Author Archives: energy

თურნავა: ახალი ჰიდროელექტროსადგურები უნდა აშენდეს, მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით და სერიოზულ კვლევევზე დაყრდნობით

„ახალი ჰიდროელექტროსადგურები უნდა აშენდეს, მათ შორის მსხვილი და მცირეც, მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით და სერიოზულ კვლევევზე დაყრდნობით“, – – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ გადაცემაში „დღის ქრონიკა“. „პირველ რიგში გვინდა, რომ ადგილობრივი მეწარმე განვითარდეს და გავხდეთ ექსპორტიორები, ვიდრე იმპორტიორები, იგივე შეეხება ენერგეტიკას, ჩვენ სამწუხაროდ არ ვართ ნავთობით და გაზით მდიდარი ქვეყანა, მაგრამ სიმდიდრე, რომელიც ნაბოძები გვავქს, ეს არის წყალი და ...

Read More »

Tesla ბიტკოინს გადახდის ახალ საშუალებად აღიარებს

ელექტრონული ავტომობილების მწარმოებელი კომპანია Tesla აცხადებს, რომ ბიტკოინს გადახდის ახალ საშუალებად აღიარებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებლებს Tesla-ს პროდუქტების შეძენა კრიპტოვალუტის მეშვეობითაც შეეძლებათ. ინფორმაციას CNN ავრცელებს.  ამასთან, როგორც გამოცემა წერს, Tesla-მ 1.5 მილიარდი დოლარის ღირებულების ბიტკოინი შეიძინა. ინფორმაციის გავრცელებიდან რამდენიმე საათში კრიპტოვალუტის ფასი ისევ მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამჟამინდელი მონაცემებით, ბიტკოინის ფასმა ახალ რეკორდულ ნიშნულს – 48,000 აშშ დოლარს მიაღწია. Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორის ...

Read More »

საქართველოში ნავთობის მოპოვება 3-წლიან მინიმუმზეა

საქართველოში ნავთობის მოპოვება 2017 წლის შემდეგ მინიმალურ მაჩვენებელზეა. 2020 წელს საქართველოში ქვეყანაში 29.7 ათასი ტონა ნავთობი მოიპოვეს, 2019 წელთან შედარებით კლება 2.3 მლნ ტონაა. მოპოვებული ნავთობიდან ინვესტორების წილი 17.3 ათასი ტონაა, სახელმწიფოს წილმა კი, 12.4 ათასი ტონა შეადგინა. 2009-2020 წლებში საქართველოში ყველაზე მეტი ნავთობი 2009 წელს მოიპოვეს – 57.6 ათასი ტონა. მაშინ ინვესტორების წილი 33.4 ათასს შეადგენდა. ნავთობის მოპოვების მეორე ...

Read More »

საუდის არაბეთი რუსეთის წინააღმდეგ: ვინ მიიღებს ჩინეთის ნავთობის ბაზარს

გასულ წელს საუდის არაბეთმა თითქმის 85 მილიონი ტონა ნავთობი გაუგზავნა ჩინეთს, რომელიც ფასდაკლებით შესთავაზა და აღნიშნული ქმედებით მნიშვნელოვნად შეავიწროვა რუსეთი, საიდანაც 83 მილიონ ნახევარი ტონა ნედლეული მიიღო. რუსეთს პრობლემებს სხვა ექსპორტიორებიც უქმნიან – ერაყი, ბრაზილია, ანგოლა, შეერთებული შტატებიც კი, ჩინეთთან ეკონომიკური კონფლიქტის მიუხედავად, აქტიურად ზრდის ვაჭრობას. “ნავთობის განხეთქილების ვაშლი” საუდის არაბეთი და რუსეთი ნავთობპროდუქტების ყველაზე მსხვილი მწარმოებლები და ექსპორტიორები არიან, ...

Read More »
საწვავის მოხმარება მნიშვნელოვნად გაიზარდა

იმპორტიორები გაზაფხულიდან საწვავის მორიგ გაძვირებას ელიან

საქართველოში საწვავის ფასი ზრდის ტენდენციას განაგრძობს. კერძო სექტორი გაზაფხულისთვის პროდუქტის დაახლოებით კიდევ 10 თეთრით გაძვირების მოლოდინშია. როგორც ირკვევა, ფასების მატება პირდაპირ აისახება იმ ბიზნესებზეც, რომელებიც დიდი რაოდენობით საწვავს მოიხმარენ, მათ შორის არიან როგორც იმპორტიორი კომპანიები, ასევე ადგილობრივი მწარმოებლებიც.  აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ბირჟებზე Brent-ის ტიპის ნავთობის ფასმა ერთ ბარელზე $61-ს უკვე გადააჭარბა და ის ფაქტობრივად პანდემიამდე არსებულ ნიშნულს დაუბრუნდა. ფასის ამგვარ ...

Read More »

IDFI – 2020 წელს აფხაზეთის მზარდმა ენერგომოხმარებამ „ენგურჰესის“ გენერაციის 93% შეადგინა

2020 წელს აფხაზეთის მზარდმა ენერგომოხმარებამ „ენგურჰესის“ გენერაციის 93% შეადგინა და აფხაზეთში მცხოვრები მოსახლეობის ერთ სულზე მოხმარება 3.3-ჯერ აჭარბებს დანარჩენ საქართველოში მოხმარებას,- ამის შესახებ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) მიმოხილვაშია აღნიშნული. „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის” ინფორმაციით, 2020 წელს 24%-ით გაიზარდა და რეკორდულად მაღალი იყო აფხაზეთის ელექტრო ენერგიის მოხმარება, რაც გარკვეულწილად გამოწვეულია “ენგურჰესის” გენერაციის შემცირებით. ამასთან, 2020 წელს მაღალი ელექტროენერგიის დეფიციტის დასაბალანსებლად 59 ...

Read More »

ბითკოინი უფრო მეტ ელექტროენერგიას მოიხმარს, ვიდრე მთლიანი არგენტინა

ბითკოინი უფრო მეტ ელექტროენერგიას მოიხმარს, ვიდრე არგენტინა. ამის შესახებ კემბრიჯის უნივერსიტეტის მკვლევართა მიერ მომზადებულ დოკუმენტშია ნათქვამი. კრიპტოვალუტის „მაინინგი“ დიდი რაოდენობის ელექტროენერგიას საჭიროებს, გამომდინარე იქიდან რომ პროცესში საჭიროა მასშტაბური კომპიუტერული გამოთვლები. როგორც კემბრიჯელი მკვლევარები ამბობენ, კრიპტოვალუტა წელიწადში 121.36 ტერავატ საათ ენერგიას მოიხმარს, მაშინ როდესაც არგენტინა 121 ტერავატ საათ ელენერგიას მოიხმარს, ნიდერლანდები – 108.8 ტერავატ საათს, ნორვეგია – 122.2 ტერავატ საათს, ხოლო ...

Read More »
SOCAR-მა წლის დასაწყისიდან საქართველოს 320 მილიონი კუბური მეტრი გაზი მოაწოდა

გაზის ბაზრის დემონოპოლიზაცია „თურანის ჭიშკარმა“ არ უნდა შეაჩეროს

საქართველოზე გამავალი დასავლური „სამხრეთის გაზის დერეფნის“ ბოლო რგოლი დაგეგმილ ვადაში, 2020 წლის 31 დეკემბერს დასრულდა. ეს იყო ევროკავშირის საქართველოზე გამავალი უმნიშვნელოვანესი „დერეფნის“ ბოლო პროექტის – „ტრანსადრიატიკული გაზსადენის“ (TAP) მოსამზადებელი ფაზა და დაიწყო ევროპაში მილსადენით აზერბაიჯანული „შაჰ-დენიზის“ გაზის, რუსული „გაზპრომის“ ალტერნატიული, კომერციული მიწოდება. სწორედ ამ მიზნის საწინააღმდეგოდ იგეგმებოდა რფ-ს ენერგეტიკული პოლიტიკა ბოლო 30 წლის განმავლობაში, და სავარაუდოდ, ყარაბაღის კონფლიქტის შემდგომი „თურანის ...

Read More »

ბიზნესისთვის ახალი გარემოსდაცვითი ვალდებულებები არ გადავადდება

ბიზნესის მოთხოვნის მიუხედავად, ახალი გარემოსდაცვითი ვალდებულებები არ გადავადდება. როგორც პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში აცხადებენ, კომპანიები ახალი რეგულაციის შესახებ დიდიხანია ინფორმირებულები არიან და ვალდებულების გადავადება არ განიხილება. შესაბამისად, კომპანიებს მოუწევთ 1 ივნისამდე დაამონტაჟონ თვითმონიტორინგის სისტემა, რომელიც გარემოს დაბინძურების დონეს განსაზღვრავს. თავის მხრივ კი ბიზნესასოციაციაში განმარტავენ, რომ კერძო სექტორს ამ დრომდე არ აქვს ინფორმაცია, თუ კონკრეტულად რა მოთხოვნების შესრულება ...

Read More »
სექტემბერში საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა ენერგეტიკისთვის 3 უმნიშვნელოვანეს პროექტს დაასრულებს

სახელმწიფო ელექტროსისტემამ 2020 წელი 22-მილიონიანი მოგებით დაასრულა

რეაბილიტაციის პროცესიდან გამოსულმა სახელმწიფო ელექტროსისტემამ 2020 წელი 22.2 მილიონი ლარის წმინდა მოგებით დაასრულა. სახელმწიფო ელექტროსისტემის წერილობითი პასუხის მიხედვით, მათი შემოსავალი მაღალი ძაბვის ქსელების ფლობიდან გასულ წელს 138.7 მილიონ ლარს შეადგენდა. 2020 წლამდე კომპანია “საპარტნიორო ფონდის” საკუთრებაში იყო, 2020 წელს კი “ესკოსთან” ერთად ელექტროსისტემამ ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადაინაცვლა. ასევე, დასრულდა “რეაბილიტაციის”პროცესიც, რომელიც კომპანიაში 2008 წლიდან მიმდინარეობდა და 118 მილიონი ლარის ვალდებულების ...

Read More »