Author Archives: energy

საუდის არაბეთმა აშშ-ს ნავთობმოპოვებაში ლიდერობა ჩამოართვა

ნავთობის ფასი გაიზარდა

WTI-ის ნავთობის ფასი გაიზარდა და $47-ს მიაღწია ბარელზე. „ბრენტის“ ტიპის ნავთობის ფასი კი $50-მდეა გაზრდილი. აღსანიშნავია, რომ ნავთობის ფასმა ნიუ-იორკის ბირჟებზე 30%-ით მოიმატა ოქტომბრის ბოლოს შემდეგ, ეს კი ვაქცინის გამოჩენამ განაპირობა, რომლის დისტრიბუციასაც დღეს ელოდებიან ქვეყანაში. ზოგადად კი ნავთობის ფასების ზრდა „OPEC+“-ის გადაწყვეტილებასაც უკავშირდება, რომლის მიხედვითაც, იანვრიდან დღიური წარმოება გაიზრდება. ამასთან, როგორც oilprice-ი წერს, აზიაში ნავთობის მოხმარება იზრდება, მათ შორის ...

Read More »

საქართველოს გავლით, აზერბაიჯანში წარმოებული კოქსის ჩინეთში ტრანსპორტირება დაიწყო

საქართველოს გავლით, აზერბაიჯანში წარმოებული კოქსის  ჩინეთში ტრანსპორტირება დაიწყო.ტვირთის გადაზიდვას  „აზერბაიჯანის რკინიგზის“  შვილობილი ADY Express ახორციელებს. ნახევარვაგონებში დატვრითული კოქსი აზერბაიჯანიდან ფოთის პორტში ჩადის, შემდეგ კი, გემით ჩინეთში იგზავნება. 2020 წლის ნოემბერ-დეკემბერში დაგეგმილია 27 000 ტონა კოქსის გადაზიდვა. ამჟამად, უკვე გადაზიდულია 245 ვაგონით 15 742 ტონა. ADY Express -ი ელის, რომ ტვირთის გადაზიდვა მომავალ წელსაც გაგრძელდება.

Read More »

11 თვეში საქართველოში სანავთობო ბიტუმის იმპორტი შემცირდა

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში აცხადებენ,რომ 2020 წლის ნოემბრის თვეში  საქართველოში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 14,5 ათასი ტონა, რაც 0,1 ათასი ტონით  ანუ 0,7%-ით ნაკლებია ოქტომბრის თვის მაჩვენებელთან (14,6 ათასი ტონა) შედარებით და 1,2 ათასი ტონით ანუ 9,0%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (13,3 ათასი ტონა) შედარებით. აქედან იმპორტის 72,4% (10,5 ათასი ტონა) განხორციელდა აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან, 13,8% (2,0 ათასი ტონა) – რუსეთიდან; 10,3% ...

Read More »

რა გაკეთდა საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის ზრდისთვის

ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის განსამტკიცებლად მიმდინარე წელს მნიშვნელოვანი ენერგეტიკული პროექტები განხორციელდა – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ 2020 წელის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. თურნავას თქმით, ენერგეტიკის დარგის განვითარება ძალიან სწრაფად მიდის – პრაქტიკულად, დასრულდა ენერგეტიკის სექტორის რეფორმის განხორციელებისთვის აუცილებელი ყველა საკანონმდებლო ბაზის შექმნა, დაფუძნდა ენერგეტიკული ბირჟა, რომელიც წელს სატესტო რეჟიმში ფუნქციონირებს. „მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორცილედა მნიშვენლოვანი ენერგეტიკული პროექტები, რაც ...

Read More »

ნოემბერში ელექტროენერგიის სუბსიდირებით მოსარგებლე მოქალაქეებს გადახდილი წყლის გადასახადი უკან დაუბრუნდებათ

ნოემბერში ელექტროენერგიის სუბსიდირებით მოსარგებლე მოქალაქეებს გადახდილი სასმელი წყლის გადასახადი უკან დაუბრუნდებათ,- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ავრცელებს. სემეკის განცხადებით, მოქალაქეებისთვის უკან დაბრუნებული თანხა მათ კომუნალურ დეპოზიტებზე აისახება. “საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია განმარტავს, რომ იმ მოქალაქეებს, რომლებმაც კომუნალური სუბსიდირების პროგრამის ფარგლებში, ნოემბერში ისარგებლეს ელექტროენერგიის სუბსიდირებით, თუმცა წყალმომარაგების კომპანიის მოთხოვნის ...

Read More »
ევროკომისიამ ადრიატიკის ზღვის გავლით გაზსადენის მშენებლობას მხარი დაუჭირა

ევროპაში ზამთრის პირველმა სიცივეებმა ბუნებრივი აირი 20 თვის მაქსიმუმამდე გააძვირა

მიმდინარე ზამთრის სეზონზე, სიცივეების პირველმა ტალღამ, რომელიც დასავლეთ ევროპას დაატყდა, ბუნებრივ აირზე ფასები გაზარდა, რაც ბოლო 20 თვის მაქსიმუმია. ჰოლანდიურ ჰაბში TTF ვაჭრობის შედეგად, ათას კუბურ მეტრ ბუნებრივ აირზე ფასი 194,9 დოლარამდე გაიზარდა, ეს მაშინ, როდესაც თვის დასაწყისში საშუალოდ, 183 დოლარი ღირდა. ეს არის მაქსიმალური ნიშნული ბოლო 1 წლისა და 8 თვის განავლობაში, 2019 წლის 10 აპრილის შემდეგ. თუმცა, როგორც ...

Read More »

ამერიკას ახალი “ქარის მილიარდერი“ ჰყავს

განახლებადი ენერგია მსოფლიოში ფეხს იკიდებს, იაფი ბიზნესი კი თითქმის ყველა ენერგო ინვესტორისთვის მიმზიდველია. მათ შორის არის უკრაინელი ინჟერი მაიკლ პოლსკი. “ინჟინერი ვარ, არა გარემოსდამცველი ”, – ამბობს მაიკლ პოლსკი, რომელმაც განახლებადი ენერგიის სისტემების შემუშავება წარმატებით დაასრულა. გაზზე მომუშავე ტურბინების შემუშავებით პოლსკი 71 წლის ასაკში მილიარდერი გახდა, მას “ქარის მილიარდერსაც“ უწოდებენ. განახლებადი ენერგიის კომპლექსს Grand Ridge Energy Center პოლსკის კერძო კომპანიამ, Invenergy ...

Read More »

ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ამოქმედება ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკის გაჯანსაღებას

ყულევში მაღალტექნოლოგიური ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ამოქმედება ლარის კურსის დასტაბილურების საფუძველი და ქვეყნის ეკონომიკის პოზიტიური ტრაექტორიის რეალური საშუალება გახდება. როგორც პროექტის განმახორციელებელი კომპანია შპს „ფაზის ოილის“ აღმასრულებელი დირექტორი გია შავდია „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, შემცირდება უცხოური ვალუტის გადინება ნავთობპროდუქტების შესაძენად, ამით იმპორტ-ექსპორტის სალდო საგრძნობლად გაუმჯობესდება, რაც პოზიტიურად იმოქმედებს ლარის კურსის სტაბილიზაციაზე. მისი განცხადებით, კომპანია “ფაზის ოილის“ ყულევის ნავთობგადამამუშვებელი ქარხნის პროექტში EPC-კონტრაქტორებად(engineering procurement contract) განიხილებიან მსოფლიოში კარგად ...

Read More »

ელექტროენერგეტიკის სექტორში მოქმედი კომპანიები მომდევნო წლებში 1 მილიარდ ლარზე მეტ ინვესტიციას განახორციელებენ

სემეკის თავმჯდომარემ და წევრებმა ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიების – სს „თელასისა“ და სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს. შეხვედრაზე განიხილეს სატარიფო საკითხები, ელექტროენერგიის უწყვეტი მიწოდებისათვის განსახორციელებელი აუცილებელი საინვესტიციო გეგმები და ელექტროენერგიის მოხმარების მაჩვენებლები. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სემეკიდან აცნობეს, სემეკის საჯარო სხდომაზე კომისიამ განიხილა და შეითანხმა ელექტროენერგიის გადაცემის და განაწილების ლიცენზიატებისა (სისტემის ოპერატორების) და ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზიატების მიერ მომდევნო წლებში განსახორციელებელი ...

Read More »
საქართველოში საწვავის იმპორტი 12,3%-ით გაიზარდა

საქართველოში მოქმედი ნავთობკომპანიები, მათი მფლობელები და აქტივები

საქართველო ყოველწლიურად 750 მილიონ დოლარზე მეტ ნავთობსა და ნავთობპროდუქტებს ყიდულობს. ამ საწვავის მნიშვნელოვანი ნაწილი განკუთვნილია 1.2 მილიონი ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის, რომელიც ქვეყანაში მოძრაობს; ასევე, იმ ათიათასობით სატრანზიტო სატვირთოსთვის და მსუბუქი ავტომობილისთვის, რომლებიც ყოველთვიურად საქართველოს საზღვრებს კვეთენ. საწვავის სამომხმარებლო რეალიზაციის სექტორში სულ რამდენიმე მთავარი მოთამაშეა, რომელიც ქვეყნის მასშტაბით ფართო ქსელს ფლობს. ნავთობ-იმპორტის ბაზრის ყველა მთავარ მოთამაშეს საკუთარი ფინანსური ანგარიშები საჯაროდ აქვს გამოქვეყნებული. ...

Read More »