Author Archives: energy

საქართველოში გაზზე მომუშავე ავტომობილების შემოწმება დაიწყო

საქართველოში გაზზე მომუშავე ავტომობილების შემოწმება დაიწყო

ჩვენს ქვეყანაში გაზზე მომუშავე ავტომობილების შემოწმება დაიწყეს. ტექნიკური ინსპექტირება დაახლოებით 60 ლარი ეღირება და მას რამდენიმე კომპანია განახორციელებს. ჯერჯერობით მხოლოდ ორი მათგანია ცნობილი: შპს „აირბალონი“ და შპს „გაზინჟინერი“. ეკონომიკის სამინისტროს აკრედიტაციის ცენტრში ამბობენ, რომ მათი მოთხოვნები ჯერ მხოლოდ ამ ორმა კომპანიამ დააკმაყოფილა. ისიც ცნობილია, რომ მძღოლები, რომლებიც შეუმოწმებელი ავტომობილით იმოძრავებენ, 100 ლარით დაჯარიმდებიან. დღეს საქართველოში არავინ უარყოფს, რომ ტექდათვალიერების შემოღება ...

Read More »
Google-ს ელექტროენერგიით ქარზე მომუშავე ნორვეგიული ელექტროსადგური მოამარაგებს

Google-ს ელექტროენერგიით ქარზე მომუშავე ნორვეგიული ელექტროსადგური მოამარაგებს

მომდევნო 12 წლის განმავლობაში კომპანია Google-ს ელექტროენერგიით ნორვეგული კომპანია Norsk Vind Energi მოამარაგებს. შესაბამის შეთანხმებას ორმა კომპანიამ გუშინ მოაწერა ხელი. Google-სთვის განკუთვნილ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს ქარზე მომუშავე ელექტროსადგური, რომლის მშენებლობაც ნორვეგიაში ამჟამად მიმდინარეობს. გეგმის თანახმად, აღნიშნული ელექტროსადგური, სახელად Tellenes ექსპლუატაციაში 2017 წლის ბოლოსთვის შევა. მშენებლობის დასრულების შემდეგ ის ნორვეგიაში ყველაზე მსხვილი მსგავსი ობიექტი იქნება და ელექტროენერგიით ევროპაში მდებარე Google-ის დატა-ცენტრების ოფისებს ...

Read More »
"ნენსკრაჰესი მთლიანად გარდაქმნის ეკონომიკურ სიტუაციას სვანეთის რეგიონში"

“ნენსკრაჰესი მთლიანად გარდაქმნის ეკონომიკურ სიტუაციას სვანეთის რეგიონში”

როგორც ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი აცხადებს, ჰესის მშენებლობა არათუ დაცლის სვანეთს მოსახლეობისგან და ეკოლოგიურ ზიანს მიაყენებს მას, არამედ, პირიქით, მისი სიტყვებით, ნენსკრაჰესი მთლიანად გარდაქმნის ეკონომიკურ სიტუაციას სვანეთის რეგიონში. შესაბამისად, ის ამბობს, რომ ნენსკრაჰესის მშენებლობა არავითარ შემთხვევაში არ შეჩერდება. მისივე სიტყვებით, პროექტი ხორციელდება საერთაშორისოსტანდარტების სრული დაცვითა და საზოგადოების აქტიური ჩართულობით: „რატომ უნდა გაჩერდეს ერთმილიარდდოლარიანი კერძო ინვესტიცია, რომელიც მთლიანად გარდაქმნის ზემო ...

Read More »
აფბა: წყალარინების (საკანალიზაციო) გადასახადის გადახდა გოგირდის აბანოებს არ გააკოტრებს

აფბა: წყალარინების (საკანალიზაციო) გადასახადის გადახდა გოგირდის აბანოებს არ გააკოტრებს

ამის თაობაზე, დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა „ახალგაზრდა ფინანსისტთა ბიზნესმენთა ასოციაციის“ ვიცე–პრეზიდენტმა მერაბ ჯანიაშვილმა. მისი თქმით, საკითხის რეზონანსულობიდან გამომდინარე, „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ“, შეისწავლა კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაურსა“ და თბილისში მდებარე გოგირდის აბანოებს შორის არსებული სადავო საკითხი. ჯანიშვილი აცხადებს, რომ დავა, რომელიც კერძო სუბიექტებს შორის მიმდინარეობს, კრიტიკულ ფაზაშია და სწრაფ გადაჭრას საჭიროებს. ერთის მხრივ, აბანოებს უგროვდებათ დავალიანება, მეორეს მხრივ, ...

Read More »
ქუთაისში ენერგოეფექტური სკვერი გაიხსნა

ქუთაისში ენერგოეფექტური სკვერი გაიხსნა

რუსთაველის გამზირზე სადაც ადრე ტურისტულ ცენტრი იყო განთავსებული ე.წ მზის გვირილა დამონტაჟდა, რომელიც მასში განთავსებული მზის ბატარეების მეშვეობით იღებს საჭირო ენერგიას და გამოიყენება როგორც ავტონომიური დასამუხტი საშუალება. ადგილზე მალე ენერგოეფექტური სკვერი გაშენდება და დასრულებულ სახეს მიიღებს. ქუთაისის, ენერგოეფექტური სკვერი ამიერკავკასიაში პირველია. პროექტი საპილოტე კამპანიის ფარგლებში, დონორი ორგანიზაცია – „ვინროკ ინტერნეიშენალ ჯორჯია“ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით ხორციელდება. ადგილობრივებს და ...

Read More »
ელექტროენერგიის მოხმარება 2016 წლის მაისში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3.8%-ით გაიზარდა

ელექტროენერგიის მოხმარება 2016 წლის მაისში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3.8%-ით გაიზარდა

აფხაზეთის რეგიონის მხრიდან შენარჩუნებულია ზრდის დაბალი ტემპი – 2016 წლის მაისში მოხმარება გაიზარდა მხოლოდ 1.0%-ით წ/წ, თუმცა აღსანიშნავია 2015 წლის მაისის მაღალი ბაზა (+31.5% წ/წ). აფხაზეთის რეგიონის მოხმარებას თუ გამოვრიცხავთ, 2016 წლის მაისში ელექტროენერგიის მოხმარება საქართველოში წლიური 6.2%-ით არის გაზრდილი. მოხმარების ზრდა კონცენტრირებულია თბილისსა და მის შემოგარენზე (+11.6% წ/წ). ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტების მოხმარება წლიური 3.6%-ით, ხოლო კახეთის ენერგოდისტრიბუციის აბონენტთა მოხმარება ...

Read More »
NASA მზის სისტემის ინტერნეტიზაციას იწყებს

NASA მზის სისტემის ინტერნეტიზაციას იწყებს

The International Space Station (ISS)-მა ახალი პროექტი წამოიწყო, რომელიც მიზნად ისახავს მზის სისტემის ინტერნეტიზაციას. მოწყობილობა სახელად Delay/Disruption Tolerant Networking (DTN)-ი ახლო მომავალში მთვარიდან და მარსიდან შეძლებს დააკავშიროს ასტრონავტები დედამიწასთან. ერთ დღესაც, თუ მარსიდან ვინმე ჩაგერთვებათ ლაივში, გახსოვდეთ ეს DTN-სა და ნასას დამსახურება იქნება. NASA-ს განცხადების თანახმად, DTN-ი მზის სისტემის მოწყობილობაა და სხვადასხვა კოსმიური ენერგიებიდან იღებს წყაროს. ტრადიციული ინტერნეტ პროტოკოლიდან, რომელიც ...

Read More »
საქართველო უმნიშვნელოვანესი სატრანზიტო წერტილი და ენერგოდერეფანი გახდა

“საქართველო უმნიშვნელოვანესი სატრანზიტო წერტილი და ენერგოდერეფანი გახდა”

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, საქართველო უმნიშვნელოვანესი სატრანზიტო წერტილი და ენერგოდერეფანი გახდა. ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შვეიცარია-საქართველოს ბიზნესფორუმზე შეკრებილ ბიზნესმენებს. “კასპიის ნავთობისა და გაზის საბადოების თურქეთთან და ევროპასთან დამაკავშირებელი მილები საქართველოზე გადის. იგივე შეიძლება ითქვას ახალ საგზაო და სარკინიგზო ქსელზე – ეს საქართველოს უმნიშვნელოვანეს რეგიონალურ ცენტრად აქცევს. ჩვენი შავი ზღვის პორტების შემდგომი განვითარება, მათ შორის, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, აძლიერებს ...

Read More »
არაბთა გაერთიანებული საამიროებში „ჭკვიანი“ ნაგვის ურნები დამონტაჟდება

არაბთა გაერთიანებული საამიროებში „ჭკვიანი“ ნაგვის ურნები დამონტაჟდება

ე.წ. „ჭკვიანი“ ნაგვის ურნების მონტაჟი არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში უკვე დაიწყო. „ჭკვიანი“ ურნები წარმოადგენს არა მხოლოდ საყოფაცხოვრებო ნარჩენების საცავს, ის ასევე საინფორმაციო ცენტრის ფუნქაციასაც ასრულებს. ურნა WIFI მოწყობილობითაა აღჭურვილი და მზის პანელების საშუალებით მუშაობს. უახლოესი 5 წლის განმავლობაში „ჭკვიანი“ ურნები მთელი არაბეთის გაერთიანებული საამირეობის მასშტაბით უნდა დამონტაჟდეს.

Read More »
ნორვეგიელი მუშების გაფიცვამ ნავთობის ფასი გაზარდა

ნორვეგიელი მუშების გაფიცვამ ნავთობის ფასი გაზარდა

ნავთობის ფასი ნორვეგიაში გაზისა და ნავთობის საბადოებზე დასაქმებული მუშა ხელის გაფიცვის შედეგად გაიზარდა. 755 მუშა 7 ნავთობგადამამუშავებელ საწარმოზე შაბათიდან მოყოლებული გაფიცულია. ამ ფონზე ნორვეგიაში, როგორც დასავლეთ ევროპის უმსხვილეს ნავთობმომპოვებელ ქვეყანაში პროდუქციის წარმოებამ იკლო, რაც სტიმული აღმოჩნდა ნავთობის ფასის ზრდისთვის. თუმცა აღსანიშნავია, რომ ნავთობის ფასმა ზრდა საკმაოდ სერიოზული გაუფასურების შემდეგ დაიწყო, რაც დოლარის გაძლიერებას და შესაბამისად ნავთობის იმპორტიორი ქვეყნებისთვის გაძვირებას მოყვა. საინტერესოა, რომ 2015 წელს ოპეკის ქვეყნების შემოსავალი ნავთობის გაყიდვებიდან 45,8 ...

Read More »