისთვის „ენკა“ მზად უნდა ყოფილიყო. მე ზუსტად იმაზე საუბარი გამიჭირდება, „ენკა“ იქნება აუცილებლად მტყუანი ამ დავაში თუ საქართველოს ხელისუფლება, თუმცა, საქართველო მაქსიმალურად უნდა ეცადოს, რომ ზიანი მინიმუმამდე დაიყვანოს.

ფაქტობრივად, ჩვენ დღეს ჯიბიდან ამოგვაცალეს 800 მილიონი დოლარის მოცულობის ინვესტიცია, რომელიც ქართულ ეკონომიკაში უნდა ყოფილიყო ჩადებული. ფაქტობრივად, ეს გადაწყვეტილიც იყო. ამას დამატებული, ცუდ შემთხვევაში, ზიანის ასანაზღაურებლად კიდევ რამდენიმე ასეული მილიონის ჰაერში გასროლა მოგვიწევს.
ის ფაქტი, რომ საქართველოში თითქმის 1 მილიარდ- დოლარიანი პროექტი ჩავარდა, ქვეყნის ეკონომიკისთვის უკიდურესაც უარყოფითია“, – განაცხადა ჭარაიამ „კვირას“ პრესკლუბში.

 

Leave a Reply