რუსეთის ფედერაციამ შეიძლება ბენზინის ექსპორტზე დროებითი აკრძალვა შემოიღოს

რუსეთის მთავრობამ დაავალა ენერგეტიკის სამინისტროს მოამზადოს კანონპროექტები “გარკვეული ტიპის ნავთობპროდუქტების ექსპორტის დროებითი აკრძალვის დაწესების შესახებ”, ვიცე-პრემიერ ალექსანდრე ნოვაკთან შეხვედრის ოქმზე დაყრდნობით, ინფორმაციას “ნავთობროდუქტების იმპორტიორთა კავშირი” ავრცელებს.

ოქმის ტექსტის თანახმად, მთავრობამ გადაწყვიტა ბენზინის შეტანა იმ საქონლის ჩამონათვალში, რომლებიც “არსებითად მნიშვნელოვანია შიდა ბაზრისთვის, რომელთა მიმართაც გამონაკლის შემთხვევებში შეიძლება დაწესდეს ექსპორტზე დროებითი შეზღუდვები ან აკრძალვები”.

საქმე ეხება იმას, რომ საჭიროების შემთხვევაში მინისტრთა კაბინეტმა შეძლოს,  ოპერატიულად სწრაფად აკრძალოს ბენზინის ექსპორტი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის გარეთ მყოფ ქვეყნებში.

ნავთობპროდუქტების ექსპორტის აკრძალვის თემა ჩვეულებრივ ჩნდება იმ დროს, როდესაც რუსეთის ფედერაციის შიდა ბაზარზე საწვავის ფასები იზრდება.

Leave a Reply