რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ბიტკოინის რუსეთში გადახდის საშუალებად აღიარება არ იგეგმება.
”რუსეთი ნამდვილად არ არის მზად ასეთი ნაბიჯებისთვის და ჯერჯერობით არც არსებობს რაიმე მიზეზი მსგავსი ნაბიჯების გადასადგმელად” – აღნიშნა მან.
პესკოვის სიტყვებით, “კვაზივალუტების მონეტარულ ინსტრუმენტებთან გაიგივება არაფერს კარგს არ მოიტანს, გარდა ფინანსური და ეკონომიკური სისტემებისთვის უდიდესი ზიანის მიყენებისა, თუ ვსაუბრობთ სრულ აღიარებაზე, როგორც გადახდის საშუალებაზე”.
ნინო სამადაშვილი