Author Archives: energy

ბიტკოინის ფასი ზრდას განაგრძობს

Coindesk-ს მონაცემებით, კრიპტოვალუტების ყველაზე მსხვილ Binance-ის ბირჟაზე ბიტკოინის ფასი გასული კვირის მაჩვენებლთან შედარებით გაიზარდა. ამ დროისათვის, ბიტკოინის ღირებულება 33,589.79 აშშ დოლარს შეადგენს. ბოლო კვირების განმავლობაში ბიტკოინის ფასი აპრილის რეკორდიდან განახევრდა. ფასზე განსაკუთრებული გავლენა მოახდინა მისი მოპოვების გარემოზე ზემოქმედების შესახებ დისკუსიამ და ჩინეთის კრიპტო რეგულაციებმა. ციფრულმა ვალუტამ რეკორდულ $65,000-იან ღირებულებას აპრილის შუა რიცხვებში მიაღწია, რაც ელონ მასკის მხრიდან ბიტკოინის ადვოკატირებას უკავშრდება, სანამ მან ბიტკოინის ...

Read More »
"ტესლას" ახალი ელექტრომობილი ერთჯერადად 320 კილომეტრს გაივლის

Tesla-მ ჩინეთში Model Y-ის იაფი ვერსია წარადგინა

Tesla-მ ჩინეთში Model Y-ის სპორტული სატრანსპორტო საშუალების მნიშვნელოვნად იაფი ვერსია წარადგინა. კომპანიის მიწოდება ივნისისთვის შემცირდა, რადგან პრესის ნეგატიურმა გამოხმაურებამ, სავარაუდოდ, მომხმარებელთა განწყობა ელექტრომობილების პიონერის მიმართ გააფუჭა. ჩინეთის სამგზავრო მანქანების ასოციაციის მონაცემებით, ჩინეთში წარმოებული Tesla-ს მოდელების საბითუმო გადაზიდვები გასულ თვეში 0,9%-ით შემცირდა, მაისის მაჩვენებელი კი აპრილიდან თითქმის 30%-ით იყო გაზრდილი. თუმცა, საბითუმო მოვაჭრეების მონაცემები შეიძლება სულაც არ ასახავდეს საცალო ვაჭრობის მოთხოვნის ...

Read More »
სომხეთში საქართველოსგან იაფფასიანი ელექტროენერგიის შეძენას განიხილავენ

18 მსხვილი კომპანია ელექტროენერგიას პირდაპირ მწარმოებლებისგან შეიძენს

18 მსხვილი კომპანია ელექტროენერგიას პირდაპირ მწარმოებლებისგან შეიძენს. 1 ივლისიდან ესკომ საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ, როგორც პირდაპირ მომხმარებელად სწორედ 18 კომპანია დაარეგისტრირა, რითაც პირდაპირ მომხმარებელთა რაოდენობა 42-მდე გაიზარდა. ეს კომპანიები ელექტროენერგიას პირდაპირი ხელშეკრულებებით უშუალოდ მწარმოებლებისგან ან სისტემის კომერციული ოპერატორისგან ყიდულობენ. ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციის შესაბამისად, 2021 წლის 1 ივლისიდან სავალდებულო წესით თავისუფალ (როგორც საბითუმო ასევე საცალო) ბაზარზე გავიდნენ 110-35 კვ ძაბვის საფეხურზე ...

Read More »

EIA-მ აზერბაიჯანში ნავთობის მოპოვების პროგნოზი გამოაქვეყნა

აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტის ენერგეტიკული ინფორმაციის ადმინისტრაციის მიერ მომზადებული Short-Therm Energy Outlook-July 2021-ის ანგარიშის თანახმად, 2021 წელს აზერბაიჯანში ნავთობის საშუალო დღიური წარმოება 720 ათასი ბარელი იქნება. მიმდინარე წლის პროგნოზით, გასულ წელთან შედარებით წელს ნავთობის მოპოვება აზერბაიჯანში 10 ათასი ბარელით, 1,37%-ით შემცირდება. 2021 წლის მესამე კვარტალში ქვეყანაში ნავთობის საშუალო დღიური წარმოება  700 ათასი ბარელი იქნება, რაც 10 ათასი ბარელით (1,41%) ნაკლებია მაისის პროგნოზის მაჩვენებლებზე. წყარო: ...

Read More »

აშშ-ის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ რუსული გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის გაყვანა „ცუდი გარიგებაა“

აშშ-ის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ რუსული გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის გაყვანა „ცუდი გარიგებაა“. ამის შესახებ განცხადება თეთრი სახლის პრესმდივანმა, ჯენ პსაკიმ ჟურნალისტების კითხვაზე საპასუხოდ გააკეთა. მისივე თქმით, გაზსადენის თემა იქნება ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტი მომავალ კვირაში გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან დაგეგმილ შეხვედრაზე ისაუბრებს. „ცხადია, „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის თემა იქნება განხილვის საგანი და აშშ-ის შეხედულებით ეს ცუდი გარიგებაა და ის აერთიანებს გლობალურ თემებს. ვერ გეტყვით ...

Read More »
„ძეგვიჰესის“ პროექტზე მემორანდუმი გაფორმდება

“სადაც კი დიდი ჰესები შენდება, ვალდებულებაში უნდა ჩაიდოს თევზსაშენის გაკეთება”

“სადაც კი დიდი ჰესები შენდება, ვალდებულებაში უნდა ჩაიდოს თევზსაშენის გაკეთება“,- ამის შესახებ მონადირეთა და მეთევზეთა ფედერაციის პრეზიდენტმა თემურ ტყემალაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა. აღნიშნულით ის მთავრობის მიერ, ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დადგენილების დამტკიცებას გამოეხმაურა. კერძოდ, ცვლილება ითვალისწინებს ნებართვის გაცემას არაუმეტეს 20 წლის ვადით, ამასთან, სანებართვო მოსაკრებლის გადახდისგან გათავისუფლებას. აღნიშნულ ნებართვას, აკვაკულტურის უწყებათაშორისი საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე, გარემოს ეროვნული ...

Read More »
დოლარის გაუფასურების ფონზე ნავთობი გაძვირდა

ნავთობის ფასი გაიზარდა

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კაშირის” ცნობით, ” 2021 წლის 9 ივლისის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  75.55 (+  1.43) დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  74.56 (+ 1.62)  დოლარი/ბარელზე.

Read More »
ნაკადი

გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ზე სამშენებლო სამუშაოები შესაძლოა, მიმდინარე წლის აგვისტოში დასრულდეს

გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ზე სამშენებლო სამუშაოები შესაძლოა, მიმდინარე წლის აგვისტოში დასრულდეს. ამის შესახებ „ჩრდილოეთ ნაკადი 2 ეიჯი“-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, მატიას ვარნიგმა გამოცემა „ჰანდელსბლატთან“ ინტერვიუში განაცხადა. კომპანიის ხელმძღვანელობაში ამბობენ, რომ ამჟამად პროექტის 98 პროცენტი უკვე დასრულებულია და კიდევ სამი თვე სხვადასხვა სერტიფიკატის მიღებას და შემოწმებების ჩატარებას დასჭირდება. მატიას ვარნიგის თქმით, კომპანიის ამოცანაა, რომ გაზსადენმა მუშაობა მიმდინარე წელსვე დაიწყოს. „ჩრდილოეთ ნაკადი 2 ეიჯის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ასევე აღნიშნა, ...

Read More »
საქართველოში საწვავის ფასების ტოტალური მატება მოსალოდენლი არ არის

საწვავი გაძვირდა – ნავთობიმპორტიორთა კავშირი მცოცავი აქციზის შემოღების ინიციატივით გამოდის

საწვავი ისევ გაძვირდა – არაბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე საშუალოდ 10, ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე კი 7 თეთრით. ფასის მატების პარალელურად ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი ინიციატივით გამოდის. გაერთიანებაში ფიქრობენ, რომ ვითარების დასტაბილურება ეგრეთწოდებული მცოცავი აქციზის გადასახადის შემოღებით არის შესაძლებელი. „სამწუხაროდ ფასები კიდევ გაიზარდა და არც სამომავლო პროგნოზებია მაინცდამაინც პოზიტიური. ყველაზე კარგი სცენარითაც კი ფასების კლება არ განიხილება და კარგი იქნება თუ არსებული ნიშნული მაინც ...

Read More »
2014 წლის ელექტროენერგიის ბალანსი

დღეს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

გეგმური სამუშაოების გამო 12 ივლისს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას ამის შესახებ კომპანია „თელასი“ ავრცელებს. საბურთალოს რაიონი, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: სოფელი ზურგოვანის, დიღმის სასწავლო მეურნეობის, პეტრიწის და დემეტრე თავდადებულის ქუჩების მოსახლეობას. გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: გელოვანის გამზირის და ვაჟა-ფშაველას III კვარტლის მოსახლეობას. გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 11:00 საათამდე, ...

Read More »