დღეიდან სალვადორი მსოფლიოში პირველი ქვეყანაა, სადაც ბიტკოინი გადახდის კანონიერი საშუალება გახდა.
შესაბამისი კანონი მთავრობამ სამი თვის წინ მიიღო და დღეს ის ოფიციალურად შევიდა ძალაში.
ამიერიდან სალვადორის მოქალაქეებს შეუძლიათ ჩივოს მთავრობის ციფრული საფულე გამოიყენონ, რომელიც საშუალებას გაძლევთ ქვეყანაში საქონლისა და მომსახურების მიღებისას კრიპტოვალუტით ანგარიშსწორება განახორციელოთ.
CNN აღნიშნავს, რომ ერთი დღით ადრე ქვეყანამ იყიდა 400 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების 400 ბიტკოინი.
Reuters-ის ცნობით, პრაქტიკაში გატარებული ამ რეალური ექსპერიმენტის მომხრეები ამბობენ, რომ ეს უცხოეთიდან, ძირითადად კი აშშ-დან გადმორიცხულ თანხებზე მოქალაქეებისთვის საკომისიო ხარჯებს მილიარდობით დოლარით შეამცირებს. თუმცა კრიტიკოსების აზრით, ბიტკოინით გადახდები ფულის გათეთრების წყარო გახდება.
გეგმა ახალგაზრდა, ქარიზმატულ და პოპულარულ პრეზიდენტ ნაიბ ბუკელეს ინიცირებულია, რომლის მიზანიცაა ყოველწლიურად 400 მლნ დოლარის დაზოგვა, რასაც სალვადორელები ფულადი გზავნილების საკომისიოებში იხდიან. მხოლოდ გასულ წელს ფულადი გზავნილები სალვადორში, თითქმის, 6 მლრდ დოლარს შეადგენდა, რაც ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 23%-ია. ეს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია მსოფლიოში.
„ჩვენ უნდა დავანგრიოთ წარსულის პარადიგმები. სალვადორს სრული უფლება აქვს, ახალი მსოფლიოს გზაზე დაწინაურდეს,“ – აცხადებს პრეზიდენტი.