Author Archives: energy

გორის გარდა, ქარის ენერგიის ასათვისებლად საქართველოში 4 ლოკაციის შესწავლა მიმდინარეობს

“ვიმედოვნებთ, მომავალ წელს ქარის რამდენიმე სადგური ამოქმედდება”

“ენერგეტიკის განვითარების ფონდის” გეგმებით, მომავალ წელს საქართველოში რამდენიმე ქარის სადგურმა უნდა დაიწყოს ფუნქციონირება. მათ შორის, საუბარია ქარის სადგურებზე ზესტაფონში, ნოგაზასა და რუისში. “ქარის სადგურის რამდენიმე პროექტი გვაქვს. მათი ჯამური დადგმული სიმძლავრე 200 მეგავატს აღემატება. ახლა ეს პროექტები შესწავლის სტადიაზეა. წლის ბოლოსთვის გადავალთ სამშენებლო ეტაპზე და ალბათ, მომავალი წლისთვის იმედი გვაქვს, რომ ეს პროექტები ოპერირების რეჟიმში გადავა”,- განაცხადა ფონდის დირექტორმა, გიორგი ...

Read More »

ჩინეთს სურს 2060 წლისთვის კარბონ-ნეიტრალური ქვეყანა გახდეს

ჩინეთის მთავრობა ქვეყანაში ნახშიროჟანგის გამონაბოლქვს, რომელიც 2030 წელს პიკს მიაღწევს, 2060 წლისთვის ნულამდე დაიყვანს და ჩინეთი „კარბონ-ნეიტრალური“ ქვეყანა გახდება. ამ გეგმის შესახებ ჩინეთის წარმომადგენლებმა აშშ-ის მიერ ორგანიზებულ კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლის სამიტზე ისაუბრეს. პირველად ამის შესახებ ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინმა 2020 წლის სექტემებრში, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა. თავის მხრივ, აშშ-ის პეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ამერიკის მთავრობა 2030 ...

Read More »
მზის ენერგიის სადგური წელიწადში 6 ათას ჩიტს ანადგურებს

“საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი” მზის ელექტროსადგურის 3 პროექტს ამუშავებს

“საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი” ამჟამად მზის ელექტროსადგურის 3 პროექტს ამუშავებს. მათ შორის, ერთ-ერთია 5 მეგავატის სიმძლავრის მზის ელექტროსადგური კახეთის რეგიონში, კერძოდ უდაბნოში, რომლის ფუნქციონირებაც სავარაუდოდ, 2022 წლის ბოლოს უნდა დაიწყოს. „ჩვენ ამჟამად მზის ელექტროსადგურის 3 პროექტს ვამუშავებთ. სხვადასხვა სიმძლავრის – 5მგვტ, 125მგვტ და 50მგვტ. მათი ჯამური ღირებულება დაახლოებით 50 მილიონის ფარგლებში იქნება და ეს მზის სადგურები ასევე შეემატებიან ჩვენს გენერაციას ...

Read More »

აზერბაიჯანი სომხეთისგან ატომური ელექტროსადგურის გაჩერებას მოითხოვს

აზერბაიჯანი სომხეთისგან მეწამორის ატომური ელექტროსადგურის გაჩერებას მოითხოვს. ამის შესახებ Report.az იუწყება. „მეწამორის ატომური ელექტროსადგური 1970-1980-იან წლებში აშენდა ისეთივე ტექნოლოგიებით, როგორითაც აშენდა ჩერნობილის ატომური ელქტროსადგური. ის განთავსებულია აქტიურ სეისმურ ზონაში. სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაცია ამ ობიექტს რეგიონისთვის საშიშს უწოდებს. მეწამორის ატომური სადგური მუშაობას განაგრძობს, მიუხედავად იმისა რომ მისი ექსპლუატაციის ვადა ამოიწურა“ – აცხადებენ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინსიტროში. განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2020 წელს ევროკავშირმა კიდევ ...

Read More »

“ყველაზე კარგი იქნება, საწვავი იაფი იყოს” – “ვისოლ ჯგუფის” პრეზიდენტი

„ჩვენ მილიონჯერ გვითქვამს და კიდევ ვიტყვით, რომ ყველაზე კარგი იქნება, საწვავი იყოს იაფი.“ – ასე გამოეხმაურა საწვავის ფასის ბოლოდროინდელ მატებას „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტი. როგორც სოსო ფხაკაძემ „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, საქართველოში საწვავის ფასებზე ნეგატიურად ორი ძირითადი ფაქტორი მოქმედებს. მათ შორის, ლარის კურსის გაუფასურება და საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის გაძვირება. „დღეს ხელმისაწვდომია ნებისმიერი ინფორმაცია, რა ხდება საერთაშორისო ბაზარზე და სამწუხაროა, რომ ნავთობის ფასები ზემოთ ...

Read More »

რუსეთის ფედერაციამ შეიძლება ბენზინის ექსპორტზე დროებითი აკრძალვა შემოიღოს

რუსეთის მთავრობამ დაავალა ენერგეტიკის სამინისტროს მოამზადოს კანონპროექტები “გარკვეული ტიპის ნავთობპროდუქტების ექსპორტის დროებითი აკრძალვის დაწესების შესახებ”, ვიცე-პრემიერ ალექსანდრე ნოვაკთან შეხვედრის ოქმზე დაყრდნობით, ინფორმაციას “ნავთობროდუქტების იმპორტიორთა კავშირი” ავრცელებს. ოქმის ტექსტის თანახმად, მთავრობამ გადაწყვიტა ბენზინის შეტანა იმ საქონლის ჩამონათვალში, რომლებიც “არსებითად მნიშვნელოვანია შიდა ბაზრისთვის, რომელთა მიმართაც გამონაკლის შემთხვევებში შეიძლება დაწესდეს ექსპორტზე დროებითი შეზღუდვები ან აკრძალვები”. საქმე ეხება იმას, რომ საჭიროების შემთხვევაში მინისტრთა კაბინეტმა შეძლოს,  ოპერატიულად ...

Read More »

გიორგი ჩიქოვანი ნამახვანჰესზე: ვიმედოვნებთ, დიალოგი კონსტრუქციულ რეჟიმში გადავა

“ენერგეტიკის განვითარების ფონდის” დირექტორი იმედოვნებს, რომ ნამახვანჰესთან დაკავშირებული დიალოგი კონსტრუქციულ რეჟიმში გაგრძელდება. გიორგი ჩიქოვანს უჭირს დაასახელოს ვადა, როდის დასრულდება განახლებული კვლევები ჰესთან დაკავშირებით. “ველოდებით, რომ დიალოგი კონსტრუქციულ რეჟიმში გადავა. რადიკალიზმი გადაინაცვლებს სამუშაო ოთახებში. მართლაც უპრეცედენტო დრო და რესურსია დახარჯული ნამახვანჰესთან დაკავშირებულ კვლევებზე. 80-იანი წლებიდან მიდის და არ არის იოლი 1-2 დღეში მოხდეს ამის გავლა”,- განაცხადა ჩიქოვანმა.

Read More »

მარიტა მუსელიანი: ჩვენ ისედაც ვიცით, რომ „ნამახვანჰესის“ ხელშეკრულებაში ხარვეზი შეიძლება არ იყოს

“პირველ რიგში ის, რომ იუსტიციის სამინისტროზე გადაიტანეს აქცენტი, რომ ჩვენ დაგვიმტკიცონ ხელშეკრულების იურიდიული გამართულობა. ეს ჩვენ ისედაც ვიცით, რომ ხარვეზი შეიძლება არ იყოს და კანონმდებლობას მორგებულია”, – ამის შესახებ რიონის “გუშაგმა” მარიტა მუსელიანმა ჟურნალისტებთან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, კონტრაქტის იუსტიციის სამინისტროს მიერ შესწავლა არ არის მთავარი საკითხი, რომელსაც რიონის ე.წ. მცველები ითხოვენ. „ნაწილობრივი შემოთავაზება იყო მცდელობა იმისა, ხელისუფლებამ თქვას, რომ ...

Read More »

GOGC-მ $250 მლნ-ის ევროობლიგაციების რეფინანსირება განახორციელა

სს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ ლონდონის საფონდო ბირჟაზე 2016 წელს განთავსებული 250 მილიონი დოლარის ევროობლიგაციების რეფინანსირება განახორციელა. რეფინანსირება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან სასესხო ხელშეკრულების ფარგლებში გამოყოფილი დაფინანსებით განხორციელდა, რომლითაც 2021 წლის 26 აპრილს ევროობლიგაციები სრულად დაიფარა. 10 წლიან სასესხო ხელშეკრულებას, კორპორაციამ, 2020 წლის სექტემბერში მოაწერა ხელი. აღნიშნული სასესხო რესურსით, ევროობლიგაციების რეფინანსირების შედეგად, ყოველწლიური საპროცენტო ხარჯი მნიშვნელოვნად შემცირდა.

Read More »

28 აპრილს ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები წყალტუბოში აქციას გამართავენ

რიონის ხეობაში ნამახვანჰესის პროექტის განხორციელების მოწინაღმდეგეები 28 აპრილს, 12:00 საათზე, წყალტუბოს მაგისტრატი სასამართლოს შენობასთან საპროტესტო აქციას გამართავენ. აქცია დაგეგმილია იმ სხდომის პარალელურად, სადაც მოსამართლემ ნამახვანჰესის მშენებელი კომპანიის „ენკა რინიუებლზის“ საქმეზე გადაწყვეტილება უნდა გამოაცხადოს. საპროტესტო აქცია მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ დამფუძნებელმა, ვარლამ გოლეთიანმა დააანონსა და მხარდამჭერებს სასამართლოსთან შეკრებისკენ მოუწოდა. „ვაპირებთ, ვიდრე 23 მაისამდე, დედაქალაქში ფართომასშტაბიან აქციამდე მივალთ, მანამდე სხვადასხვა ქალაქში ჩავატაროთ ...

Read More »