მზის ელემენტებზე მომუშავე თვითმფრინავი Solar Impulse 2-მ სამ დღიანი ფრენა დაასრულა და ჰავაის კუნძულებიდან კალიფორნიაში ჩაფრინდა.
დაფრენამდე მან ცნობილ ხიდ “ოქროს კარიჭეს” გადაუფრინა.
ეს გადაფრენა იყო ერთერთი ეტაპი დაახლოებით ერთი წლის წინ დაწყებული საცდელი პროექტისა, რომელიც აბუ-დაბიდან დაიწყო. თვითმფრინავი წარმატებით გადაფრინდა იაპონიაში, თუმცა წყნარ ოკეანეზე გადაფრება გაუჭირდა, რადგან გზაში საგრძნობლად დაზიანდა. ჰავაის კუნძულებზე იგი გაარემონტეს, რის შემდეგადაც მან თავისი ბოლო გაფრენაც განახორციელა.
თვითმფრინავის ბოლო, არანაკლებ რთული გამოცდა იქნება ნიუ-იორკიდან ჰიბრალტარის სრუტისკენ გადაფრენა.