EIA-მ აზერბაიჯანში ნავთობის მოპოვების პროგნოზი გამოაქვეყნა

აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტის ენერგეტიკული ინფორმაციის ადმინისტრაციის მიერ მომზადებული Short-Therm Energy Outlook-July 2021-ის ანგარიშის თანახმად, 2021 წელს აზერბაიჯანში ნავთობის საშუალო დღიური წარმოება 720 ათასი ბარელი იქნება.

მიმდინარე წლის პროგნოზით, გასულ წელთან შედარებით წელს ნავთობის მოპოვება აზერბაიჯანში 10 ათასი ბარელით, 1,37%-ით შემცირდება.

2021 წლის მესამე კვარტალში ქვეყანაში ნავთობის საშუალო დღიური წარმოება  700 ათასი ბარელი იქნება, რაც 10 ათასი ბარელით (1,41%) ნაკლებია მაისის პროგნოზის მაჩვენებლებზე.

წყარო: report.ge

Leave a Reply