დღეს „გაზპრომის“ წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართება

დღეს „გაზპრომის“ წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართება

„გაზპრომის“ წარმომადგენლებთან დღეს მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართება. ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

“დღეს გაიმართება მორიგი სამუშაო შეხვედრა „გაზპრომის“ წარმომადგენლებთან.

შეხვედრაზე მხარეები გეგმავენ განიხილონ არსებული ტრანზიტის მომსახურების ხელშეკრულების გაგრძელებისა და სხვა ტექნიკური ხასიათის საკითხები.

აგრეთვე, ბუნებრივი აირის დამატებითი მოცულობების მოწოდების შესაძლებლობა და პირობები“, – აცხადებენ ენერგეტიკის სამინისტროში.

Leave a Reply