2015 წლის ენერგოგიგანტების Top-5

2015 წლის ენერგოგიგანტების Top-5

საერთაშორისო ჯურნალმა Platts-მა 2015 წელს ენერგეტიკის სექტორში მოქმედი ყველაზე წარმატებული კომპანიების რეიტინგები გამოაქვეყნა. 2015 წლის რეიტინგები საკმაოდ საინტერესოდ გამოიყურება და გასულ წელთან შედარებით საკმაოდ მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა.

მაგალითად 2015 წელს ბრიტანული ენერგოგიგანტი BP წინა წლისგან განსხვავებით მე-2-ე ადგილის ნაცვლად 29-ე ადგილას აღმოჩნდა. ასევე ძალიან გაუარესდა რუსული “გაზპრომის” მონაცემები, ის 2014 წლის რეიტინგებში მსოფლიოს წამყვან კომპანიებში მე-4-ე ადგილს იკავებდა თუმცა წელს რუსეთის სახელმწიფო კომპანიამ 43-ე ადგილას გადაინაცვლა.

Energynews.ge წარმოგიდგენთ წლევანდელი რეიტინგების Top-5 ენერგოგიგანტს, მათი ფინანსური აქტივების, წლიური შემოსავლების, წმინდა მოგებისა და სხვა მონაცემების მიხედვით.

exxon-mobil-logos1. Exxon mobile corp.

  • კორპორაციის საქმიანობის სფერო: ნავთობი/ბუნებრივი აირი
  • ფინანსური აქტივები: 349,493,000,000 $
  • წლიური შემოსავლები: 369,431,000,000 $
  • წმინდა მოგება: 32,520,000,000 $
  • ამონაგები ინვესტირებულ კაპიტალზე: 16%

კორპორაცია Exxon mobile corpის ძირითადი საქმიანობის სფერო ბუნებრივი აირისა და ნავთობის მოპოვება-გადამუშავებაა. 1999 წლის ნოემბრამდე კომპანა Exxon corporation ერქვა ხოლო შემდგომში კომპანიის მესვეურებმა სახელი შეცვალეს და დღემდე მსოფლიოს უმსხვილესი ენერგოკომპანიის სახელწოდება Exxon mobile corp-ია. აღნიშნული კომპანია 1870 წელს ტეხასში დაფუძნდა და სათაო ოფისი დღემდე პირვანდელ ადგილას მდებარეობს.

chevronlogo2. Chevron corp.

  • კორპორაციის საქმიანობის სფერო: ბუნებრივი აირი/ნავთობპროდუქტები
  • ფინანსური აქტივები: 266.026.000.000 $
  • წლიური შემოსავლები: 192.308.000.000 $
  • წმინდა მოგება: 19.241.000.000 $
  • ამონაგები ინვესტირებულ კაპიტალზე: 10%

კორპორაცია Chevron-ი ძირითადად დაკავებულია, ბუნებრივი აირისა და ნავთობის მოპოვებით. კორპორაცია ასევე თავისი შვილობილი კომპანიების მეშვეობით, აწარმოებს სხვადასხვა სახის ნავთობის ქიმიკატებს, საავტომობილო ზეთებს და სხვა ფართო მოხმარების ნავთობპროდუქტებს. Chevron corp-ი ასევე ფლობს რამოდენიმე ნავთობისა და ბუნებრივი აირის მილსადენებს მსოფლიოს სხვადასხვა კონტინენტზე. გარდა ბუნებრივი აირისა და ნავთობის ჭაბურღილებისა Chevron corp-ს თავისი ბიზნეს საქმიანობა დივერსიფიცირებული აქვს და კორპორაცია წარმატებით ოპერირებს ისეთ სექტორებში, როგორებიცაა უძრავი ქონება, სადაზღვევო სექტორი, საფინანსო ინსტიტუტები, ახალი ტექნოლოგიები და ა.შ. კორპორაცია 1879 წელს კალიფორნიის შტატში.

Shell-CEO-Ben-van-Beurden-Updates-Companys-Priorities3. Royal Dutch Shell plc.

  • საქმიანობის სფერო: ბუნებრივი აირი/ნავთობპროდუქტები
  • ფინანსური აქტივები: 353.116.000.000 $
  • წლიური შემოსავლები: 421.105.000.000 $
  • წმინდა მოგება: 14.864.000.000 $
  • ამონაგები ინვესტირებულ კაპიტალზე: 7%

 

Royal Dutch Shell plc. მსოფლიოს მასშტაბით, ნავთობისა და ბუნებრივი გაზის მომპოვებელ უმსხვილეს ჭაბურღილებს ფლობს და მისი ძირითადი მოგებაც ამ საქმიანობიდან აქვს. კორპორაცია სხვა ნავთობმომპოვებელი კორპორაციებისგან განსხვავებით, თავად ამუშავებს პირველადი სახით მოპოვებულ ნავთობს და მომხმარებლებს საცალო ქსელში საწვავის სახით სთავაზობს მას. გარდა ნავთობისა და ბუნებრივი აირისა კომპანია ასევე დაკავებულია ელექტროენერგიის წარმოებით და მის მფლობელობაშია ბევრი, როგორც ჰიდრო ისე ქარისა და მზის სადგურები. კორპორაცია 1907 წელს ჰოლანდიაში დაფუძნდა.

China-CNOOC-to-Establish-Environmental-Protection-Foundation4. CNOOC ltd.

  • საქმიანობის სფერო: ნავთობისა და გაზის ძიება/წარმოება
  • ფინანსური აქტივები: 106,930,000,000 $
  • წლიური შემოსავლები: 44,249,000,000 $
  • წმინდა მოგება: 9,711,000,000
  • ამონაგები ინვესტირებულ კაპიტალზე: 12%

CNOOC ltd. საინვესტიციო ჰოლდინგი წარმატებით ოპერირებს საერთაშორისო ბირჟებზე ნედლი ნავთობის ვაჭრობით. კომპანია 1999 წელს გაერთიანდა ჰონგ კონგის ერთ-ერთ უმსხვილეს ნავთობმომპოვებელ კომპანია Red Chip-თან. თუმცა როგორც სხვა დიდ ტრანსნაციონალურ კორპორაციებს ისე CNOOC ltdსაც თავისი ბიზნეს საქმიანობა დივერსიფიცირებული აქვს და გარდა მძიმე მრეწველობისა წარმატებით ოპერირებს სხვადასხვა სფეროებში.

MPlast_Petrochina5. Petro China co ltd

  • საქმიანობის სფერო: ნავთობი/ბუნებრივი აირი
  • ფინანსური აქტივები: 388.042.000.000 $
  • წლიური შემოსავლები: 168.279.000.000 $
  • წმინდა მოგება: 17.289.000.000 $
  • ამონაგები ინვესტირებულ კაპიტალზე: 6%

Petro China co ltd  ჩინეთის ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს შვილობილი კომპანიაა. მისი ძირიტადი აქტივები სწორედ ჩინური ბუნებრივი რესურსებია. აღნიშნული კორპორაცია გარდა ბუნებრივი რესურსების ძიებისა და წარმოებისა აქტიურად ოპერირებს მათი ტრანზიტის კუთხითაც. კომპანიის საქმიანობაში ასევე შედის საცალო ბაზრის მომსახურებაც. 2014 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით Petro China 76,795 კმ მილსადენებს ფლობდა. (აქედან 48,602 კილომეტრი გაზსადენი ხოლო 28,193 ნავთობსადენი) კომპანია 1988 წელს დაფუძნდა.

Energynews

Leave a Reply