ქუთაისში ენერგოეფექტური სკვერი გაიხსნა

ქუთაისში ენერგოეფექტური სკვერი გაიხსნა

რუსთაველის გამზირზე სადაც ადრე ტურისტულ ცენტრი იყო განთავსებული ე.წ მზის გვირილა დამონტაჟდა, რომელიც მასში განთავსებული მზის ბატარეების მეშვეობით იღებს საჭირო ენერგიას და გამოიყენება როგორც ავტონომიური დასამუხტი საშუალება.

ადგილზე მალე ენერგოეფექტური სკვერი გაშენდება და დასრულებულ სახეს მიიღებს. ქუთაისის, ენერგოეფექტური სკვერი ამიერკავკასიაში პირველია. პროექტი საპილოტე კამპანიის ფარგლებში, დონორი ორგანიზაცია – „ვინროკ ინტერნეიშენალ ჯორჯია“ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით ხორციელდება.

ადგილობრივებს და ტურისტებს საშულება ექნებათ ადგილზე დამონტაჟებული USB დასამუხტი მოწყობილობების საშუალებები გამოიყენონ (მობილური ტელეფონების, ნოუთბუქებისა და სხვა ელექტრო ტექნიკისის დასამუხტად.

სკვერში დაიდგმება მოსასვენებლი სკამები, მოწესრიგდება ინფრასტრუქტურა, დამონტაჟდება განათებები და ირგვლივ მწვანე საფარი მოეწყობა. ასევე იგეგმება მზის ენერგიაზე მომუშავე სანათი წერტილების მონტაჟი.

ამ ეტაპზე სკვერში დამონტაჟებული 30 ტიპის მობილურისა და სმარტფონის დასამუხტი მოწყობილობები. სკვერში ასევე ხელმისაწვდომი იქნება ელექტრონული ბიბლიოთეკა.

ქუთაისის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის გახსნის შემდეგ სკვერში ხელმსაწვდომი იქნება უკაბელო ინტერნეტიც.

ქუთაისის მერიის ეკონომიკური სამსახურის უფროსის განცხადებით, ქუთაისის მერიამ ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების მართვის სამსახურის განყოფილების ინიციატივით მიიღო გადაწყვეტილება, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ენერგოეფექტური ტექნოლოგიებით აღჭურვილი, ეკოლოგიურად სუფთა სკვერის მოწყობის შესახებ.

Leave a Reply