Author Archives: energy

აზერბაიჯანთან ჩვენს ურთიერთობებს ვერაფერი შეუშლის ხელს, ვერც „გაზპრომთან“ დაწყებული მოლაპარაკება

აზერბაიჯანთან ურთიერთობებს ვერაფერი შეუშლის ხელს, ვერც გაზპრომთან მოლაპარაკეები

ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის განცხადებით, “გაზპრომთან” მოლაპარაკებების დაწყებასა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის საქართველოში ვიზიტს, ერთმანეთთან კავშირი არ აქვს. კალაძე აცხადებს, რომ ქვეყანა გაზის დიდ მოცულობას აზერბაიჯანიდან იღებს და აღნიშნულ ქვეყანასთან სტრატეგიულ პარტნიორობას ვერაფერი შეუშლის ხელს. „ალიევის ვიზიტთან არაფერ შუაშია „გაზპრომი“. „გაზპრომთან“ დაწყებული მოლაპარაკებები ესაა ჩვენი პრეროგატივა. ჩვენ გამოვდივართ იქიდან, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ის ურთიერთობები, რომელიც წლების წინ იყო, დღესაც ...

Read More »
აზერბაიჯანული "სოკარი" რუსულ "გაზპრომთან" მოლაპარაკებებს აწარმოებს

აზერბაიჯანული “სოკარი” რუსულ “გაზპრომთან” მოლაპარაკებებს აწარმოებს

როგორც ცნობილი გახდა, აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია რუსულ კომპანიასთან ყიდვა-გაყიდვის შეთანხმების ხელმოწერაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. კომპანიაში აცხადებენ, რომ დღეისათვის არ არის საუბარი იმაზე, რომ აზერბაიჯანმა რუსულ გაზზე უარი თქვას. „თუ რუსული მხარის წინადადებები აზერბაიჯანულ მხარეს არ დააკმაყოფილებს, შეთანხმებას ხელს არ მოვაწერთ. აზერბაიჯანს აქვს გაზი, მაგრამ ჩვენ დაგვჭირდება დამატებითი მოცულობები. ეს თანამშრომლობა დამოკიდებული იქნება სავარაუდო ფასებზე, რას შემოგვთავაზებს რუსული მხარე“, – აცხადებენ „SOCAR“-ში. ...

Read More »
რუსეთის გააქტიურებამ ნავთობის ბაზარზე ფასები დააგდო

რუსეთის გააქტიურებამ ნავთობის ბაზარზე ფასები დააგდო

ნავთობის ბაზარზე ბოლო ერთი კვირის განმავლობაში რუსეთის გააქტიურების შემდეგ ოთხშაბათს პირველად როგორც ბრენტის ტიპის ისე ამერიკული ნედლი ნავთობის ფასზე მცირე ზრდა დაფიქსირდა. ამერიკული ნედლი ნავთობის შემთხვევაში ფასმა 0.29%-ით მოიმატა და ბარელზე მისი ღირებულება 46 დოლარს ასცდა. კვირის განმავლობაში ამერიკის ნავთობის ასოციაცია წარმოების შესახებ მაჩვენებელს გამოაქვეყნებს. ეს ინფორმაცია კი აუცილებლად იმოქმედებს ნავთობის ფასზე. რაც შეეხება რუსული ნავთობის თემას, აქ გასულ თვეში ...

Read More »
კახა კალაძე: დაახლოებით 3 ათას მეგავატზე უკვე არის ხელმოწერილი ახალი ხელშეკრულებები

კახა კალაძე: დაახლოებით 3 ათას მეგავატზე უკვე არის ხელმოწერილი ახალი ხელშეკრულებები

Green World Conferences-ის ეგიდით და ენერგეტიკის სამინისტროს მხარდაჭერით, 5-6 ნოემბერს თბილისი მასპინძლობს “ჰიდროტექ საქართველოს” რიგით მეორე საერთაშორისო კონფერენციას. კონფერენციაზე ისაუბრებენ ჰიდროენერგეტიკის, განახლებადი ენერგიის წყაროების, ინვესტიციების მოზიდვის,  საერთაშორისო პროექტებისა და  საქართველოში საკანონმდებლო რეგულირების საკითხების შესახებ. კონფერენციას ესწრებიან საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები, დარგის ინვესტორები, ჰიდროეელექტროსადგურების მფლობელი კომპანიები,   საკონსულტაციო კომპანიები  და იურისტები. „ეს კონფერენცია მეორედ იმართება საქართველოში, სადაც მონაწილეობენ სხვადასხვა ევროპული კომპანიები, რომლებიც ჰიდრო ...

Read More »
კახა კალაძე: ჩვენი ენერგოპოლიტიკის ძირითადი მიზანი ჰესების მშენებლობაა

კახა კალაძე: ჩვენი ენერგოპოლიტიკის ძირითადი მიზანი ჰესების მშენებლობაა

ვიცე-პრემიერმა/ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ “ჰიდროტექ საქართველოს” საერთაშორისო კონფერენცია გახსნა. “მოგეხსენებათ საქართველოს ენერგეტიკა  ბოლო წლებია განსაკუთრებული ყურადღების და ინტერესის ცენტრშია. ჩვენს დარგში განხორციელებული ინვესტიციების წილი  ქვეყნის ეკონომიკაში გამოკვეთილად მნიშვნელოვანია. ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა, სხვა ალტერნატიული ენერგიის წყაროების გამოყენებასთან ერთად, არის საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკის ერთ-ერთი ძირითადი მიზანი, რაშიც მოიაზრება ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაუმჯობესება. ჩვენ ძალისხმევას არ ვიშურებთ, რომ საქართველო, რომელიც განვითარების გზაზეა უფრო მიმზიდველი ...

Read More »
ქართულ ენერგეტიკაში მსგავსი მასშტაბის ინვესტიციები 70–იანი წლების შემდეგ არ განხორციელებულა

ენერგეტიკაში მსგავსი მასშტაბის ინვესტიციები 70–იანი წლების შემდეგ არ განხორციელებულა

თბილისი საერთაშორისო კონფერენციას „ჰიდტექ საქართველო“  მასპინძლობს. კონფერენცია ვიცე–პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ გახსნა. ენერგეტიკის მინისტრმა კონფერენციაზე ჰიდროენერგეტიკის განახლებადი ენერგიის წყაროების ინვესტიციების მოზიდვის, საერთაშორისო პროექტებისა და საქართველოში საკანონდმებლო რეგულირების საკითხების შესახებ ისაუბრა. „ენერგეტიკა საქართველოში არის ერთ–ერთი წამყვანი დარგი. საქართველოს ხელისუფლებამ, მთავრობამ, პრიორიტეტად დაასახელა ეს მიმართულება, რათა ჩვენ მაქსიმალურად მოვახერხოთ და ახლო მომავალში ეს რესურსები ავითვისოთ. საქართველო პატარა ქვეყანაა, თუმცა ძალიან მდიდარია წყლის ...

Read More »
სოკარმა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ნავთობის ტრანსპორტირება 16%-ით შეამცირა

სოკარმა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ნავთობის ტრანსპორტირება 16%-ით შეამცირა

მიმდინარე წელს აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია „სოკარმა“ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ნავთობის ტრანსპორტირება 16%-ით შეამცირა. “სოკარის” ინფორმაციით, 2015 წლის იანვარი-ოქტომბრის პერიოდში გაზსადენით 14 მილიონ 549,129 ათასი ტონა აზერბაიჯანული ნავთობის ტრანსპორტირება მოხდა. 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტი 2 მილიონ 727,342 ათასი ტონით შემცირდა. 2014 წლის იანვარი-ოქტომბრის პერიოდში გაზსადენის საშუალებით ნავთობის ექსპორტის მოცულობამ 17 მილიონ 276,471 ათასი ტონა შეადგინა. მიმდინარე წლის ოქტომბერში კი 1 ...

Read More »
საპარტნიორო ფონდი აზიის წყლის საბჭოს წევრი გახდა

საპარტნიორო ფონდი აზიის წყლის საბჭოს წევრი გახდა

საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ნათია თურნავა 29/30 ოქტომბერს ნენსკრა ჰესის პროექტის ინვესტორი კომპანია K Water-ის მიწვევით კორეის დედაქალაქ სეულში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა. ნათია თურნავამ მონაწილეობა მიიღო აზიის წყლის საბჭოს სხდომაში, რომელსაც აზიის და ევროპის ქვეყნების სამთავრობო და კომერციული სტრუქტურების, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების და აკადემიური წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. K Water-ის რეკომენდაციით საპარტნიორო ფონდი აზიის წყლის საბჭოს წევრი გახდა, რაც ფონდს ...

Read More »
2015 წლის ენერგოგიგანტების Top-5

2015 წლის ენერგოგიგანტების Top-5

საერთაშორისო ჯურნალმა Platts-მა 2015 წელს ენერგეტიკის სექტორში მოქმედი ყველაზე წარმატებული კომპანიების რეიტინგები გამოაქვეყნა. 2015 წლის რეიტინგები საკმაოდ საინტერესოდ გამოიყურება და გასულ წელთან შედარებით საკმაოდ მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა. მაგალითად 2015 წელს ბრიტანული ენერგოგიგანტი BP წინა წლისგან განსხვავებით მე-2-ე ადგილის ნაცვლად 29-ე ადგილას აღმოჩნდა. ასევე ძალიან გაუარესდა რუსული “გაზპრომის” მონაცემები, ის 2014 წლის რეიტინგებში მსოფლიოს წამყვან კომპანიებში მე-4-ე ადგილს იკავებდა თუმცა წელს ...

Read More »
ქობულეთის შემოვლით გზაზე საავტომობილო გვირაბი ავსტრიული მეთოდით შენდება

ქობულეთის შემოვლით გზაზე საავტომობილო გვირაბი ავსტრიული მეთოდით შენდება

ქობულეთის შემოვლით გზაზე 295 მეტრიანი საავტომობილო გვირაბის მშენებლობა ახალი ავსტრიული მეთოდით მიმდინარეობს, რაც გვირაბის მშენებლობას ოპტიმალური სამაგრის შერჩევით ითვალისწინებს. სუსტი გრუნტის შემთხვევაში, ახალი ავსტრიული მეთოდის გამოყენებით, ხდება დროებითი სამაგრების მოწყობა, რომელიც ზუსტად აჩვენებს დეფორმაციის კუთხეებს და შესაძლებლობას იძლევა  საბოლოო სამაგრების მშენებლობამდე მოხდეს კორექტირება. ეს მეთოდი მსოფლიოს მრავალ, განვითარებულ ქვეყანაშია აპრობირებული. საავტომობილო გვირაბის სამშენებლო სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო ...

Read More »