აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს საინფორმაციო ენერგეტიკული სამმართველოს (EIA) პროგნოზზე დაყრდნობით, “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი” ნავთობის მოპოვებაზე ინფორმაციას ავრცელებს:
2021 წლის მაისის თვეში ნავთობის მოპოვება ამერიკის შეერთებული შტატების ნავთობისა და გაზის მომპოვებელ უმსხვილეს რეგიონებში გაიზრდება 13 ათასი ბარელით/დღეში ანუ 0.2%-ით 7.613 მილიონ ბარელამდე მიმდინარე თვესთან შედარებით.
EIA ვარაუდობს გაზის მოპოვების შემცირებას ყველა ამ საბადოზე მაისის თვეში 149 მილიონი კუბური ფუტით 82,778 მილიარდ კუბურ ფუტამდე/დღეში.
ასევე, EIA-ის მონაცემების თანახმად, აშშ-ის ნავთობისა და გაზის უმსხვილეს მომპოვებელ რეგიონებში მდებარე საბადოებზე დაუსრულებელი ჭაბურღილების საერთო რაოდენობა წინა თვესთან შედარებით 177-ით შემცირდა 6912 ერთეულამდე.