Author Archives: energy

ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო: ჰიდროენერგეტიკას გადამწყვეტი როლი მიენიჭება სუფთა ენერგაზე გადასვლის დაჩქარებაში, რათა უსაფრთხოდ მივაღწიოთ კლიმატურ ამბიციებს

დაბალი ნახშირბადის ემისიის მქონე ელექტროენერგიის ეს “მივიწყებული გიგანტი” საჭიროებს შესაბამისი  პოლიტიკის გატარებასა და ინვესტიციურ ბიძგს, რათა ის შეესაბამებოდეს “ნულოვან მიზნებს” და მზისა და ქარის ენერგეტიკის უფრო სწრაფად გაფართოებასა და განვითარებას შეუწყოს ხელი, ნათქვამია ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) სპეციალურ ანგარიშში. მიმდინარე ათწლეულში ჰიდროელექტროსადგურების ზრდის მნიშვნელოვნად შენელება, რისკის ქვეშ აყენებს მსოფლიოს ქვეყნების ამბიციებს ნახშირბადის ნულოვანი ემისიის მიღწევაში, ხოლო მათი მოქალაქეებისთვის საიმედო და ...

Read More »

ირანი გამდიდრებულ ურანს აწარმოებს – ბირთვული მოლაპარაკება საფრთხეშია

ირანმა გამდიდრებული ურანის წარმოების პროცესი დაიწყო, რაც ბირთვული იარაღის წარმოებაში დაეხმარება, განაცხადა გაეროს ატომურმა მაკონტროლებელმა ორგანიზაციამ. თეირანმა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) განუცხადა, რომ ეს პროცესი კვლევითი რეაქტორის საწვავის შემუშავებას ემსახურება. ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ამ ნაბიჯმა შეიძლება საფრთხე შეუქმნას ბირთვული შეთანხმების აღდგენას. შეერთებულმა შტატებმა კი ამას “უკან გადადგმული ნაბიჯი” უწოდა. შეთანხმება, ოფიციალურად ცნობილი, როგორც ერთობლივი ყოვლისმომცველი სამოქმედო ...

Read More »

ქუთაისში სემეკთან არსებული ენერგოომბუდსმენის განახლებული ოფისი გაიხსნა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, დავით ერემეიშვილმა და ენერგოომბუდსმენმა, სალომე ვარდიაშვილმა ქუთაისში მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის განახლებული ოფისი გახსნეს. გრიშაშვილის ქ. N16-ში მდებარე ოფისი მოქალაქეებს ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების საკითხებზე მოემსახურება. სემეკის თავმჯდომარის დავით ნარმანიას განცხადებით, ქუთაისში ენერგოომბუდსმენის წარმომადგენლობა უზრუნველყოფს ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების მომხმარებლების დროულ ინფორმირებას ...

Read More »
ირანური გაზის ექსპორტთან დაკავშირებულ პროექტზე მუშაობა ორ თვეში დასრულდება

ირანის ხელისუფლება ისრაელს „ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციის“ ობიექტზე თავდასხმაში ადანაშაულებს

ირანის ხელისუფლება ისრაელს „ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციის“ კუთვნილ ობიექტზე თავდასხმაში ადანაშაულებს. მედიის ცნობით, ირანის ხელისუფლების პრესსპიკერის, ალი რაბიეის განცხადებით, ქარაჯიში მდებარე შენობაზე თავდასხმა ვენაში მიმდინარე ბირთვული მოლაპარაკებების ჩაშლას ისახავდა მიზნად. „ისრაელმა ეს ქმედებები განახორციელა მისანიშნებლად, რომ მას შეუძლია ირანის შეჩერება და რომ მსოფლიოს ირანთან მოლაპარაკებები არ სჭირდება. მაგრამ, როდესაც საბოტაჟი ხდება, ჩვენი ძალა იზრდება“, – განაცხადა ირანის მთავრობის წარმომადგენელმა. ირანის საერთაშორისო ...

Read More »

“გერმანიისა და საფრანგეთის ელჩებმა ენერგორეფორმა დადებითად შეაფასეს”

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა გერმანიისა და საფრანგეთის ელჩებს ჰუბერტ ქნირშსა და დიეგო კოლასს შეხვდა და მათთან საქართველოში ენერგეტიკული რეფორმის მიმდინარეობა განიხილა. „ენერგეტიკული რეფორმა, რომელიც ბოლო 2 წელია ხორციელდება, ევროკავშირის მუდმივი ყურადღების ცენტრშია. ეს არის უმნიშვნელოვანესი რეფორმა ჩვენი ეკონომიკისთვის, ჩვენი მოსახლეობისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ენერგეტიკული რეფორმის მაღალი ტემპის გამო ევროკავშირის მხრიდან დადებით შეფასებას ვიმსახურებთ,” – განაცხადა ნათია თურნავამ ...

Read More »

გიორგი კაპანაძე: ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედებამდე დაგეგმილი სამუშაოების გრაფიკი უნდა გასაჯაროვდეს

ამის შესახებ „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ხელმძღვანელმა, გიორგი კაპანაძემ განაცხადა. მისი აზრით, მხოლოდ ამ გზით, ანუ მიმდინარე პროცესებზე საზოგადოების დაინტერესებული წარმომადგენლების მხრიდან მონიტორინგით იქნება შესაძლებელი, რომ თუ 2022 წლის 1 იანვარს არა, გვიან გაზაფხულზე მაინც მოხერხდეს ენერგეტიკული ბირჟის სრულფასოვნად ამოქმედება. „ჩვენს გაკვირვებას იწვევს ის ფაქტი, რომ ენერეტიკული ბირჟის მენეჯმენტი დღემდე არ აკეთებს კომენტარს, თუ რა კონკრეტული გეგმა აქვს საიმისოდ, ...

Read More »

ერაყი “OPEC +”-ის შეხვედრის ახალი თარიღის გამოცხადებას 10 დღის განმავლობაში ვარაუდობს

“OPEC +”-ის შემდეგი შეხვედრის თარიღი შეიძლება გამოცხადდეს ათი დღის განმავლობაში, ერაყის ნავთობის მინისტრის იჰსან აბდ ალ-ჯაბარის განცხადებაზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. ცნობისათვის, “OPEC +”-მა გააუქმა თავისი მორიგი შეხვედრა, რომელიც უნდა ჩატარებულიყო ორშაბათს და შეხვედრის ახალი თარიღი ჯერ არ დაუთქვამს. ”ვიმედოვნებთ, რომ “OPEC +”-ის მომდევნო შეხვედრის თარიღი შეიძლება გამოცხადდეს უახლოესი ათი დღის განმავლობაში”, – იტყობინება სააგენტო Bloomberg მინისტრის სიტყვებზე დაყრდნობით. ...

Read More »

ნავთობის მშთანთქავი და პლასტმასის მჭამელი ბაქტერიები – ისინი არსებობენ

უკვე წლებია აღმოჩენილია სხვადასხვა მეცნიერების მიერ ბაქტერიები, რომლებიც ადაპტირდნენ თანამედროვე გარემოს პირობებში გადარჩენისთვის და გაუჩნდათ უნარი სხვა საკვებთან ერთად, ასევე შეძლონ იკვებონ ჩვენს მიერ დაბინძურებული მასალით – კონკრეტულად – ნავთობით და პლასტიკატით. ბაქტერიების სახეობაა: ენზიმები – რომლებიც ცხოვრობენ ოკეანის გარკვეულ ადგილებში და მიირთმევენ ნავთობს, რომელიც მოხვედრილია ოკეანის წყლებში. სამწუხაროდ ნავთობის ისეთი რაოდენობა იღვრება, რომ პატარა ოდენობის ბაქტერიები ვერ ახერხებენ მის ...

Read More »

აზერბაიჯანული ნავთობის ფასმა $78-ს გადააჭარბა

“Azeri LT CIF”-ის ნედლ ნავთობზე, რომელსაც აზერბაიჯანი მსოფლიო ბაზარს აწვდის, ფასი 0,86 აშშ დოლარით (1,11%) გაიზარდა. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია იუწყება. Azeri Light-ის მარკის ერთი ბარელი ნავთობის ფასი ამ დროისათვის 78,35 აშშ დოლარს შეადგენს. ცნობისთვის, ყველაზე დაბალი ფასი, 2020 წლის 21 აპრილს დაფიქსირდა, იმ დროისთვის 1 ბარელი “Azeri LT CIF”-ის ნედლი ნავთობი 15,81 აშშ დოლარი ღირდა, ხოლო მაქსიმალური ფასი 2008 წლის ივლისში 149,66 დოლარი იყო.

Read More »

ნავთობის ფასი შემცირდა

“ნავთობპროსუქტების იმპორტიორთა კავშირის’ ცნობით, 2021 წლის   6 ივლისის   ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  74.53  (-  1,64 ) დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  73,37 (- 1,79)  დოლარი/ბარელზე.

Read More »