Author Archives: energy

რეგიონული კრიზისი და გამოსავლის ძიება

ვახტანგ ჭარაია “ნამახვანჰესზე” – სჯობს, ჩვენი ბინის შეძენაში ვიხადოთ ყოველთვიური ტარიფი, ვიდრე სხვისი ბინის მუდმივ ქირაში

ინტერვიუ თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორ ვახტანგ ჭარაიასთან. – რამდენად მიზანშეწინილად მიგაჩნიათ ჰიდროენერგეტიკის განვითარება საქართველოში მოსახლეობის პროტესტის ფონზე? -საქართველო ენერგოდეფიციტური ქვეყანაა და ეს არა მხოლოდ ელექტროენერგიას ეხება, არამედ ბუნებრივ აირსაც, ნავთობპროდუქტებსაც. იქ, სადაც არსებობს ბუნებრივი შეზღუდვა, რა თქმა უნდა, საქართველომ უნდა შეიძინოს იმპორტირებული რესურსი, თუმცა გასაკვირია, რატომ ვცდილობთ, არ გამოვიყენოთ ის შესაძლებლობები, რომელიც ისედაც ...

Read More »

ნუგზარ კევლიშვილი: მცირე ზომის ფეროშენადნობთა საწარმოები დახურვის საფრთხის წინაშე არიან

ფეროშენადნობთა მწარმოებელი მცირე და საშუალო ზომის საწარმოები დახურვის საფრთხის წინაშე დგანან. მიზეზი ელექტროენერგიის ტარიფის მკვეთრი ზრდაა. ფეროშენადნობთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ნუგზარ კევლიშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ განმარტავს, რომ გადასახადი თითქმის 90%-ით გაძვირდა. “არსებობს იმის საშიშროება, რომ მცირე ზომის საწარმოები დაიხუროს. დახურვის საშიშროების წინაშე აღმოჩნდებიან, თუ ვერ გამოინახა იაფი ელექტროენერგიის მოძიების გზები. ალბათ, სახელმწიფო ალტერნატიული წყაროების მოძიებაში უნდა მოგვეხმაროს. ეს არაჩვეულებრივი იქნება. ასევე, გატარების ტარიფები, ...

Read More »

რაკეშ ნაიკი: Covid 19 და ენერგო კომპანიების გამოწვევები

2020 წლის დასწყისში, მსოფლიო ახალი გამოწვევის წინაშე დადგა, Covid 19-მა მნიშვნელოვანი გავლენა იქონია თითქმის ყველა სექტორზე და რეკორდულ დროში შეცვალა მსოფლიოს დღის წესრიგი. პანდემიასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე, კომპანია ,,აჭარისწალი ჯორჯიას’’ აღმასრულებელ დირექტორს რაკეშ ნაიკს ვესაუბრეთ, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში აშენებულ ყველაზე დიდ ენერგო პროექტს –  შუახევი ჰესს ხელმძღვანელობს. შუახევი ჰესი ოპერირებაში 2020 წლის გაზაფხულზე შევიდა და მის მიერ გამომუშავებულმა ელექტროენერგიამ დაახლოებით ...

Read More »

SOCAR Petroleum ყარაბაღში ავტოგასამართი სადგურების გახსნას გეგმავს

SOCAR Petroleum CJSC (SOCAR– ის შვილობილი კომპანია) გეგმავს ახალი ავტოგასამართი სადგურების გახსნას ყარაბახის ტერიტორიაზე. ”ჩვენ შუშას ვაწვდით საწვავს სატვირთო მანქანებით. თუმცა, SOCAR Petroleum ამით არ შემოიფარგლება და მომავალში დაგეგმილია SOCAR ბრენდის ბენზინგასამართი სადგურების გახსნა ყარაბახის ტერიტორიაზე”, – განაცხადეს კომპანიაში. SOCAR Petroleum დაარსდა 2008 წლის იანვარში და ის ნავთობპროდუქტების საცალო ვაჭრობითა და SOCAR– ის ბრენდის ავტოგასამართი სადგურების ქსელის გაფართოებით არის დაკავებული. ...

Read More »

რუსეთის შემოსავალი ნავთობისა და გაზის გაყიდვებიდან მკვეთრად შემცირდა

რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახურის მონაცემების მიხედვით, ქვეყნის შემოსავალი  ნავთობისა და გაზის გაყიდვებიდან მნიშვნელოვნად  შემცირდა. 2020 წლის იანვარ-ნოემბრის თვეების განმავლობაში რუსეთიდან ნავთობის ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი 40.9%-ით შემცირდა 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით და შეადგინა 66.391 მილიარდი დოლარი. ამ პერიოდში ბენზინის ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი 14%-ით შემცირდა, ხოლო თხევადი ბუნებრივი აირის ექსპორტიდან – 15,3%-ით.  ადრე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბრის თვეებში “გაზპრომის” შემოსავალი გაზის ...

Read More »
ენერგია და მისი გამომუშავების ალტერნატიული მეთოდები

ახალი რეგულაცია ბიზნესს – საქართველოში გარემოსდაცვითი მოთხოვნები ამოქმედდება

საქართველოში გარემოსდაცვითი მოთხოვნები 1-ელი ივნისიდან ამოქმედდება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებული რეგულაციების ამოქმედების მიზანია მწარმოებელთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის გაზრდა, რაც დადებითად აისახება ქვეყნის ეკოლოგიურ მდგომარეობაზე. “ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ორი ძირითადი წყარო არსებობს – ტრანსპორტი და სამრეწველო ობიექტები. სამრეწველო საწარმოებიდან ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შესამცირებლად, სამინისტრომ მოამზადა საკმაოდ მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ინიციატივა, რაც საწარმოების სათანადო ფილტრაციის სისტემებით აღჭურვას და ...

Read More »

BITCOIN-ს შეუძლია ოქროს, როგორც ფასეულობის ჩანაცვლება – სინგაპურის ბანკი

სინგაპურის ბანკი მიიჩნევს, რომ ციფრულ კრიპტოვალუტებს შეუძლიათ ჩაანაცვლონ ტრადიციული აქტივები, როგორიცაა ოქრო, – წერს ბრიტანული გამოცემა Independent-ი. სინგაპურის ბანკის მთავარი ეკონომისტის მანსორ მოჰი-უდდინის თქმით, ინვესტორებისთვის Bitcoin-ი თავიანთი პორტფელის გასაძლიერებლად სულ უფრო აქტუალური ხდება, თუმცა რჩება მრავალი გამოწვევა. ინვესტორებს სჭირდებათ სანდო ინსტიტუტები, რომ ციფრული ვალუტის უსაფრთხოდ დაცვა შეძლონ. ”Bitcoin-ი არასტაბილურია, რადგან მისი აქციების ფასი ბოლო ერთი წლის განმავლობაში $4,000-დან $ 40,000-ზე გაიზარდა ...

Read More »
ელექტროენერგიის ექსპორტის ნახევარი თურქეთზე მოდის

რომელი კომპანიები მოიხმარენ საქართველოში ყველაზე მეტ ელექტროენერგიას?

საქართველოში კერძო კომპანიების უდიდესი ნაწილი ელექტროენერგიას ან “თელასის” ან “ენერგო-პროჯორჯიას” ქსელიდან იღებს. თუმცა, 16 მსხვილ კომპანიას “პირდაპირი მომხმარებლის” სტატუსი აქვს და ისინი ელექტროენერგიას “თელასისა” და “ენერგო პროს” გვერდის ავლით იღებენ. სახელმწიფო კომპანია ესკოს ანგარიშში საუბარია 2020 წლის განმავლობაში ამ კომპანიების მიერ მიღებული ელექტროენერგიის მოცულობის შესახებ. დოკუმენტის თანახმად, კომპანიებს შორის ყველაზე მეტ დენს “ჯორჯიან მანგანეზი” მოიხმარს, რომელმაც გასულ წელს 1.01 მილიარდი ...

Read More »

2020 წელს ჩინეთში ნავთობის მოპოვება 1,6%-ით გაიზარდა, გაზის – 9,8%-ით

2020 წლის შედეგებით ჩინეთმა ნავთობის მოპოვება 1.6%-ით გაზარდა  – 195 მილიონ ტონამდე, ნათქვამია სტატისტიკის სახელმწიფო სამსახურის მიერ გავრცელებულ მონაცემებში. ამავდროულად, ნავთობის იმპორტი გაიზარდა 7,3%-ით და შეადგინა 540 მილიონი ტონა. გადამუშავების მოცულობა გაიზარდა 3%-ით და 670 მილიონ ტონამდე. დეკემბრის თვეში ნავთობის მოპოვება გაიზარდა 0,9%-ით წლიურ გამოხატულებაში და მიაღწია 16,27 მლნ ტონას, ხოლო იმპორტი შემცირდა  15,4%-ით 38,47 მლნ ტონამდე, ავრცელებს ინფორმაციას სააგენტო “სინჰუა”. გასულ წელს ჩინეთში ბუნებრივი გაზის ...

Read More »

ოკუპირებულ აფხაზეთში კრიპტოვალუტის მაინინგი დასჯადი გახდება

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ პარლამენტს კრიპტოვალუტის უკანონო მომპოვებლების წინაამღდეგ სანქციების გამკაცრების და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შემოღების თაობაზე კანონპროექტი წარუდგინა. აფხაზი ენერგეტიკოსები იმედოვნებენ, რომ ეს ზომა ნაწილობრივ მაინც შეამცირებს ვირტუალური ვალუტის მოპოვებას, რომელიც რესპუბლიკის ენერგოსისტემას ანგრევს და მოსახლეობას პრობლემებს უქმნის. ელექტროენერგიის ჭარბი მოხმარებით გამოწვეული მწვავე ენერგოკრიზისი ოკუპირებულ აფხაზეთში კვლავ გრძელდება და ამის მიზეზად უკვე საყოველთაოდ და ოფიციალურად აღიარებულ იქნა ...

Read More »