Author Archives: energy

გარემოს დაბინძურების შედეგად ყოველწლიურად 430 ათასი ევროპელი იღუპება

ბიზნესი გარემოსდაცვითი ვალდებულებების გადავადებას ითხოვს

მსხვილი საწარმოები ახალი გარემოსდაცვითი ვალდებულებების გადავადებას კიდევ ერთხელ ითხოვენ. საუბარია რეგულაციაზე, რომლის მიხედვითაც 1-ელ ივნისამდე საწარმოებს ჰაერის მონიტორინგის სისტემების დამონტაჟება მოუწევთ. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დღეს რუსთავში კომპანიებსა და გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა. როგორც საწარმოებში განმარტავენ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მათ შესაბამისი რეგლამენტი ცოტახნის წინ მიაწოდა და ისინი მოცემულ ვადებში ახალი მოწყობილობების მონტაჟს ვერ მოასწრებენ. ამასთან, ...

Read More »

„ნამახვანჰესის“ საკითხზე ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების წარმომადგენელი ჩაერთვება

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის ირგვლივ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, მთავრობამ რამდენიმე გადაწყვეტილება მიიღო. პრემიერ-მინისტრის დავალებით, კომპანია „ენკასთან“ დადებული ხელშეკრულების შესწავლა დაევალა იუსტიციის სამინისტროს. ამასთანავე, იუსტიციის სამინისტრო იქირავებს საერთაშორისო იურიდიულ კომპანიას, რომელიც შეისწავლის კონტრაქტის პირობების საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობას. საქართველოს მთავრობის მოწვევით, არასამთავრობო სექტორთან მედიაციის პროცესში ჩაერთვება ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების სრულუფლებიანი წარმომადგენელი. საერთაშორისო ექსპერტი „ნამახვანჰესის“ გარემოზე ზემოქმედების ეფექტის შესწავლის მიმართულებით იმუშავებს. საქართველოს მთავრობა გააგრძელებს ხელშეკრულების ...

Read More »

ოპეკი 2021 წელს ნავთობის მოპოვების ზრდის მთავარ მამოძრავებლებს ასახელებს

“ნავთობპროდუტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, მარტის თვეში ნავთობის მსოფლიო მოპოვება გაიზარდა 1,22 მილიონი ბარელით/დღეში 93,23 მილიონ ბარელამდე/დღე-ღამეში.  ნავთობის მოპოვების პროგნოზი ოპეკის ორგანიზაციის გარეთ 2021 წლისთვის თითქმის უცვლელია, მცირედი ზრდაა მოსალოდნელი. მოსალოდნელია, რომ 2021 წელს ოპეკს გარეთ ნავთობის მოპოვების ზრდის მთავარი მამოძრავებლები გახდებიან კანადა, შეერთებული შტატები, ნორვეგია და ბრაზილია, ეკვადორი, ჩინეთი, აზერბაიჯანი, კატარი, გაიანა და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ევროპული ქვეყნები, მაშინ როდესაც პროგნოზის ...

Read More »
ნამახვან ჰესების კასკადზე ინტერესთა გამოხატვის ვადა გახანგრძლივდა

მთავრობის გადაწყვეტილებით, „ნამახვანჰესის“ კაშხლის მშენებლობაზე 9-12 თვის ვადით მორატორიუმი გამოცხადდა

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის ირგვლივ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, მთავრობამ რამდენიმე გადაწყვეტილება მიიღო. კაშხლის მშენებლობაზე გამოცხადდა მორატორიუმი 9-12 თვის ვადით, ვიდრე არ მოხდება გარემოსდაცვითი, გეოლოგიური და სეისმოლოგიური კვლევების რევიზია და ხელახალი დასაბუთება. კომპანია ამ ეტაპზე გააგრძელებს მხოლოდ პროექტის პირველი ეტაპის მოსამზადებელ სამუშაოებს ინფრასტრუქტურის მიმართულებით, მოქმედი სამშენებლო ნებართვის ფარგლებში.

Read More »
დოლარის გაუფასურების ფონზე ნავთობი გაძვირდა

ნავთობის ფასი გაიზარდა

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ინფორმაციით, მსოფლიო ბაზრებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. ნავთობზე2021 წლის  22 აპრილის   ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  65.40  (+  0.08) დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  61.43 (+ 0,08)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

„ნამახვანჰესის“ მიმდებარედ დამატებითი ბარიერები მოიხსნება და სამართალდამცველების რაოდენობა შემცირდება

საქართველოს მთავრობა „ნამახვანჰესის“ მშენებლობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციის მონაწილეებს და ყველა დაინტერესებულ პირს უდასტურებს მზაობას, პროცესი გაგრძელდეს დიალოგის ფორმატში, რომლის ფარგლებშიც მოხდება ხელშეკრულების თითოეული პუნქტის პირობების განხილვა, იმისთვის, რომ არცერთი პასუხგაუცემელი კითხვა არ დარჩეს. ასევე, „ნამახვანჰესის“ მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიცია მოხსნის დამატებით ბარიერებს და შეამცირებს ადგილზე მყოფი სამართალდამცველების რაოდენობას. ტერიტორიაზე დარჩება პოლიციელთა მხოლოდ ის რაოდენობა, რომელიც საჭირო იქნება ადგილზე არსებული უსაფრთხოების ვითარებიდან ...

Read More »

ივლისიდან ენერგეტიკული ბირჟა ამოქმედდება

პირველი ივლისიდან საქართველოში ენერგეტიკული ბირჟა ამოქმედდება. შედეგად, კომპანიების ნაწილი ელექტროენერგიას ენერგობირჟის საშუალებით იყიდის. პირველ ეტაპზე ენერგოპლატფორმაზე ვაჭრობას 23-მდე მსხვილი მომხმარებელი შეძლებს. მათ შორის სამი სახელმწიფო და ოცი კერძო კომპანია იქნება. ენერგეტიკული ბირჟის ხელმძღვანელის განმარტებით, ბაზრის სრული გახსნა მომდევნო ხუთ წელშია მოსალოდნელი. „პირველი ივლისიდან ბაზრის გახსნის შემდეგ, მნიშვნელოვან ეტაპზე გადავდივართ. ბაზარზე 23 ახალი მომხმარებელი გავა. ისინი ელექტროენერგიას აღარ შეისყიდიან უნივერსალური მიმწოდებლებისგან ...

Read More »

დავით თვალაბეიშვილი: 10 წელში ელექტროენერგიის იმპორტი გაზრდილია 8-ჯერ და ეს საყურადღებოა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილი ენერგოსექტორის განვითარების მნიშნელობაზე აცხადებს. მინისტრი მოადგილე განმარტავს, რომ ამ მიზნით სექტორის ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში რეფორმირება უპირობოდ უნდა შესრულდეს. ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიუროს სახელით გამართულ საჯარო დისკუსიაზე განაცხადა, რომ საქართველოში ძალიან ამბიციური რეფორმები მიმდინარეობს ენერგეტიკის სექტორში, მათ შორის არის ორგანიზებული ენერგეტიკული ბაზრების ჩამოყალიბება, ენერგეტიკული ბირჟის განვითარება, ენერგოეფექტურობის ...

Read More »

მაისის თვეში აშშ-ში ნავთობის მოპოვება მცირედით გაიზრდება

აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს საინფორმაციო ენერგეტიკული სამმართველოს (EIA) პროგნოზზე დაყრდნობით, “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი” ნავთობის მოპოვებაზე ინფორმაციას ავრცელებს: 2021 წლის მაისის თვეში  ნავთობის მოპოვება ამერიკის შეერთებული შტატების ნავთობისა და გაზის მომპოვებელ უმსხვილეს რეგიონებში გაიზრდება 13 ათასი ბარელით/დღეში ანუ 0.2%-ით 7.613 მილიონ ბარელამდე მიმდინარე თვესთან შედარებით. EIA ვარაუდობს გაზის მოპოვების შემცირებას ყველა ამ საბადოზე მაისის თვეში 149 მილიონი კუბური ფუტით 82,778 მილიარდ კუბურ ...

Read More »

კრიპტოვალუტების ფასი დაეცა

კრიპტოვალუტები – Bitcoin-ი, Ether-ი, XRP და Dogecoin-ი გაუფასურდა. ფასის შემცირება აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებას უკავშირდება. მისი ადმინისტრაცია საგადასახადო კოდექსში ცვლილებებს გეგმავს. მათ შორისაა კაპიტალის მოგების გადასახადის თითქმის გაორმაგება და 39.6%-მდე გაზრდა. გაუფასურებული კრიპტოვალუტებიდან ყველაზე ცნობილია Bitcoin-ი, რომლის ღირებულებაც, მარტის დასაწყისიდან პირველად, 47,555 დოლარამდე დაეცა.

Read More »