Author Archives: energy

ნავთობი ისევ გაძვირდა

ნავთობი ისევ გაძვირდა

26 აპრილის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. ლონდონში, Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent -ის მარკის ნავთობის ფასმა შეადგინა 46.37 (+ 1,64) აშშ დოლარი/ბარელზე. New York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet -ის მარკის ნავთობის ფასმა შეადგინა 44.66 (+ 1,68) აშშ დოლარი/ბარელზე.

Read More »
მზის ენერგიის გამოყენების პერსპექტივა საქართველოში

მზის ენერგიის გამოყენების პერსპექტივა საქართველოში

ჰიდროელექტროსადგურების პოტენციალის გარდა, საქართველოს საკმაოდ მნიშვნელოვანი ალტერნატიული ენერგიის პოტენციალი აქვს. 21-ე საუკუნეში წამყვანი ქვეყნებისთვის ეს ენერგია უკვე თანდათან ენაცვლება „ტრადიციულს“, ჩვენთან კი, რეალურად, მხოლოდ პირველი ფრთხილი ნაბიჯები იდგმება ამ მიმართულებით. ამ დღეებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ და კომპანია „Headwall Power International“-ის პრეზიდენტმა Bradford J. Meikle-მა, გარდაბნის მუნიციპალიტეტში მზის ენერგიის პოტენციალის შესასწავლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი. მემორანდუმის თანახმად, ...

Read More »
საქართველოს შეუძლია ევროპის მომავალ ენერგოუსაფრთხოებაში მნიშვნელოვანი მოთამაშე გახდეს

საქართველოს შეუძლია ევროპის მომავალ ენერგოუსაფრთხოებაში მნიშვნელოვანი მოთამაშე გახდეს

ნავთობისა და გაზის კომპანიის, Frontera Resources-ის პრეზიდენტის სტივ ნიკანდროსის განცხადებით, საქართველოს აქვს პოტენციალი, რომ ევროპის მომავალ ენერგოუსაფრთხოებაში მნიშვნელოვანი მოთამაშე გახდეს. ამის შესახებ სტივ ნიკანდროსმა Frontera Resources-ის იმ ინფორმაციის კომენტირებისას განაცხადა, რომლის თანახმად, კომპანია სამხრეთ კახეთის გაზის კომპლექსის ტერიტორიაზე მასშტაბურ სამუშაოებს იწყებს. მისი თქმით, კომპანიის ტექნიკური სამუშაოები სამხრეთ კახეთის გაზის კომპლექსის ტერიტორიაზე ადასტურებს, რომ ეს არის ახალი, გაზის მნიშვნელოვანი მარაგის მქონე ...

Read More »
ტყეების მასშტაბურმა ექსპლუატაციამ, ქვეყანაში შესაძლოა ეკოლოგიური კატასტროფა გამოიწვიოს

ტყეების მასშტაბურმა ექსპლუატაციამ, ქვეყანაში შესაძლოა ეკოლოგიური კატასტროფა გამოიწვიოს

CENN-ის განცხადებით, სოციალური მიზნით საქართველოს ტყეების მასშტაბურმა ექსპლუატაციამ, ქვეყანა ახლო მომავალში შესაძლოა ეკოლოგიური კატასტროფისა და სოციალურ-ეკონომიკური და ენერგეტიკული კრიზისის წინაშე დააყენოს. როგორც ორგანიზაციის განცხადებაშია ნათქვამი, მომავალი 2016–2017 წლებიდან ზამთრისთვის ტყეებიდან შეშის იმ რაოდენობის მეოთხედის გამოტანაც ვეღარ მოხერხდება, რაც მოსახლეობამ თუნდაც გასული ზამთრის პერიოდში მოიხმარა. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, აღნიშნულს ადასტურებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ეგიდით და ეროვნული სატყეო სააგენტოს ...

Read More »
Frontera Resources სამხრეთ კახეთის გაზის კომპლექსის ტერიტორიაზე სამუშაოებს მაისში დაიწყებს

Frontera Resources სამხრეთ კახეთის გაზის კომპლექსის ტერიტორიაზე სამუშაოებს მაისში დაიწყებს

კომპანია Frontera Resources-მა კახეთის რეგიონში სამუშაოების განახლება დაანონსა. კომპანიის ცნობით, ძირითადი სამუშაოები სამხრეთ კახეთის გაზის კომპლექსის ტერიტორიაზე, ცენტრალურ და დასავლურ ნაწილებში განხორციელდება. “ფრონტერაში” აღნიშნავენ, რომ ამ მონაკვეთებზე ტექნიკური გამოკვლევები და ოპერაციული სამუშაოები მიმდინარე წლის პირველ კვარტალშიც ხორციელდებოდა, სადაც 300-5 000 მეტრის სიღრმეზე მდებარე რეზერვუარებში აღმოჩენილ იქნა გაზის დიდი მარაგი. მაისიდან სამხრეთ კახეთის გაზის კომპლექსის დასავლურ ნაწილში, ჭაბურღილ „უდაბნო N 2”-ზე სამუშაოები ...

Read More »
მზის ელემენტებზე მომუშავე თვითმფრინავი ჰავაიდან კალიფორნიაში ჩაფრინდა

მზის ელემენტებზე მომუშავე თვითმფრინავი ჰავაიდან კალიფორნიაში ჩაფრინდა

მზის ელემენტებზე მომუშავე თვითმფრინავი Solar Impulse 2-მ სამ დღიანი ფრენა დაასრულა და ჰავაის კუნძულებიდან კალიფორნიაში ჩაფრინდა. დაფრენამდე მან ცნობილ ხიდ “ოქროს კარიჭეს” გადაუფრინა. ეს გადაფრენა იყო ერთერთი ეტაპი დაახლოებით ერთი წლის წინ დაწყებული საცდელი პროექტისა, რომელიც აბუ-დაბიდან დაიწყო. თვითმფრინავი წარმატებით გადაფრინდა იაპონიაში, თუმცა წყნარ ოკეანეზე გადაფრება გაუჭირდა, რადგან გზაში საგრძნობლად დაზიანდა. ჰავაის კუნძულებზე იგი გაარემონტეს, რის შემდეგადაც მან თავისი ბოლო ...

Read More »
დმანისში 8,4 კილომეტრიანი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

დმანისში 8,4 კილომეტრიანი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრატსრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი ხერგიანმა დიდი დმანისი–დმანისი–გომარეთი–ბედიანის საავტომობილო გზის 8,4 კილომეტრიანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. გზის აღნიშნული მონაკვეთი დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლებზე (ყარაბულახი, ახასა, ველისპირი და განახლება) გადის და 30 წელზე მეტია რეაბილიტაცია არ ჩატარებია. ამორტიზებულ გზაზე ასფალტი მხოლოდ ფრაგმენტულად იყო შემორჩენილი. პროექტი ითვალისწინებს: ასფალტ–ბეტონის საფარის, მწყალგამტარი მილების, კიუვეტებისა და გაბიონების მოწყობას; ასევე, ...

Read More »
საპარტნიორო ფონდი და OPIC-ი ერთობლივ პროექტებს განახორციელებენ

საპარტნიორო ფონდი და OPIC-ი ერთობლივ პროექტებს განახორციელებენ

საპარტნიორო ფონდი და აშშ-ის მთავრობის განვითარების საფინანსო ინსტიტუტი – „უცხოეთის კერძო საინვესტიციო კორპორაციასთან“ (OPIC) ერთობლივ პროექტებს განახორციელებენ. ამას ითვალისიწნებს მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულება. მემორანდუმი ასევე ითვალისწინებს პროექტების დაფინანსების კუთხით საპარტნიორო ფონდისა და „უცხოეთის კერძო საინვესტიციო კორპორაციის“ თანამშრომლობას. მემორანდუმს ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ნათია თურნავამ და OPIC-ის ადმინისტრაციის უფროსმა კამერონ ალფორდმა ვაშინგტონში OPIC-ის მთავარ ოფისში მოაწერეს ...

Read More »
"შაჰ დენიზი 2"-ის მშენებლობის თითქმის 70% დასრულებულია

“შაჰ დენიზი 2”-ის მშენებლობის თითქმის 70% დასრულებულია

“შაჰ დენიზი 2”-ის პროექტის რეალიზაციის სამუშაოების თითქმის 70% დასრულებულია. ამის შესახებ აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა ნატიგ ალიევმა განაცხადა. მისი თქმით, პროექტის სამუშაოები მნიშვნელოვნად დაჩქარებულია. „სამხრეთკავკასიური გაზსადენის გაფართოების, სანგაჩლის ტერმინალისა და საქართველოში საკომპრესორო სადგურების მშენებლობა თითქმის 70%-ით არის დასრულებული. პროექტთან დაკავშირებით ევროპული ქვეყნების მთავრობებთან მუშაობას ვაგრძელებთ“, – აღნიშნა აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა. ნაგიტ ალიევის განცხადებით, მომავალში სამხრეთ კორიდორით გაზის ტრანსპორტირება ირანიდან, ერაყიდან, კვიპროსიდან და ...

Read More »
„სოფელ ცდოში ახალი პროექტით ის პრობლემა იხსნება, რაც მოსახლეობას აწუხებს“

„სოფელ ცდოში ახალი პროექტით ის პრობლემა იხსნება, რაც მოსახლეობას აწუხებს“

ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე აცხადებს, რომ ყაზბეგის რაიონის სოფელ ცდოში ელექტროგადამცემი ხაზის პროექტი არის სტრატეგიული მნიშვნელობის და ამ პროექტის განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია. ენერგეტიკის მინისტრმა განაცხადა, რომ მისთვის გაუგებარია ადგიობრივი მოსახლეობის პროტესტის მიზეზი, რადგან წლების განმავლობაში სწორედ ამ სოფელზე გადიოდა მაღალი ძაბვის ელქტროგადამცემი ხაზები. ახალი პროექტით კი ეს ელექტროგადამცემი ხაზები სფლისგან მოშორებით გადადის. “ცდოში ელექტროგადამცემი ხაზის პროექტი არის სტრატეგიული მნიშვნელობის, ძალიან ...

Read More »