რუსეთის გააქტიურებამ ნავთობის ბაზარზე ფასები დააგდო

რუსეთის გააქტიურებამ ნავთობის ბაზარზე ფასები დააგდო

ნავთობის ბაზარზე ბოლო ერთი კვირის განმავლობაში რუსეთის გააქტიურების შემდეგ ოთხშაბათს პირველად როგორც ბრენტის ტიპის ისე ამერიკული ნედლი ნავთობის ფასზე მცირე ზრდა დაფიქსირდა.

ამერიკული ნედლი ნავთობის შემთხვევაში ფასმა 0.29%-ით მოიმატა და ბარელზე მისი ღირებულება 46 დოლარს ასცდა. კვირის განმავლობაში ამერიკის ნავთობის ასოციაცია წარმოების შესახებ მაჩვენებელს გამოაქვეყნებს. ეს ინფორმაცია კი აუცილებლად იმოქმედებს ნავთობის ფასზე.

რაც შეეხება რუსული ნავთობის თემას, აქ გასულ თვეში ნავთობის წარმოების მაჩვენებელი დღეში თითქმის 11 მილიონ ბარელამდე დაფიქსირდა და ოფიციალური პირების განცხადებით პოსტ საბჭოთა რეკორდი მოხსნა. ფაქტია, რომ ვენაში გამართულ რუსეთისა და ოპეკის ქვეყნების  ოფიციალურ შეხვედრაზე ნავთობის წარმოების მაჩვენებლების შემცირება განხილვის თემა აშკარად არ ყოფილა.

თავად რუსეთის ენერგეტიკის სფეროს მაღალჩინოსნების განცხადებით, წარმოების გაბერილ მაჩვენებლებში საგანგაშო არაფერია. მათი თქმით, თუ ნავთობის ფასის დაბალი ტრენდი დინამიკაში კიდევ დიდი ხნის განმავლობაში შენარჩუნდა, წარმოება აუცილებლად დაიკლებს.

Admiral markets Georgia

Leave a Reply