საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, საქართველო უმნიშვნელოვანესი სატრანზიტო წერტილი და ენერგოდერეფანი გახდა.
ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შვეიცარია-საქართველოს ბიზნესფორუმზე შეკრებილ ბიზნესმენებს.
“კასპიის ნავთობისა და გაზის საბადოების თურქეთთან და ევროპასთან დამაკავშირებელი მილები საქართველოზე გადის. იგივე შეიძლება ითქვას ახალ საგზაო და სარკინიგზო ქსელზე – ეს საქართველოს უმნიშვნელოვანეს რეგიონალურ ცენტრად აქცევს. ჩვენი შავი ზღვის პორტების შემდგომი განვითარება, მათ შორის, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, აძლიერებს საქართველოს როლს აბრეშუმის გზაზე. საბოლოო ჯამში, საქართველო რეგიონალურ ცენტრად ყალიბდება”,
– განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.