Author Archives: energy

რას მოუტანს საქართველოს შაჰ-დენიზის პროექტი?

აზერბაიჯანიდან საქართველოში 1,1 მილიარდი კუბური მეტრი გაზის იმპორტი განხორციელდა

მიმდინარე წლის იანვარ-მაისში აზერბაიჯანმა ევროპაში 7,4 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის ექსპორტი განახორციელა. შესაბამის ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. აზერბაიჯანის ენერგეტიკის სამინისტროს  მონაცემებით, აღნიშნული მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიური პერიოდის ნიშნულს 32%-ით აჭარბებს. 2021 წლის იანვარ-მაისში აზერბაიჯანმა თურქეთში ექსპორტზე გაიტანა დაახლოებით 4,2 მილიარდი კუბური მეტრი გაზი, ევროპაში – 2,1 მილიარდი კუბური მეტრი, ხოლო საქართველოში – 1,1 მილიარდი კუბური მეტრი. მათ შორის, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით, ამ პერიოდის განმავლობაში, 43,2 მილიონი კუბური მეტრი ...

Read More »

უწყვეტი გარემოსდაცვითი განათლების დანერგვის მიმართულებით ონლაინ კონფერენცია გაიმართა

გაეროს განათლების, კულტურისა და მეცნიერების ორგანიზააციის (UNESCO), ასევე, ევროკავშირის წევრი და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებმა გარემოსდაცვითი უნარ-ჩვევების და ინკლუზიური საზოგადოების განვითარების საკითხები ონალაინ კონფერენციაზე განიხილეს. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა, თამარ ალადაშვილმა უწყვეტი გარემოსდაცვითი განათლების დანერგვის მიმართულებით საქართველოში მიმდინარე ღონისძიებებზე ისაუბრა. „ქვეყნის მასშტაბით, ...

Read More »
ლარის გამყარებამ საწვავის გაიაფება გამოიწვია

გაძვირდება თუ არა ბენზინი საქართველოში, თუ ნავთობის ფასი ნაწინასწარმეტყველებ $100–ს მიაღწევს?

ყატარში ჩატარებულ ეკონომიკურ ფორუმზე უმსხვილესი ნავთობკომპანიების ლიდერებმა, როგორებიცაა Exxon Mobil Corp, Royal Dutch Shell და Total განაცხადეს, რომ სექტორში ინვესტიციების უკმარისობის გამო, ნედლი ნავთობის ფასი, შესაძლოა, $100–მდე გაიზარდოს. ნავთობკომპანიების ხელმძღვანელები ორ სცენარს ვარაუდობენ, რომლებიც შეიძლება ბაზარზე განვითარდეს: ნავთობის ფასი შეიძლება 100 დოლარამდე გაიზარდოს ერთ ბარელზე, მაგრამ შეიძლება შემცირდეს ძლიერი არასტაბილურობის გამო. investing.com–ის ცნობით, ფასის ზრდასთან დაკავშირებულ მოსაზრებას EXXON Mobil Corp-ის ...

Read More »
ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვით ჰაერის დაბინძურება კვლავ მწვავე პრობლემად რჩება

ევროკავშირში შესაძლოა, საწვავზე მომუშავე ავტომობილების რეკლამირება აიკრძალოს

ევროკომისიამ ევროპის სამოქალაქო ინიციატივის (ECI) წინადადება დაარეგისტრირა, რომელიც ბენზინზე და დიზელზე მომუშავე ავტომობილების რეკლამირებას კრძალავს. დოკუმენტის ავტორები იმედოვნებენ, რომ ევროკავშირი შეიმუშავებს კანონპროექტს, რომელიც საწვავზე მომუშავე სატრანსპორტო საშუალებებისთვის ყველა ტიპის რეკლამასა და სპონსორობას აკრძალავს. გამონაკლისი მხოლოდ სასწრაფო გადაუდებელი დახმარების სერვისის მოდელებისთვის დაიშვება. აკრძალვა შესაძლოა, შეეხოს როგორც ოფლაინ და ონლაინ რეკლამას, ისე სპორტული აქტივობების, საგანმანათლებლო და გასართობი ღონისძიებების სპონსორობას. ამ ინიციატივის დარეგისტრირებით, ...

Read More »
ირაკლი ღარიბაშვილი: აზიის ენერგორესურსები საქართველოს გავლით ევროპას მიეწოდება

“განახლებადი ენერგიის წყაროების ოპტიმალურ ათვისებას ყურადღება დაეთმობა”

პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ მთავრობა განახლებადი ენერგიის წყაროების ოპტიმალურ ათვისებას დიდ ყურადღებას დაუთმობს. “ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცება, რა თქმა უნდა, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა. დიდი ყურადღება დაეთმობა განახლებადი ენერგიის წყაროების ოპტიმალურ ათვისებას. ჩვენი მოლოდინით, მომდევნო ათ წელიწადში გენერაციის სიმძლავრე 7 000 მეგავატს გადააჭარბებს. ახალი სიმძლავრეების უდიდესი ნაწილი განახლებად ენერგიებზე მოვა. ელექტროენერგიის ევროპულ ბაზართან პირდაპირი წვდომის მიზნით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა შავი ...

Read More »
როგორ დგება ელექტროენერგიის ფასი და რატომ ითხოვს "თელასი" ტარიფის ზრდას?!

მომხმარებელს მრიცხველის ჩვენების გამოგზავნის ვალდებულება არ აქვს

“თელასის” განმარტებით, მომხმარებელთა მხრიდან მრიცხველების ჩვენების გაგზავნა უფლებაა და არა ვალდებულება. კომპანიის მიერ მომხმარებლებისთვის გაგზავნილ მოკლე ტექსტურ შეტყობინებაში აღნიშნულია, რომ მრიცხველის ჩვენების არ გაგზავნის გამო აბონენტებს ელექტროენერგია არ შეუწყდებათ. “ვინაიდან 2021 წლის 1-ლი ივლისიდან ელექტროენერგიას, სს “თელასის” ნაცვლად, კომპანია “თელმიკო” მოგაწვდით, 2021 წლის 30 ივნისის მდგომარეობით სს “თელასი” გამოგიგზავნით ქვითარს. მომხმარებელთა მხრიდან მრიცხველების ჩვენების გამოგზავნა არის არა ვალდებულება, არამედ უფლება. ამ უფლების ...

Read More »
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი ხელისუფლების დროს, სამ წელიწადში დაიგო 96 კილომეტრი გზა

“იუსტიციის სამინისტროს შერჩეული კომპანია ნამახვანჰესის ხელშეკრულებას შეისწავლის”

იუსტიციის სამინისტროს შერჩეული კომპანია ნამახვანჰესის ხელშეკრულებას შეისწავლის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში, წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. „იუსტიციის მინისტრს, ბატონ რატი ბრეგაძეს დავავალე და შესაბამისი კომპანიაც იქნა შერჩეული, რომელიც შეისწავლის ხელშეკრულების შესაბამისობას საერთაშორისო პრაქტიკასთან“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. პრემიერ-მინისტრმა პარლამენტის ტრიბუნიდან მიწის რეგისტრაციის რეფორმის მიმდინარეობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, პროცესი კიდევ უფრო დაჩქარდება. „მიწის რეგისტრაციის პროცესი გრძელდება, ამ პროცესს ჩვენ დავაჩქარებთ და ...

Read More »

“ნამახვანჰესის” პროქტი განხორციელდება უკეთესი ფორმით

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, ნამახვანჰესთან დაკავშირებით ახლა მედიაციის პროცესია და ეს პროექტი აუცილებელია განხორციელდეს, მაგრამ ეს იქნება უკეთესი ფორმით. “ნამახვანჰესი არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი ჩვენი ენერგეტიკული დამოუკიდებლობისთვისა და ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არის ახლა, რომ მედიაციის პროცესში ვიმყოფებით. მედიაციის პროცესს ევროკავშირის ენერგეტიკული ქარტიის წარმომადგენელი უძღვება და გვაქვს ძალიან პოზიტიური მოლოდინები, აქედან გამომდინარე, ყველა ის ხარვეზი, თუკი რამე არსებობდა გარემოს ...

Read More »
ირაკლი ღარიბაშვილი: გაზპრომის ირგვლივ მიზანმიმართული სპეკულაციები ხორციელდება

ირაკლი ღარიბაშვილი: „ნამახვანჰესის“ პროექტი მე მემკვიდრეობით დამხვდა, ჩვენი პრინციპული პოზიციაა, რომ პირობები უნდა გადაიხედოს

ნამახვანჰესთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია მე ღიად დავაფიქსირე, არ დამიმალავს, რომ ეს პროექტი მემკვიდრეობით დამხვდა და რა თქმა უნდა, მიუღებელია ის პირობები, თუნდაც 100 წელი და სხვა პირობები, რომლებიც იქ წერია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში, დეპუტატების მიერ ამ თემაზე დასმული კითხვების საპასუხოდ განაცხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საუბარი ჰქონდა ინვესტორთან, დამფუძნებელთან და მიმდინარეობს აქტიური მუშაობა. „ჩემი მოწვევით ...

Read More »

ნავთობის ფასი ზრდას განაგრძობს

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ინფორმაციით, 2021 წლის   24 ივნისის   ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  75,56 (+  0,37) დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  73.30 (+ 0,22)  დოლარი/ბარელზე.

Read More »