Author Archives: energy

ნამახვანჰესის გზშ-ს აუდიტს საერთაშორისო კომპანია RAMBOLL-ი განახორციელებს

ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტის ფარგლებში მომზადებული გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ანგარიშის აუდიტს დამოუკიდებელი კონსულტანტი, საერთაშორისო კომპანია „რამბოლი“ (Ramboll) განახორციელებს, – ინფორმაციას ინვესტორი კომპანია ENKA ავრცელებს. “რამბოლი“ მაღალი რეპუტაციის მქონე მულტინაციონალური საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც 1945 წელს დანიაში დაარსდა. მას ჰიდროენერგეტიკის სექტორში მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება აქვს. კომპანიის საქმიანობა მოიცავს ჰიდროენერგეტიკის ყველა ასპექტს, მაშ შორის – ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშთა ...

Read More »

Kraken-ის CEO: ბიტკოინმა, შესაძლოა, $1 მილიონს მიაღწიოს

კრიპტო ბირჟის ლიდერის Kraken-ის აღმასრულებელი დირქტორი, ჯესი პაუელი ფიქრობს, რომ ბიტკოინის ღირებულება მომავალ ათ წელში $1 მილიონს მიაღწევს.  როგორც პაუელი ამბობს, ბიტკოინის მომხრეების მოლოდინით,  ციფრული მონეტა საბოლოოდ ყველა ძირითადი ვალუტას ჩაანაცვლებს. მისი თქმით, ბიტკოინმა, შესაძლოა, მომავალში დოლარის, ევროს და სხვა ვალუტების საბაზრო მოცულობასაც გადააჭარბოს. “დოლარი მხოლოდ 50 წლისაა და ის უკვე სისუსტის უკიდურეს ნიშნებს ავლენს. ვფიქრობ, მომავალში ხალხი ფასის დადგენას ...

Read More »

ვახტანგ ჭარაია: „დაინტერესებულ პირებს“ არც კი აინტერესებთ, რა შემხვედრ ნაბიჯებს დგამს სახელმწიფო

ძალიან სამწუხაროა რომ „დაინტერესებულ პირებს“ არც კი აინტერესებს, რა შემხვედრ ნაბიჯებს დგამს სახელმწიფო და ინვესტორი და რას იტყვიან უშუალოდ იმ დარგის სპეციალისტები, რომლებთანაც (ერთი შეხედვით) ყველაზე მწვავე შეკითხვები არსებობდა, – ამის შესახებ Facebook-ზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის „ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის“ ხელმძღვანელი ვახტანგ ჭარაია „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით წერს. „ძალიან სამწუხარო ფაქტი დაფიქსირდა დღეს ქუთაისში, სადაც „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებმა უბრალოდ ჩაშალეს შეხვედრა ზუსტად იმ ...

Read More »

გიორგი ტატიშვილი: OMV Petrom-ის შესწავლებით, საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, გაზის საბადო უნდა იყოს

კომპანია OMV Petrom აქტიურ სამუშაოებს მომავალი წლიდან დაიწყებს, – ამის შესახებ ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს უფროსმა, გიორგი ტატიშვილმა განაცხადა. ტატიშვილის თმით, აქტიური სამუშაოების დაწყებამდე, წლევანდელი წელი გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის შემუშავებას დაეთმობა. „შავი ზღვა ეკოლოგიურად საკმაოდ სენსიტიურია ჩვენთვის და ბუნებრივია, გვინდა, რომ კომპანიას ჰქონდეს მსოფლიო დონის ანგარიში, რომელიც გარემოზე პოტენციურ ზემოქმედებას აღწერს. ამის შემდგომ უკვე კომპანია დაიწყებს ორ და ...

Read More »
ნამახვან ჰესების კასკადზე ინტერესთა გამოხატვის ვადა გახანგრძლივდა

ქვეყანა წლიურად 600 მლნ დოლარს კარგავს – რატომ ებრძვიან ჰესების მშენებლობას საქართველოში?

რიონის ხეობაში 130 დღეზე მეტია რაც ნამახვანჰესის მშენებლობას კარვებში აპროტესტებენ. აქტივისტების განცხადებით მიწისძვრის შემთხვევაში კაშხალი ჩამოინგრევა და ქუთაისს 34 მეტრიანი ტალღა წალეკავს. ჰესის მოწინაარმდეგეებისთვის ასევე მიუღებელია ტყის დატბორვა და მიკროკლიმატის ცვლილება. მთავრობაში, სადაც საპირისპირო პოზიცია გააჩნიათ და ფიქრობენ, რომ ნამახვანი საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას გაზრდის. მხარეებმა ბოლო პერიოდში კომუნიკაციის ნაკლებობა აღიარეს. სახელმწიფომ ჯერ ვებსივრცეში 17 გვერდიანი კითხვა-პასუხი განათავსა, შემდეგ რიონის ხეობაში, სადაც ...

Read More »

ლევან დავითაშვილი: წყალტუბოს სამკურნალო წყლებზე ნამახვანი ჰესის მშენებლობის შესაძლო ზეგავლენა დეტალურად არის შესწავლილი

წყალტუბოს სამკურნალო თერმულ მინერალურ წყლებზე ზემოქმედება ასევე დეტალურად იყო შესწავლილი, რაც ჩვენი მხრიდან წინასწარ იყო მოთხოვნილი. ვფიქრობ, არსებობს მკაფიო დასაბუთება, რომ ეს არანაირ გავლენას არ ახდენს წყალტუბოს მინერალურ წყლებზე, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განაცხადა. „გზშ-ის ანგარიშს სხვადასხვა მნიშვნელოვან კვლევებთან ...

Read More »

Rolls-Royce მსოფლიოში ყველზე სწრაფ ელექტროთვითმფრინავს გამოცდის

კომპანია Rolls-Royce-მა მთლიანად ელექტრო, ერთძრავიანი თვითმფრინავი შექმნა, რომელიც შესაძლოა გინესის წიგნში მოხვდეს, როგორც ყველაზე სწრაფი ელექტრო თვითმფრინავი მსოფლიოში, ამის შესახებ techcult წერს. ახალი თვითმფრინავის შესაქმნელად, კონცეფცია კომპანია Rolls-Royce-მა 2019 წელს წარმოადგინა, რითაც სიჩქარის რეკორდის მოხსნაზე განაცხადი გააკეთა. კერძოდ თვითმფრინავის ძრავი საათში 338 კილომეტრზე მეტს განავითარებდა. ამ სიჩქარეს, ამ დრომდე 2017 წელს Siemens-ის მიერ შექმნილი ავტომანქანა ანვითარებს. თვითმფრინავი, ახალ პროექტის ფარგლებში შეიქმნა, რაც ავიალაინერებს ელექტრო ძრავაზე გადაყვანას გულისხმობს. თვითმფრინავის ძრავი ...

Read More »

გიორგი კაპანაძე: „ესკომ“ უნდა დაიწყოს რეალური მონაცემების გასაჯაროება

„უახლოეს პერსპექტივაში გარდაუვალია ელექტროენერგიის მოხმარების ზრდა. შესაბამისად, რადგანაც ჩვენ გვიხდება და კიდევ კარგა ხანს მოგვიხდება ელექტროენერგიის დეფიციტის იმპორტით დაბალანსება, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ის, თუ წლის რომელ სეზონზე, დღე-ღამის რომელ მონაკვეთში, ასევე უქმე დღეებში, რომელი ქვეყნებიდან და რა ფასად ვყიდულობთ დენს“, – ამის თაობაზე ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ხელმძღვანელმა გიორგი კაპანაძემ რადიო “კომერსანტის” ეთერში სტუმრობისას განაცხადა. მისი თქმით, ის მონაცემები, ...

Read More »
თბილისში ბუნებრივი გაზის მკვეთრი სუნი გაზის ჭარბმა ოდორიზებამ გამოიწვია

შპს ,,საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ“ „ქუთაისი-სოხუმის“ გაზსადენის სარეაბილიტაციო სამუშაოები განახორციელა.

შპს ,,საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ“ „ქუთაისი-სოხუმის“ DN700 მმ მაგისტრალური გაზსადენის, DN500 მმ „ქობულეთის განშტოების“ 31კმ-ზე მდინარე სუფსის I გადასასვლელის სარეაბილიტაციო სამუშაოები განახორციელა.პროექტის ფარგლებში საჰაერო გადასასვლელზე მოეწყო ორი ახალი დუბლირებული ბურჯი. აღნიშნული სამუშაოები საჭირო გახდა მას შემდეგ, რაც მოქმედ გადასასვლელს, ჭარბი ნალექის შედეგად ადიდებულმა მდინარე სუფსამ დაუზიანა რამდენიმე და გამოაცალა ერთი ბურჯი, რის გამოც საფრთხე შეექმნა „ქობულეთის განშტოების“ DN500 მმ მაგისტრალური ...

Read More »

ლაშა პაპაშვილი: „ჰესის მშენებლობისას არ უნდა დაიზაროს არც მთავრობამ არც ინვესტორმა მეტი კომუნიკაცია“

ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი Forbes Talks-ში სტუმრობისას ქვეყანისთვის დიდი ენერგოპროექტების განხორციელების მნიშვნელობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ სახელმწიფომ ამ ნაწილში მოსახლეობასთან უნდა ითანამშრომლოს. „როდესაც შენ რაღაც უშველებელ ჰესს აშენებ ადგილობრივ მოსახლეს ყოველთვის ექნება პროტესტი. ამიტომ არ უნდა დაიზაროს არც ინვესტორმა და არც მთავრობამ, კეთილი უნდა ინებო და მეტი კომუნიკაცია ჰქონდეს, მათი პრობლემების მოგვარება… თუ ქვეყანას სჭირდება სოფლის გადასახლება, თუ ამის ეკონომიკური დასაბუთება ...

Read More »