Tesla-მ ჩინეთში Model Y-ის სპორტული სატრანსპორტო საშუალების მნიშვნელოვნად იაფი ვერსია წარადგინა. კომპანიის მიწოდება ივნისისთვის შემცირდა, რადგან პრესის ნეგატიურმა გამოხმაურებამ, სავარაუდოდ, მომხმარებელთა განწყობა ელექტრომობილების პიონერის მიმართ გააფუჭა.
ჩინეთის სამგზავრო მანქანების ასოციაციის მონაცემებით, ჩინეთში წარმოებული Tesla-ს მოდელების საბითუმო გადაზიდვები გასულ თვეში 0,9%-ით შემცირდა, მაისის მაჩვენებელი კი აპრილიდან თითქმის 30%-ით იყო გაზრდილი. თუმცა, საბითუმო მოვაჭრეების მონაცემები შეიძლება სულაც არ ასახავდეს საცალო ვაჭრობის მოთხოვნის რეალურ დონეს.
როგორც Tesla-ს ვებსაიტზეა ნათქვამი კომპანიამ შეკვეთების მიღება ხუთშაბათს დაიწყო. Model Y-ის კროსოვერის ე.წ. სტანდარტული დიაპაზონის ვერსიის ფასი, მთავრობის სუბსიდირების შემდეგ, 276,000 იუანიდან ($42,600) იწყება. ეს ფასი დაახლოებით 20%-ით ნაკლებია, ვიდრე ორიგინალი მოდელი Y-ის ღირებულება, რომელსაც 594 კილომეტრის გავლა ერთი დატენვით შეუძლია.
ამ უახლეს ვერსიას, რომელიც ჰონგ-კონგში უკვე ხელმისაწვდომია, მაგრამ ჩინეთში არ იყიდებოდა, 525 კილომეტრის გავლა შეუძლია. მისი ფასი 300 000 იუანს ქვემოთაა, რის გამოც სახელმწიფო სუბსიდირების მიღების უფლება აქვს. ახალი მოდელის ფასი მხოლოდ 10%-ით მეტია, ვიდრე ჩინეთში წარმოებული Tesla-ს ყველაზე ძირითადი მოდელის, Model 3 სედანის ფასი. მიწოდება, სავარაუდოდ, შემდეგ თვეში დაიწყება.
წყარო: “ბიზნესფორმულა”