Author Archives: energy

ნინო თანდილაშვილი: „ნამახვანჰესის“ ხელშეკრულება კომერციული კუთხით შეფასდება

„ნამახვანჰესის“ პროექტის სამშენებლო სამუშაოების შეჩერებასთან დაკავშირებით მოთხოვნა ვერ იქნება გაზიარებული, – ამის შესახებ „ქრონიკას“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა განუცხადა. „გარემოზე ზემოქმედების შეფასებასთან დაკავშირებით, აქტუალურ საკითხებზე იქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელშიც სპეციალური დარგობრივი სპეციალისტები მიიღებენ მონაწილეობას. ხელშეკრულება კომერციული კუთხით შეფასდება“, – აღნიშნა თანდილაშვილმა. ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები და ხელისუფლება 3 პირობის შესრულებაზე შეთანხმდნენ.

Read More »
საფრანგეთი აფრიკის განახლებადი ენერგიების განვითარებაში 2 მილიარდ ევროს დახარჯავს

ინვესტიციების მოზიდვის კუთხით “მწვანე” პროექტებმა ნახშირწყალბადების პროექტებს პირველად გაუსწრო

2021 წელს მსოფლიოს წამყვანი  ბანკების მიერ “მწვანე” ენერგიების პროექტებისთვის გაცემულმა სესხების რაოდენობამ პირველად გადააჭარბა წიაღისეული საწვავის პროექტებისას. “ბლუმბერგის” ანალიტიკოსების მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-მაისში მსოფლიოს წამყვანმა ბანკებმა დააფინანსეს სხვადასხვა ”მწვანე” პროექტები 203 მილიარდი დოლარით, ხოლო ნახშირწყალბადების მრეწველობამ “მხოლოდ” 189 მილიარდი დოლარის ინვესტიციის მოზიდვა მოახერხა. ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა 2015 წლის პარიზის შეთანხმების დადების დღიდან. 2016 წლიდან 2020 წლამდე სესხის გაცემის დინამიკა ...

Read More »

“დაისახა გეგმები, რათა „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებული საკითხების უფრო მაღალ დონეზე შესწავლა მოხდეს”

მნიშვნელოვანია, რომ დაცული იყოს უფლებები როგორც ინვესტორის, ასევე იმ ადამიანების, რომლებიც პროექტის ფარგლებში მუშაობენ, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ „ნამახვანჰესზე“ საუბრისას განაცხადა. „დეესკალაციას რა თქმა უნდა, აქვს ორი მხარე. პირველი, არის სახელმწიფო მხრიდან გადასადგმელი ნაბიჯები, რისთვისაც ჩვენ მზად ვართ, მაგრამ გარკვეული პასუხისმგებლობა იმ ადამიანებმაც უნდა აიღონ, ვინც ხეობაში აპროტესტებს, რომ ეს იქნება მშვიდობიანი პროცესი, კომპანიას დღეს, რომელიც კანონიერად გაცემული ნებართვის პირობებში ...

Read More »
მასკი

ილონ მასკის ტვიტის შემდეგ, ბიტკოინის ფასი გაიზარდა

მას შემდეგ, რაც ილონ მასკმა Tweeter-ზე დაწერა, რომ Tesla კრიპტოვალუტით ოპერაციებს განაახლებს, როდესაც მისი მოპოვება უფრო სუფთა ენერგიით მოხდება, ბიტკოინის ფასმა $39 000-ს გადააჭარბა. როგორც Tesla-ს დირექტორი წერს, ელექტრომობილების მწარმოებელი კვლავ დაუშვებს ბიტკოინით ტრანზაქციებს “როდესაც მაინერების მიერ სუფთა ენერგიის გონივრული (~ 50%) გამოყენება დადასტურდება”.  

Read More »
ხვალ რამდენიმე რაიონს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

თბილისის ზოგიერთ რაიონში 15 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოს გამო თბილისის ზოგიერთ რაიონში 15 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. სამგორის რაიონი –  10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის გზატკეცილის, წმინდა ბარბარეს უბნის, აეროდრომის დასახლების და რომანოზ ხომლელის ქუჩის მოსახლეობას. 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის III მასივის ზემო პლატოს და ირინა შტენბერგის ქუჩის მოსახლეობას. 12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, კახეთის ჩიხის და მამისაშვილის ქუჩის მოსახლეობას. 13:00 ...

Read More »

მერკელმა და ბაიდენმა Nord Stream 2-ზე ისაუბრეს

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ მას G7 სამიტის ფარგლებში შეხვედრა ჰქონდა აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან, სადაც მხარეებმა განიხილეს Nord Stream 2-ის პროექტი. ”ჩვენ (ბაიდენთან) მოკლედ მიმოვიხილეთ Nord Stream 2-ის საკითხი. როგორც თქვენთვის ცნობილია,  მოლაპარაკებები მიმდინარეობს ამერიკის მთავრობასთან და ფედერალური მთავრობის ექსპერტებთან. მე მჯერა, რომ სწორ გზაზე ვდგავართ, ორივე ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანია, რომ უკრაინა კვლავაც დარჩეს ბუნებრივი აირის სატრანზიტო პარტნიორად”- განუცხადა ...

Read More »

ბიზნეს ასოციაციაში ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და გაზის კომიტეტის სხდომა გაიმართა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში, ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და გაზის კომიტეტის სხდომაზე ბენზინის შენახვისა და დისტრიბუციის დროს აქროლადი ორგანული ნაერთების (აონ) გაფრქვევების შემცირების იმპლემენტირების შესაძლო ვადები განიხილეს, რომელიც ქვეყნის მიერ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში აღებული ერთ-ერთი ვალდებულებათაგანია. ასოციაციის წევრი ნავთობკომპანიების ხელმძღვანელებმა იმსჯელეს აღნიშნული ვალდებულების დანერგვასთან დაკავშირებულ გამოწვევებსა და მოსალოდნელ პოზიტიურ ეფექტზე. აღსანიშნავია, რომ კომიტეტის სამუშაო სხდომაზე გამოიკვეთა ის ძირითადი პრობლემები, რომელიც მოსალოდნელია ...

Read More »

ირანი აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის იმპორტს იწყებს

ენერგოდეფიციტის შემცირების მიზნით, ირანმა ხუთშაბათს აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის იმპორტი  დაიწყო. აღნიშნულის შესახებ განცხადება, ირანის ენერგეტიკის სამინისტროს სპიკერმა მოსტაფა რაჯაბი მაშჰადმა გააკეთა. მისი სიტყვებით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელექტროქსელზე “მოღანის” ელექტროგადამცემი ხაზების მიერთებისთანავე დაიწყო ელექტროენერგიის იმპორტი: ”ამჟამად, ხსენებული გადამცემი ხაზიდან 73 მეგავატი ელექტროენერგია მიეწოდება ირანის შიდა ქსელს.” აღნიშნული გადამცემი ხაზიდან იმპორტირებული ელექტროენერგიის მოცულობა პიკური მოხმარების საათებში შეიძლება 130 მეგავატამდეც გაიზარდოს . ივნისის თვის დასაწყისში ...

Read More »

ისრაელის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი: ისრაელი ირანს ბირთვული იარაღის შექმნის საშუალებას არ მისცემს

პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, ისრაელის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ნაფტალი ბენეტმა ირანთან დადებულ ბირთვულ შეთანხმებას შეცდომა უწოდა. ბენეტმა აღნიშნა, რომ ისრაელის ხელისუფლება ოფიციალურ თეირანს ბირთვული იარაღის შექმნის საშუალებას არ მისცემს. „ირანულ მხარესთან ბირთვული შეთანხმების განახლება შეცდომაა. ისრაელი არ დაუშვებს, რომ ირანმა ბირთვული იარაღი შექმნას“, – განაცხადა ბენეტმა.

Read More »

მასკი: როდესაც იქნება მტკიცებულება, რომ მაინერები სუფთა წყაროებიდან მიღებულ ენერგიას იყენებენ, Tesla ბიტკოინებით ტრანზაქციებს ისევ დაუშვებს

როდესაც “როდესაც გაჩნდება მტკიცებულება, რომ მაინერები სუფთა წყაროებიდან მიღებულ ენერგიას გონივრულად (დაახლოებით 50%) იყენებენ და ამას სამომავლო პოზიციური ტენდენცია ექნება, კომპანია Tesla ბიტკოინებით ტრანზაქციებს ისევ დაუშვებს”, – დაწერა მასკმა “ტვიტერში”. ამასთან მასკმა უარყო ინფორმაცია, რომ კომპანიამ კრიპტოვალუტაში არსებული აქტივები მოიცილა. მან დააზუსტა, რომ Tesla-მ ბიტკოინების მხოლოდ 10% “მოიშორა”. ბიტკოინის ფასი მნიშვნელოვნად დაეცა 13 მაისს მას შემდეგ, რაც მასკმა განაცხადა, რომ ...

Read More »