Author Archives: energy

რუსეთი არ არის მზად აღიაროს ბიტკოინი, როგორც გადახდის ოფიციალური საშუალება

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ბიტკოინის რუსეთში გადახდის საშუალებად აღიარება არ იგეგმება. ”რუსეთი ნამდვილად არ არის მზად ასეთი ნაბიჯებისთვის და ჯერჯერობით არც არსებობს რაიმე მიზეზი მსგავსი ნაბიჯების გადასადგმელად” – აღნიშნა მან. პესკოვის სიტყვებით, “კვაზივალუტების მონეტარულ ინსტრუმენტებთან გაიგივება არაფერს კარგს არ მოიტანს, გარდა ფინანსური და ეკონომიკური სისტემებისთვის უდიდესი ზიანის მიყენებისა, თუ ვსაუბრობთ სრულ აღიარებაზე, როგორც გადახდის საშუალებაზე”. ნინო სამადაშვილი

Read More »

აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარება იზრდება – რა მოცულობის დენს მოიხმარს ოკუპირებული რეგიონი

აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარება ისევ იზრდება. საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის“ (ესკო) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2021 წლის 7 თვეში ოკუპირებულმა რეგიონმა 1766.0 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია მოიხმარა, ეს კი 22.4%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2020 წელს აფხაზეთს 1442.7 მლნ კვტ.სთ დენი მიეწოდა. ცნობისთვის, ოკუპირებულ აფხაზეთს ,,ენგურჰესის“ გამომუშავებული ელექტროენერგიის 40%-ს საქართველოს სახელმწიფო უფასოდ აწვდის. 2020 წელს ოკუპირებულმა რეგიონმა 2552.4 მლნ კვტ.სთ ...

Read More »

სალვადორში ბიტკოინი გადახდის ოფიციალური საშუალება გახდა

დღეიდან სალვადორი მსოფლიოში პირველი ქვეყანაა, სადაც ბიტკოინი გადახდის კანონიერი საშუალება გახდა. შესაბამისი კანონი მთავრობამ სამი თვის წინ მიიღო და დღეს ის ოფიციალურად შევიდა ძალაში. ამიერიდან სალვადორის მოქალაქეებს შეუძლიათ  ჩივოს მთავრობის ციფრული საფულე გამოიყენონ, რომელიც საშუალებას გაძლევთ ქვეყანაში საქონლისა და მომსახურების მიღებისას კრიპტოვალუტით ანგარიშსწორება განახორციელოთ. CNN აღნიშნავს, რომ ერთი დღით ადრე ქვეყანამ იყიდა 400 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების 400 ბიტკოინი. Reuters-ის ცნობით, ...

Read More »

გერმანია ტრანსპორტისთვის წყალბადის ტექნიკის 4 ახალ ცენტრს ქმნის

მსოფლიოს წყალბადის ეკონომიკის ლიდერობის მიზნის მისაღწევად გერმანიამ ახალი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა. გერმანიის მთავრობამ 290 მლნ ევრო გამოყო, 2024 წლამდე 4 ინოვაციურ–ტექნოლოგიური ცენტრის შექმნისა და დაფინანსებისთვის, რომლებიც სატრანსპორტო სფეროსთვის წყალბადის ტექნოლოგიების შემუშავებაზე იზრუნებენ: მსუბუქი და სატვირთო ავტომანქანები, მატარებლები, სამდინარო და საზღვაო ხომალდები, თვითმფრინავები. „ეს ცენტრები მრეწველობის სხვადასხვა მოთხოვნილებების გათვალისწინებით, განსხვავებულ ამოცანებზე იქნებიან ორიენტირებული“, – განაცხადა გერმანიის ტრანსპორტისა და ციფრული ინფრასტრუქტურის მინისტრმა ...

Read More »
რატომ არ იაფდება საქართველოში საწვავი

ბაზარზე პრემიუმ ხარისხის საწვავის დეფიციტია

ნავთობპროდუქტებზე ბოლოდროინდელ ფასების მზარდ ტენდენციას სუპერის ტიპის საწვავზე დეფიციტიც დაემატა. პრემიუმ კატეგორიის საწვავის ძირითადი მომწოდებელი საქართველოსთვის რუმინეთი იყო, აგვისტოში კი მოწოდება ფაქტობრივად შეწყდა, რამაც, ცხადია, ბაზარზე პროდუქტის დეფიციტი შექმნა. პრობლემა ეტაპობრივად სხვა ქვეყნებთან – იტალიასთან, ბულგარეთთან და საბერძნეთთან თანამშრომლობით გვარდება. დეფიციტს სუპერის ტიპის საწვავზე ფასების დამატებითი ზრდა არ გამოუწვევია, თუმცა, დღევანდელი მოცემულობით ბენზინსა და დიზელზე ფასები პლაცის მიხედვით, მაინც რეკორდულ ...

Read More »
საწვავის მოხმარება მნიშვნელოვნად გაიზარდა

რა ღირს საწვავი საქართველოში?

საქართველოში, ბოლო პერიოდში, საწვავის ფასი განუხრელად იზრდება, რაც გამოწვეულია არაერთი ფაქტორით, მათ შორისაა ვალუტის კურსი და მსოფლიო ბაზარზე ნავთობპროდუქტების ფასების ზრდა. საქართველო ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2021 წლის ივლისში, 2020 წლის ივლისთან შედარებით, ბენზინი 56.9 პროცენტით, დიზელი 47.9 პროცენტით გაძვირდა, ხოლო საწვავის წვლილმა წლიურ ინფლაციაში ივლისში 2.1 პპ-ს მიაღწია. რა ღირს ამჟამად საწვავი ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე იხილეთ ქვემოთ:       წყარო: report.ge

Read More »

ნავთობის ფასი შემცირებას განაგრძობს

მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი ისევ შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  72.37 (- 0.36)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  68.99 (- 0.43)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

დღეს, თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 7 სექტემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს. ისნის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, დიმიტრი გულიას, რიჩარდ ჰოლბრუკის, იორის, იუნკერთა, ვირსალაძის, ბოგდან ხმელნიცკის, ლერწმის, აბუსერიძე-ტბელის, სახალხოს, ხევის, ჩარხის, ქაქუცა ჩოლოყაშვილის, სამგორის, მანავისა და მიხეილ აბრამიშვილის ქუჩების მოსახლეობას. ნაძალადევის რაიონი – 12:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა ...

Read More »

ჩრდილოეთის ნაკადი 2 შეეცდება ევროპას წყალბადიც მიაწოდოს

Nord Stream 2 გაზსადენის ოპერატორი Nord Stream 2 AG სწავლობს წყალბადის ტრანსპორტირების შესაძლებლობას, განაცხადა ავსტრიის OMV–ს ყოფილმა ხელმძღვანელმა რაინერ ზელემ. თანამდებობის დატოვებამდე რამდენიმე დღით ადრე მან აღნიშნა, რომ მსგავსი კვლევები ტარდება, მაგრამ “პროგნოზები უნდა გაკეთდეს ძალიან ფრთხილად. უპირველეს ყოვლისა, თქვენ უნდა ესაუბროთ ინჟინრებს, ტექნიკურ სპეციალისტებს, რამდენად არის ხსენებული ტექნიკურად შესაძლებელი, რადგან არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ წყალბადს და ბუნებრივ აირს აქვთ ...

Read More »

მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ მედიაციის პროცესზე საუბრობს

ნამახვანჰესთან დაკავშირებით ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების შუამავლობით შეხვედრები გრძელდება. რა ეტაპზეა პროცესი, რაზე შეჯერდნენ მხარეები, როგორია მოლოდინი? – ამ საკითხებზე „პუბლიკა“ შეხვედრის მონაწილე ორგანიზაციების წარმომადგენლებს ესაუბრა. მკითხველს შევახსენებთ, რომ მედიაციის პროცესში ჩასართავად მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ რიგ წინაპირობებს აყენებდა – რკინის ბარიკადების მოხსნა; პოლიციის გასვლა ხეობიდან; პროტესტის დაბრუნება სოფელ ნამოხვანში; რეპრესიის შეწყვეტა (მოძრაობის დაკავებული წევრების გათავისუფლება); ხეობაში მიმდინარე სამუშაოების სრულად შეჩერება, ...

Read More »