Frontera Resources სამხრეთ კახეთის გაზის კომპლექსის ტერიტორიაზე სამუშაოებს მაისში დაიწყებს

Frontera Resources სამხრეთ კახეთის გაზის კომპლექსის ტერიტორიაზე სამუშაოებს მაისში დაიწყებს

კომპანია Frontera Resources-მა კახეთის რეგიონში სამუშაოების განახლება დაანონსა. კომპანიის ცნობით, ძირითადი სამუშაოები სამხრეთ კახეთის გაზის კომპლექსის ტერიტორიაზე, ცენტრალურ და დასავლურ ნაწილებში განხორციელდება.

“ფრონტერაში” აღნიშნავენ, რომ ამ მონაკვეთებზე ტექნიკური გამოკვლევები და ოპერაციული სამუშაოები მიმდინარე წლის პირველ კვარტალშიც ხორციელდებოდა, სადაც 300-5 000 მეტრის სიღრმეზე მდებარე რეზერვუარებში აღმოჩენილ იქნა გაზის დიდი მარაგი.

მაისიდან სამხრეთ კახეთის გაზის კომპლექსის დასავლურ ნაწილში, ჭაბურღილ „უდაბნო N 2”-ზე სამუშაოები დაიწყება.

Frontera Resources-ი აპირებს სატესტო სამუშაოების ჩატარებას, რათა შეფასდეს 2 000-მეტრიანი მონაკვეთის რესურსი. კომპანიის პროგნოზით, მისი სამრეწველო სიმძლავრე შესაძლოა, დღეში 10-20 მილიონ კუბურ ფუტს შეადგენდეს.

გარდა ამისა, 2017 წელს სამხრეთ კახეთის გაზის კომპლექსის ცენტრალურ ნაწილში “ფრონტერა” აპირებს ახალი პროგრამის წამოწყებას, რომელიც ითვალისწინებს 37 ჭაბურღილის გაბურღვას, რაც, კომპანიის შეფასებით, ერთი ტრილიონი კუბური ფუტის გაზის მოპოვების საშუალებას მისცემს.

Frontera Resources-ში აღნიშნავენ, რომ 2015 წელს გამოქვეყნებული პროგნოზის თანახმად, სამხრეთ კახეთის გაზის კომპლექსის ტერიტორიაზე, გაზის მარაგი 187 ტრილიონ კუბურ ფუტს შეადგენს.

Leave a Reply