Author Archives: energy

რა დანაკლისს მიიღებს საქართველოს ენერგოსისტემა ენგურჰესის გაჩერებით?

საქართველოში ყველაზე დიდი ჰესი სადერივაციო გვირაბის რეაბილიტაციის გამო 20 იანვრიდან 3 თვით გაჩერდა. ქვეყნის უმსხვილეს ჰიდროელექტროსადგურზე, რომელიც მე-20 საუკუნის 70-იან წლებში ამოქმედდა, კომპლექსური სარემონტო და სარეაბილიტაციო სამუშაოები ბოლოს 15 წლის წინ განხორციელდა. სადგურის უსაფრთხო ფუნქციონირებისთვის აუცილებელი გახდა მისი დროებითი გაჩერება. ამისთვის ოპტიმალური პერიოდი შეირჩა, როდესაც „ენგურჰესში“ წყლის რესურსი მინიმალურია – ამავე დროს, პროექტი მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში, 24-საათიანი სამუშაო რეჟიმით განხორციელდება, ...

Read More »

როგორია ცხოვრება იაპონიის ეკო-ქალაქში

დღესდღეობით პლანეტის მოსახლეობის ნახევარზე მეტი ქალაქში ცხოვრობს, იაპონიაში კი ეს მაჩვენებელი 92%-ს შეადგენს. ურბანიზაციას ბევრი სიკეთის მოტანა შეუძლია, თუმცა არსებობს გარკვეული პრობლემებიც, რომლებიც ქალაქში ცხოვრებას არც ისე კომფორტულს ხდის. სწორედ ამიტომ იაპონიაში დაიწყეს იმაზე ფიქრი ,თუ როგორი უნდა იყოს მომავლის ქალაქები, რომლებიც ერთდროულად თანამედროვე, ეკომეგობრული და ბუნებასთან შერწყმული იქნება. ამ დროისათვის ქვეყანაში უკვე რამდენიმე მსგავსი პროექტის განხორციელება დაიწყეს. ერთ-ერთ მათგანში ...

Read More »
როგორ ითვისებს საქართველო არსებულ ენერგოპოტენციალს

2020 წელს საქართველოში ელექტროენერგიის წარმოებასა და იმპორტთან ერთად, შემცირდა მისი ექსპორტი და ტრანზიტიც

საქართველოში ელექტროენერგიის წარმოებამ 2020 წელს 11 159,8 მლნ კვტ / სთ. შეადგინა, რაც 2019 წელთან შედარებით, 5,9% -ით ნაკლებია . გასულ წელს ჰიდროელექტროსადგურების მიერ წარმოებული ელექტროენერგია შემცირდა 7,7% -ით, ხოლო თბოელექტროსადგურების – 0,7% -ით. საქართველოში მოქმედმა ერთადერთმა ქარის ელექტროსადგურმა კი 7,2% -ით გაზარდა გენერაცია, წლის განმავლობაში 90,8 მლნ კვტ / სთ-მდე. მთლიანობაში, საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტი შემცირდა 1% -ით – 1.61 ...

Read More »

“გაზპრომმა“ პოლიტიკური რისკების გამო პროექტი Nord Stream-2 შეაჩერა

“გაზპრომმა“ პოლიტიკური რისკების გამო პროექტი Nord Stream-2 შეაჩერა. ინფორმაციას რუსული გამოცემა Tass.ru ავრცელებს. მათი ცნობით, ენერგოკომპანიაში აღნიშნავენ, რომ ჰოლდინგისთვის პროექტი ერთ-ერთ მნიშვნელოვან საინვესტიციო პროექტად რჩება და მისი ექსპლუატაციაში შეყვანა გონივრულ ვადებში იგეგმება. „გაზპრომი“ პოლიტიკური მდგომარეობის მკვეთრი ცვლილების პირობებში Nord Stream-2-ის განხორციელების შეჩერებას ან პროექტის სრულ გაუქმებას არ გამორიცხავს. ამის შესახებ ჰოლდინგის ობლიგაციების ახალი განთავსების მემორანდუმშია ნათქვამი. „ჩვენი მსხვილი საერთაშორისო პროექტების განხორციელებისას, ისეთი ...

Read More »

BIQ წყალმცენარეების სახლი, რომელიც ენერგიას აწარმოებს

BIQ წარმოადგენს მრავალბინიან სახლს 15 საცხოვრებელი ერთეულით ჰამბურგში. ეს არის ბიო-პასიური სახლი, CO2-მწირი, თვითუზრუნველმყოფი სახლი. მას გააჩნია ერთიანი ენერგოკონცეფცია, რომელიც გულისხმობს დენისა და სითბოსათვის აუცილებელი ენერგიის მთლიანად მოპოვებას რეგენერაციული წყაროებიდან. წყალმცენარეებისგან ბიომასის მიღების შედეგად BIQ – წყალმცენრეების სახლს შეუძლია თავად აწარმოოს ენერგია. ამასთანავე, ფასადი იღებს ენერგიას, რამდენადაც იგი შთანთქავს იმ სინათლეს, რომელსაც არ იყენებენ წყალმცენარეები და მზის თერმული დანადგარის მსგავსად ...

Read More »
ენერგეტიკის ექსპერტი: შესაძლოა, თბილისი ცდილობს, საქართველოსთვის აზერბაიჯანული კომერციული გაზის ფასი შეამციროს

დაბალი ტემპერატურის გამო, თურქეთში ბუნებრივი აირის მოხმარებამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია

ტემპერატურის მკვეთრი კლების ფონზე, თურქეთში ბუნებრივი აირის მოხმარება რეკორდულად გაიზარდა, – ამის შესახებ Anadolu წერს. თურქეთის ნედლი ნავთობის და ბუნებრივი გაზის მილსადენების სავაჭრო კომპანიის, BOTAS–ის მონაცემებით, 18 იანვარს, ბუნებრივი აირის მოხმარებამ 274 მილიონი კუბური მეტრი შეადგინა. ამ დრომდე, ბუნებრივი აირის მოხმარების რეკორდული მაჩვენებელი 2019 წლის 8 იანვარს აღრიცხეს. მაშინ ქვეყანამ 245 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი მოიხმარა.

Read More »

მურმან მარგველაშვილი: „საუკეთესო მსოფლიო პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ფასების სუბსიდირება ნელ-ნელა უნდა აღმოიფხვრას“

ეკონომიკის სამინისტროს მიერ დამტკიცებული ბუნებრივი აირის ბალანსის დოკუმენტიდან ირკვევა, რომ წელს გაზის მოხმარება 186 მილიონი კუბურ მეტრით გაიზრდება და 2.7 მილიარდ კუბურ მეტრს გადააჭარბებს. ქვეყანა ბუნებრივი აირის 92 %-ზე მეტს აზერბაიჯანიდან იღებს. გასული წლის დეკემბერში მიღწეული შეთანხმების შედეგად „სოკარმა“ საქართველოსთვის ეგრეთწოდებული სოციალური გაზის ტარიფის შემცირების თაობაზე მიიღო გადაწყვეტილება. აღნიშნული ფასდაკლება 200 მილიონ კუბურ მეტრ მოცულობის ბუნებრივ აირს შეეხება. წელს არის ...

Read More »

აშშ-მა „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის მშენებლობაში მონაწილე რუსულ ხომალდს სანქციები დაუწესა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობაში მონაწილე რუსული ხომალდის „ფორტუნას“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება.  სანქციები ასევე დაუწესდა ხომალდის მფლობელ რუსულ კომპანიას. შეზღუდვები ითვალისწინებს ექსპორტის, საბანკო და სავალუტო ოპერაციების აკრძალვას, ასევე აქტივების დაყადაღებას. სანქციების ქვეშ ასევე მოხვდნენ ხომალდები „რუსტანკერი“, „მაქსიმ გორკი“ და „სიერა“, რომლებიც რუსეთის დროშის ქვეშ დაცურავენ. ამერიკის ფინანსთა სამინისტროს მიერ დაწესებული სანქციების სიაში ასევე ...

Read More »

2020 წელს დე ფაქტო აფხაზეთს „ენგურჰესისა” და „ვარდნილჰესის” მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის 76,72% მიეწოდა

ესკოს მონაცემების თანახმად, 2020 წელს ენგურის და ვარდნილის ჰიდროელექტროსადგურების ჯამურმა გამომუშავებამ 3326,8 მლნ კვტსთ შეადგინა. გამომუშავებული 3326,8 მლნ კვტსთ-დან დეფაქტო აფხაზეთმა მოიხმარა 2552,4 მლნ კვტსთ ანუ სულ გამომუშავებული ელექტროენერგიის 76,7%ესკოს მონაცემების ანალიზიდან ჩანს, რომ ენგურის და ვარდნილის ჰიდროელექტროსადგურების მიერ 2007-2020 წლებში გამომუშავებული იყო 55972,211 მლნ კვტსთ. დე ფაქტო აფხაზეთისთვის 2007-2020 წლებში მიწოდებულია 23914,408 მლნ კვტსთ ელექტროენერგია ანუ ენგურის და ვარდნილის ...

Read More »

სოფელ იყალთოს საბავშვო ბაღი პირველი ენერგოეფექტური ბაღი იქნება მუნიციპალიტეტის მასშტაბით

სოფელ იყალთოს საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაცია დასკვნით ეტაპზეა. სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტისა და ევროკავშირის მიერ იქნა დაფინანსებული. პროექტი საბავშვო ბაღის შენობის თბო-მოდერნიზაციასთან ერთად, განახლებადი ენერგიის მიწოდების ჯაჭვის შექმნას მოიცავს, რაც შენობის გათბობის უზრუნველსაყოფად სასოფლო-სამეურნეო ნარჩენების გამოყენებას გულისხმობს (ვენახის ნასხლავი). აღნიშნული პროექტი 2020 წლის ევროკავშირის მდგრადი ენერგიის ჯილდოს მე-3 ადგილის მფლობელი გახდა. სოფელ იყალთოს საბავშვო ბაღი პირველი ენერგოეფექტური ბაღი იქნება მუნიციპალიტეტის ...

Read More »