Author Archives: energy

სემეკის წევრად გიორგი ფანგანის კანდიდატურა დამტკიცდა

სემეკის წევრად გიორგი ფანგანის კანდიდატურა დამტკიცდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას ახალი წევრი ჰყავს. „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, გიორგი ფანგანი კომისიის წევრის თანამდებობას 6 წლის ვადით დაიკავებს. კომისიის წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე გიორგი ფანგანის კანდიდატურა საქართველოს პრეზიდენტის მიერ, დარგის ექსპერტებთან კონსულტაციების შედეგად იქნა შერჩეული. საქართველოს მთავრობის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად წარედგინა. 27 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გიორგი ფანგანის ...

Read More »
საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტო მთავრობებს ახალ პროგნოზებს სთავაზობს

საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტო მთავრობებს ახალ პროგნოზებს სთავაზობს

საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტო აფრთხილებს მთავრობებს, რომ საკუთარი ენერგეტიკული პოლიტიკის ფორმირების დროს,  გათვლა ნავთობის დაბალ ფასზე არ გააკეთონ. რადგან 2016 წელს მიწოდება შესაძლოა შემცირდეს, ნავთობის სექტორში ინვესტიციების ვარდნისა და ამერიკის შეერთებულ შტატებში წარმოების შემცირების გამო. ამის შესახებ სააგენტოს აღმასრულებელმა დირექტორმა დღეს განაცხადა. მისი აზრით, თუ ნავთობზე დღეს არსებული დაბალი ფასი შენარჩუნდა, სექტორში ინვესტიციების მოცულობა მომავალ წელს ერთი მეხუთედზე მეტით შემცირდება და ...

Read More »
გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა ატომური ენერგიის შტაბ-ბინაში შეხვედრა გამართეს

გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა ატომური ენერგიის შტაბ-ბინაში შეხვედრა გამართეს

ვენაში, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს შტაბ-ბინაში, გარემოს დაცვის სამინისტროს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსი ვასილ გედევანიშვილი, საერთაშორისო სააგენტოს ბირთვული დაცულობის ოფისის დირექტორს, ხამარ მრაბიტს შეხვდა. მხარეებმა საქართველოს ბირთვული დაცულობის რეჟიმის გაუმჯობესების მიმართულებით თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს. ქართულმა მხარემ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს საქართველოს 2015-2019 წლების ბირთვული დაცულობის მხარდაჭერის ინტეგრირებული გეგმა გადასცა. გეგმა წარმოადგენს ბირთვული დაცულობის რეჟიმის განმახორციელებელი უწყებების – გარემოს ...

Read More »
ეიფელის კოშკზე ქარის ტურბინები დამონტაჟდა (ფოტო+ვიდეო)

ეიფელის კოშკზე ქარის ტურბინები დამონტაჟდა (ფოტო+ვიდეო)

საფრანგეთის დედაქალაქის, პარიზის მესვეურებმა, 126 წლის ისტორიის მქონე ეიფელის კოშკზე „მწვანე“ კონცეფციის შემუშავება გადაწყვიტეს. აღნიშნული კონცეფციის ფარგლებში, ცნობილ კოშკზე სპეციალური AIR5-ის ტიპის 2 ქარის ტურბინა დამონტაჟდა, რომელებიც წელიწადში 10,000 კილოვატ/საათ ენერგიას გამოიმუშავებს. ამ ოდენობის ენერგია სრულად დააკმაყოფილებს ეიფელის კოშკის მხოლოდ პირველი სართულის მოხმარებას. კოშკზე ქარის ტურბინების დამონტაჟება ემსახურება გარემოში მავნე აირების ემისიას და გარემოზე ზემოქმედების მაქსიმალურად შემცირებას. პარიზის მერიის წარმომადგენლების ...

Read More »

გარემოში მავნე აირების შემცირების მიზნით ჩინეთში წყალბადზე მომუშავე ტრამვაი შექმნეს

ჩინეთის ხელისუფლება ძალისხმევას არ იშურებს იმისთვის, რომ მაქსიმალურად შემცირდეს ატმოსფეროში მავნე აირების გაფრქვევა. ამ მიზნით, ჩინელი მეცნიერები, სხვადასხვა მიმართულებით მუშაობენ ახალი ტექნოლოგიების შესამუშავებლად. სწორედ, სათბური გაზების ემისიის მიზნით ჩინურმა კომპანია Sifang-მა შეიმუშავა მსოფლიოში პირველი წყალბადზე მომუშავე ტრამვაის მოდელი. წყალბადის ტრამვაის დახვეწასა და განვითარებაზე ტექნოლოგები 2 წლის მანძილზე მუშაობდნენ. ტრამვაის მაქსიმალური სიჩქარე საათში 70 კმ/სთ იქნება და ის ერთდროულად 380 მგზავრის ...

Read More »

გაზპრომი ევროპას გაზს ბოლო 11 წლის განმავლობაში ყველაზე იაფად მიაწვდის

2016 წელს “გაზპრომი” ევროპას რუსულ გაზს 11 წლის განმავლობაში პირველად, ყველაზე დაბალ ფასად შესთავაზებს. “ბლუმბერგის” ინფორმაციით, “გაზპრომი” ევროპას ათას კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს 200 დოლარის სანაცვლოდ მიაწვდის. “ბლუმბერგის” წყაროს ცნობით, ევროპაში გაზის ექსპორტი მომავალ წელს სავარაუდოდ, სტაბილურ მაჩვენებლამდე – 160 მილიარდი კუბური მეტრი – შენარჩუნდება. მართალია, რუბლებში “გაზპრომის” მოგება შემცირდება, თუმცა ბოლო რამდენიმე წლის საშუალო მაჩენებელი შენარჩუნებული იქნება. “გაზპრომის” კონტრაქტებში ...

Read More »
კახა კალაძე გაზპრომის წარმომადგენლებს მილანში შეხვდა

კახა კალაძე გაზპრომის წარმომადგენლებს მილანში შეხვდა

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის, კახი კალაძისა და “გაზპრომის” ხელმძღვანელის, ალექსეი მილერის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო ავრცელებს. ინფორმაციაში ნათქვამია, რომ “გაზპრომთან” მორიგი სამუშაო შეხვედრა გუშინ მილანში გაიმართა. უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს არსებული ტრანზიტის მომსახურების ხელშეკრულების გაგრძელებისა და სხვა ტექნიკური ხასიათის საკითხები. აგრეთვე, ბუნებრივი აირის დამატებითი მოცულობების მოწოდების შესაძლებლობა და პირობები. აქვე შეგახსენებთ, რომ პირველი შეხვედრა ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ...

Read More »
საქართველოში დამზადებული ელმავლები ექსპორტზე აზერბაიჯანში გადის

საქართველოში დამზადებული ელმავლები ექსპორტზე აზერბაიჯანში გადის

საქართველოში დამზადებული ოთხი ელმავლი ექსპორტზე აზერბაიჯანში გავიდა. ამის შესახებ ქართული ელმავლების მწარმოებელ ქარხანაში „ელმავალმშენებელი” განაცხადეს. კომპანიის კომერციული სამსახურის ხელმძღვანელი, მამუკა ხუციშვილი აცხადებს, რომ ქარხანა აზერბაიჯანელი პარტნიორებისგან ექვსი ახალი ელმავალის შეკეთების შეკვეთასაც ელოდება. მისივე თქმით, ბოლო პერიოდის განმავლობაში კომპანიის მუშაობა, უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებმა შეაფერხა, „თუმცა ქარხანა გაჭირვებული პერიოდიდან თავის დაძვრენას” საექსპორტო ბაზრების გაფართოებით ცდილობს. საქართველოში დამზადებული ელმავლები გასულ წლებში უკრაინასა და ...

Read More »
რუსთავის აზოტი ქარხნის მოდერნიზება-რეკონსტრუქციას გეგმავს

რუსთავის აზოტი ქარხნის მოდერნიზება-რეკონსტრუქციას გეგმავს

საჭირო დაფინანსების მოსაპოვებლად მენეჯმენტმა საფინანსო ინსტიტუტებს მიმართა, მათ შორის, რეკონსტრუქციისა და განვითარების ევროპულ ბანკს (EBRD). ევრობანკის ცნობით, განიხილება „რუსთავის აზოტის” დაფინანსების 200 მილიონ აშშ დოლარამდე გაზრდა. საფინანსო ორგანიზაციაში ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიისთვის ახალი, სუბორდინირებული სესხის გამოყოფის საკითხის განხილვა აქტიურ ფაზაშია. EBRD -ის ცნობით, სესხის ნაწილი საწარმოო ხაზის რეკონსტრუქცია-მოდერნიზებას მოხმარდება. მეორე ნაწილი მიემართება კომპანიის სასესხო ვალდებულებების შემსუბუქებისთვის. ევრობანკი მიუთითებს, რომ ახალი ინვესტიცია ...

Read More »
დღეს „გაზპრომის“ წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართება

დღეს „გაზპრომის“ წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართება

„გაზპრომის“ წარმომადგენლებთან დღეს მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართება. ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული. “დღეს გაიმართება მორიგი სამუშაო შეხვედრა „გაზპრომის“ წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე მხარეები გეგმავენ განიხილონ არსებული ტრანზიტის მომსახურების ხელშეკრულების გაგრძელებისა და სხვა ტექნიკური ხასიათის საკითხები. აგრეთვე, ბუნებრივი აირის დამატებითი მოცულობების მოწოდების შესაძლებლობა და პირობები“, – აცხადებენ ენერგეტიკის სამინისტროში.

Read More »